რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს

რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანში” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.

აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება. პარლამენტის წინ იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა შეკრებილებს მიმართა: “მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. 6 წელია ისინი არაფერს აკეთებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ვერც ერთი წარმატებული პოლიტიკური რეფორმა ვერ ვნახეთ, ყველაფერი ფასადურია, რის გამოც უნდა წავიდნენ ისინი. წუხელ ხელისუფლებამ გაიმეორა ის, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება. ეს არის დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე”, - განაცხადა წიქარიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ