პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამადის ტექსტსაც ჩვენ ვწერთ.." - როგორ დაგეგმა ცნობილმა დიჯეიმ ნახევარმილიონიანი ქორწილი
"თამადის ტექსტსაც ჩვენ ვწერთ.." - როგორ დაგეგმა ცნობილმა დიჯეიმ ნახევარმილიონიანი ქორწილი

დი­ჯეი რემ­ბო 2000-იან წლებ­ში თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ჯეი გახ­ლდათ. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გა­და­წყვი­ტა დი­ჯე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გარ­თო­ბა­ზე უფრო მე­ტად ეზ­რუ­ნა და სა­კუ­თა­რი ივენთ-კომ­პა­ნია შექ­მნა. RemBow Events მუ­სი­კოს­მა მე­გო­ბარ­თან ერ­თად ნუ­ლი­დან და­ი­წყო - არც ფული ჰქონ­და და არც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი, თუმ­ცა ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბას გა­უძ­ლო და დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ივენთ-კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლია.

"დი­ჯეი რემ­ბო კვლავ მო­თხოვ­ნა­დია კერ­ძო ივენ­თებ­ზე, მაგ­რამ ვა­ვი­თა­რებ ჩემს მომ­სა­ხუ­რე­ბებს და მთლი­ა­ნად ამ სფე­როს. 2012 წელს ივენთ-კომ­პა­ნია და­ვა­არ­სე, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი წვე­უ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბის ყვე­ლა რე­სურ­სი აქვს, და­წყე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით. ყო­ველ წელს სტა­ბი­ლუ­რად ვვი­თარ­დე­ბით, თუმ­ცა ბოლო წე­ლია რაც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც გა­ი­ზარ­და და შე­დე­გე­ბიც. დღეს ბევ­რად უფრო რთულ პი­რო­ბებ­ში მი­წევს მუ­შა­ო­ბა, დი­ჯე­ო­ბა უფრო ნაკ­ლებ დროს მო­ი­თხოვს, ივენთ-მე­ნე­ჯე­რი სტრე­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის ტოპ ათე­ულ­შია, მაგ­რამ მე პო­ზი­ტი­უ­რად ვუდ­გე­ბი" - გვე­უბ­ნე­ბა "რემ­ბო".

- ივენთ-მე­ნე­ჯე­რო­ბა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

- მე-7 კლა­სი­დან ვოც­ნე­ბობ­დი შო­უ­ე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე, სა­დაც თა­ვა­დაც უნდა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პირ­ვე­ლად ამის სა­შუ­ა­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­მე­ცა, როცა ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა არა­ვინ არ აიღო თა­ვის თავ­ზე. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ იყო, მაგ­რამ ორი­ა­თა­სი­ა­ნი წლე­ბის­თვის კარ­გი ით­ქმის. მერე ამას სის­ტე­მა­ტუ­რი სახე მი­ე­ცა. 2003-2004 წლებ­ში, როცა თბი­ლის­ში კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა არც ისე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, მი­წევ­და დი­ჯე­ე­ბი­სა და აპა­რა­ტუ­რის ქი­რა­ო­ბა და ნელ-ნელა ვეჩ­ვე­ო­დი მუ­შა­ო­ბას. ამის შემ­დეგ 2009 წლი­დან, როცა მუ­სი­კის აზ­რზე მო­ვე­დი, დი­ჯე­ო­ბა და­ვი­წყე. ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პა­ნია მქი­რა­ობ­და, რო­გორც დი­ჯე­ის. სხვა­თა შო­რის, ბევრ ცუ­დად ორ­გა­ნი­ზე­ბულ ივენთზეც მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა.

- რითი მი­გი­ზი­და ამ სფე­რომ და კომ­პა­ნია რო­გორ და­ა­არ­სე?

- ივენ­თის გა­კე­თე­ბა დიდი პა­სუ­ხის­გებ­ლო­ბაა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შენ ყიდი ბედ­ნი­ე­რე­ბას და ამის­თვის ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა გე­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ ზე­და­პი­რუ­ლად თუ შევ­ხე­დავთ, ჩვენ ჰა­ე­რის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ვართ. კომ­პა­ნი­ის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად მარ­ტო და­ვი­წყე, თა­ვი­დან ჩემი მე­გო­ბა­რი მეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ მალე და­ი­ღა­ლა, ფული არ გვქონ­და რომ ჩაგ­ვე­დო, გვი­წევ­და კონ­კუ­რენ­ტებ­თან ჭი­დი­ლიც. ნელ-ნელა და­ვი­წყე ინ­ვენ­ტა­რის ყიდ­ვა, დღეს საკ­მა­ოდ კარ­გი კა­პი­ტა­ლი გვაქვს და შე­მიძ­ლია 6 თა­ნამ­შრო­მელს ყო­ველ­თვი­უ­რად ვუ­ხა­დო ხელ­ფა­სი. მინ­და ერთ წე­ლი­წად­ში 15 ადა­მი­ა­ნამ­დე გავ­ზარ­დო თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მაქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გეგ­მე­ბი, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ივენთ-კომ­პა­ნია ვიქ­ნე­ბით.

9-წლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მას­წავ­ლა რა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რა მო­მენ­ტში რისი გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო. ამას ჩემ­ზე კარ­გად ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებს. კარ­გი დე­კო­რა­ცია და კარ­გი აპა­რა­ტუ­რა არ ნიშ­ნავს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბას, ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს დრო­უ­ლი, შე­ზა­ვე­ბუ­ლი და ერ­თი­ა­ნი. ამ მხრივ ძი­რი­თა­დად არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია და ნაც­ნო­ბო­ბით ხდე­ბა დაკ­ვე­თა. ივენთ-კომ­პა­ნი­ე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, არც მსოფ­ლიო ბა­ზარს ეც­ნო­ბი­ან და 5-10 წლის წი­ნან­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბით მუ­შა­ო­ბენ. მე ყო­ველ წელს ვიც­ვლე­ბი, ჩემ­მა დამ­კვე­თებ­მა ზუს­ტად იცი­ან რას გა­ვა­კე­თებ, ვმუ­შა­ობ მათ­თან წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლად, თუმ­ცა მერე ყვე­ლა­ფე­რი ჩემ ხელ­შია.

ხში­რად არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ერე­ვი­ან ჩვენს საქ­მე­ში, თუმ­ცა მათ აზრს ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ძი­რი­თა­დად ხომ რე­კო­მენ­და­ცი­ით მო­დი­ან? ჰოდა თუ მან­დე, ჩა­გა­ბა­რებ, ჩე­მე­ბუ­რად ვა­კე­თებ. შე­დეგს ვაღ­წევ ყო­ველ­თვის.

- ყვე­ლა­ზე პრე­ტენ­ზი­უ­ლი რა ტი­პის ივენ­თე­ბია?

- ქორ­წი­ლე­ბი უფრო პრე­ტენ­ზი­უ­ლია, ვიდ­რე კორ­პო­რა­ტი­უ­ლი და ამას­თან ჩვენ­თვის სტრე­სუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, თა­ვად წყვი­ლებს მო­ვუხ­სნათ და­ძა­ბუ­ლო­ბა. გვქონ­და შემ­თხვე­ვა, როცა სა­პა­ტარ­ძლოს მეჯ­ვა­რე ცუდი ხა­სი­ა­თის იყო. თუ ის ცუდ გან­წყო­ბა­ზე დგე­ბო­და, უნ­დო­და სხვებ­ზეც გა­და­ე­ტა­ნა ეს, ამი­ტო­მაც ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დით გაგ­ვე­რი­დე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის.

- სა­დე­დამ­თი­ლო­ე­ბიც ასე იქ­ცე­ვი­ან?

- სხვა­თა­შო­რის, დე­დამ­თილ­თან არას­დროს არ გვქო­ნია უსი­ა­მოვ­ნე­ბა, პი­რი­ქით. თა­მა­დის ტექ­სტსაც ჩვენ ვწერთ. ოღონდ ნა­ქი­რა­ვე­ბი თა­მა­დის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ - მათ ხში­რად სა­ხე­ლე­ბიც კი ეშ­ლე­ბათ, ხე­ლოვ­ნუ­რო­ბას ყვე­ლა ამ­ჩნევს და ეს გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია. სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა მეტ­წი­ლად წამ­ყვანს ეკის­რე­ბა.

- ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლი, რო­მელ­საც ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წი­ეთ რა დაჯ­და და რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი დაჯ­და ერთი ქორ­წი­ლი. ჰო­ლან­დი­ი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ყვა­ვი­ლე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი დარ­ბა­ზი, გვქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ნიუ, მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და უცხო­ე­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი. ისე გვქონ­და ქორ­წი­ლი და­გეგ­მი­ლი, როცა კერ­ძე­ბი შე­მოჰ­ქონ­დათ სიმ­ღე­რა არ იყო. ვერ ვი­ტყვი ვინ გა­და­ი­ხა­და ასე­თი ქორ­წი­ლი, მაგ­რამ ამ ოჯახს ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რის და­ქი­რა­ვე­ბა შე­ეძ­ლო, მაგ­რამ ჩვენ აგ­ვირ­ჩია. მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და და დღემ­დე მე­უბ­ნე­ბი­ან, შენ რომ არა, ეს დღე­სას­წა­უ­ლი არ იქ­ნე­ბო­დაო...

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რა­ი­მე მას­შტა­ბურს ხომ არ გეგ­მავთ?

- ვა­კე­თებთ კონ­ფე­რენ­ცი­ას. მო­ვიწ­ვი­ეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო ფო­ტოგ­რა­ფე­ბი, ტორ­ტის გამ­წყო­ბე­ბი და ა.შ. რომ­ლე­ბიც სტუმ­რებს უფა­სო რჩე­ვებს მის­ცე­მენ თა­ვი­ან­თი სფე­როს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მა­გა­ლი­თად, მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბის ბოლო ტრენ­დე­ბი, სა­მო­სი, დე­კო­რა­ცია... რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა გარ­თო­ბაც. კონ­ფე­რენ­ცია 4-5 სა­ა­თი გას­ტანს, გვექ­ნე­ბა სა­ჩუქ­რე­ბი და თა­მა­შე­ბი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"თამადის ტექსტსაც ჩვენ ვწერთ.." - როგორ დაგეგმა ცნობილმა დიჯეიმ ნახევარმილიონიანი ქორწილი

"თამადის ტექსტსაც ჩვენ ვწერთ.." - როგორ დაგეგმა ცნობილმა დიჯეიმ ნახევარმილიონიანი ქორწილი

დიჯეი რემბო 2000-იან წლებში თბილისში ყველაზე პოპულარული დიჯეი გახლდათ. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, გადაწყვიტა დიჯეობის პარალელურად, გართობაზე უფრო მეტად ეზრუნა და საკუთარი ივენთ-კომპანია შექმნა. RemBow Events მუსიკოსმა მეგობართან ერთად ნულიდან დაიწყო - არც ფული ჰქონდა და არც ღონისძიებებისთვის საჭირო ინვენტარი, თუმცა ყველა დაბრკოლებას გაუძლო და დღეს წარმატებული ივენთ-კომპანიის მფლობელია.

"დიჯეი რემბო კვლავ მოთხოვნადია კერძო ივენთებზე, მაგრამ ვავითარებ ჩემს მომსახურებებს და მთლიანად ამ სფეროს. 2012 წელს ივენთ-კომპანია დავაარსე, რომელსაც ნებისმიერი წვეულების ორგანიზების საკუთარ თავზე აღების ყველა რესურსი აქვს, დაწყებული აპარატურით, დამთავრებული მენეჯერის მომსახურებით. ყოველ წელს სტაბილურად ვვითარდებით, თუმცა ბოლო წელია რაც თანამშრომლების რაოდენობაც გაიზარდა და შედეგებიც. დღეს ბევრად უფრო რთულ პირობებში მიწევს მუშაობა, დიჯეობა უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს, ივენთ-მენეჯერი სტრესული სამსახურების ტოპ ათეულშია, მაგრამ მე პოზიტიურად ვუდგები" - გვეუბნება "რემბო".

- ივენთ-მენეჯერობა რამ გადაგაწყვეტინათ?

- მე-7 კლასიდან ვოცნებობდი შოუების გაკეთებაზე, სადაც თავადაც უნდა მიმეღო მონაწილეობა. პირველად ამის საშუალება უნივერსიტეტში მომეცა, როცა ღონისძიების ორგანიზება არავინ არ აიღო თავის თავზე. ამ გადმოსახედიდან პირველი მცდელობა განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ ორიათასიანი წლებისთვის კარგი ითქმის. მერე ამას სისტემატური სახე მიეცა. 2003-2004 წლებში, როცა თბილისში კლუბური ცხოვრება არც ისე პოპულარული იყო, მიწევდა დიჯეებისა და აპარატურის ქირაობა და ნელ-ნელა ვეჩვეოდი მუშაობას. ამის შემდეგ 2009 წლიდან, როცა მუსიკის აზრზე მოვედი, დიჯეობა დავიწყე. ძალიან ბევრი კომპანია მქირაობდა, როგორც დიჯეის. სხვათა შორის, ბევრ ცუდად ორგანიზებულ ივენთზეც მომიწია მუშაობა.

- რითი მიგიზიდა ამ სფერომ და კომპანია როგორ დააარსე?

- ივენთის გაკეთება დიდი პასუხისგებლობაა, ფაქტობრივად, შენ ყიდი ბედნიერებას და ამისთვის ყველაფრის გაკეთება გევალება, მაგრამ ზედაპირულად თუ შევხედავთ, ჩვენ ჰაერის გამყიდველები ვართ. კომპანიის შექმნაზე მუშაობა ფაქტობრივად მარტო დავიწყე, თავიდან ჩემი მეგობარი მეხმარებოდა, მაგრამ მალე დაიღალა, ფული არ გვქონდა რომ ჩაგვედო, გვიწევდა კონკურენტებთან ჭიდილიც. ნელ-ნელა დავიწყე ინვენტარის ყიდვა, დღეს საკმაოდ კარგი კაპიტალი გვაქვს და შემიძლია 6 თანამშრომელს ყოველთვიურად ვუხადო ხელფასი. მინდა ერთ წელიწადში 15 ადამიანამდე გავზარდო თანამშრომელთა რაოდენობა. გრძელვადიან პერსპექტივაში მაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ივენთ-კომპანია ვიქნებით.

9-წლიანმა გამოცდილებამ მასწავლა რა ტიპის ღონისძიებაზე, რა მომენტში რისი გაკეთებაა საჭირო. ამას ჩემზე კარგად ვერავინ გააკეთებს. კარგი დეკორაცია და კარგი აპარატურა არ ნიშნავს ორგანიზებულობას, ყველაფერი უნდა იყოს დროული, შეზავებული და ერთიანი. ამ მხრივ ძირითადად არაპროფესიონალიზმია და ნაცნობობით ხდება დაკვეთა. ივენთ-კომპანიები, სამწუხაროდ, არც მსოფლიო ბაზარს ეცნობიან და 5-10 წლის წინანდელი ტენდენციებით მუშაობენ. მე ყოველ წელს ვიცვლები, ჩემმა დამკვეთებმა ზუსტად იციან რას გავაკეთებ, ვმუშაობ მათთან წინასწარ შეთანხმებულად, თუმცა მერე ყველაფერი ჩემ ხელშია.

ხშირად არიან ისეთები, რომლებიც ერევიან ჩვენს საქმეში, თუმცა მათ აზრს ვერ გავითვალისწინებთ. ძირითადად ხომ რეკომენდაციით მოდიან? ჰოდა თუ მანდე, ჩაგაბარებ, ჩემებურად ვაკეთებ. შედეგს ვაღწევ ყოველთვის.

- ყველაზე პრეტენზიული რა ტიპის ივენთებია?

- ქორწილები უფრო პრეტენზიულია, ვიდრე კორპორატიული და ამასთან ჩვენთვის სტრესულია, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, თავად წყვილებს მოვუხსნათ დაძაბულობა. გვქონდა შემთხვევა, როცა საპატარძლოს მეჯვარე ცუდი ხასიათის იყო. თუ ის ცუდ განწყობაზე დგებოდა, უნდოდა სხვებზეც გადაეტანა ეს, ამიტომაც ყველანაირად ვცდილობდით გაგვერიდებინა სიტუაციისთვის.

- სადედამთილოებიც ასე იქცევიან?

- სხვათაშორის, დედამთილთან არასდროს არ გვქონია უსიამოვნება, პირიქით. თამადის ტექსტსაც ჩვენ ვწერთ. ოღონდ ნაქირავები თამადის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ - მათ ხშირად სახელებიც კი ეშლებათ, ხელოვნურობას ყველა ამჩნევს და ეს გამაღიზიანებელია. სიტუაციის მართვა მეტწილად წამყვანს ეკისრება.

- ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი, რომელსაც ორგანიზება გაუწიეთ რა დაჯდა და რით იყო გამორჩეული?

- ნახევარი მილიონი ლარი დაჯდა ერთი ქორწილი. ჰოლანდიიდან ჩამოტანილი ყვავილებით იყო გაფორმებული დარბაზი, გვქონდა განსაკუთრებული მენიუ, მოწვეული გვყავდა უცხოელი შეფ-მზარეული. ისე გვქონდა ქორწილი დაგეგმილი, როცა კერძები შემოჰქონდათ სიმღერა არ იყო. ვერ ვიტყვი ვინ გადაიხადა ასეთი ქორწილი, მაგრამ ამ ოჯახს ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერის დაქირავება შეეძლო, მაგრამ ჩვენ აგვირჩია. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და დღემდე მეუბნებიან, შენ რომ არა, ეს დღესასწაული არ იქნებოდაო...

- უახლოეს მომავალში რაიმე მასშტაბურს ხომ არ გეგმავთ?

- ვაკეთებთ კონფერენციას. მოვიწვიეთ საქართველოში საუკეთესო ფოტოგრაფები, ტორტის გამწყობები და ა.შ. რომლებიც სტუმრებს უფასო რჩევებს მისცემენ თავიანთი სფეროს გათვალისწინებით. მაგალითად, მაკიაჟის გაკეთების ბოლო ტრენდები, სამოსი, დეკორაცია... რა თქმა უნდა, იქნება გართობაც. კონფერენცია 4-5 საათი გასტანს, გვექნება საჩუქრები და თამაშები...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს