პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მთავარი გულშემატკივრები ბებია და დედა არიან..." - "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომელიც მაყურებელმა გამოჩენისთანავე შეიყვარა
"ჩემი მთავარი გულშემატკივრები ბებია და დედა არიან..." - "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომელიც მაყურებელმა გამოჩენისთანავე შეიყვარა

კონ­სტან­ტი­ნე კა­რა­ნა­ძე მე­გაპ­რო­ექტ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" კონ­კურ­სან­ტია, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა შო­უ­ში პირ­ვე­ლი­ვე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე შე­იყ­ვა­რა. სცე­ნა­ზე მისი ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლის შემ­დეგ, გულ­გრი­ლი ვე­რა­ვინ რჩე­ბა. კონ­კურ­სში ბე­ბი­ის თხოვ­ნით მო­ვი­და. გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი არ აქვს, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ახლა ინ­ტენ­სი­უ­რი სწავ­ლის პე­რი­ო­დია, რი­თაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს.

"ეს პრო­ექ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდა. კონ­კურ­სში პირ­ვე­ლად ვცა­დე ბედი, აქამ­დე მსგავს რა­ღა­ცა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, რად­გა­ნაც შე­ჯიბ­რი, კონ­კუ­რენ­ცია და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი არ მი­ზი­დავს - ამ თვალ­საზ­რი­სით უამ­ბი­ციო ვარ. არც მომ­ღერ­ლო­ბა­ზე მაქვს პრე­ტენ­ზია, ამი­ტომ არ­სად ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. უბ­რა­ლოდ, მინ­და, რომ მუ­სი­კო­სი ვიყო და ეს არის, თუმ­ცა მე­გობ­რე­ბი სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მირ­ჩევ­დნენ, რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სზე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ახლა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბე­ბი­ამ და­მა­ძა­ლა - თუ არ წახ­ვალ, სახ­ლში არ შე­მო­გიშ­ვე­ბო, რომ არ გავ­სუ­ლი­ყა­ვი, ამის გამ­კე­თე­ბე­ლი იყო. უბ­რა­ლოდ სხვა გზა არ მქონ­და. რო­დე­საც ჟი­უ­რის­გან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მი­ვი­ღე და ათე­ულ­ში მოვ­ხვდი, შოკ­ში ვი­ყა­ვი. მიკ­ვირ­და და მი­ხა­რო­და ერ­თდრო­უ­ლად.

სა­ერ­თოდ, არას­დროს მყო­ლია მუ­სი­კო­სი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი, ბავ­შვო­ბი­დან ისე ვიზ­რდე­ბო­დი, თვი­თონ, ჩემ­თვის მარ­ტო ვა­ჩხა­კუ­ნებ­დი გი­ტა­რას. აქ კი ამ­დე­ნი და­დე­ბი­თი და ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი, ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი. ათე­ულ­ში ვინც მოვხდით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ბედ­ნი­ე­რი. ამ პრო­ექტს ბევ­რი რა­ღა­ცის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია და უკვე მო­ი­ტა­ნა კი­დეც.

- ინ­ტერ­ნეტ­ში შენი რამ­დე­ნი­მე ძვე­ლი ვი­დეო ვნა­ხე იმ პე­რი­ო­დის, როცა, რო­გორც აღ­ნიშ­ნე, შენ­თვის "რა­ღა­ცას აჩხა­კუ­ნებ­დი". რო­გორც ჩანს, ამ საქ­მით დიდი ხა­ნია გა­ტა­ცე­ბუ­ლი ხარ...

ასევე დაგაინტერესებთ
17:06 / 19-04-2018

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომელიც ტაძარში გალობს და რესტორანში მღერის - "ჩემი მიზანი არ არის, ვინმეს ვაჯობო"

16:43 / 26-04-2018

"მხოლოდ ქართულის" 18 წლის კონკურსანტი, რომელმაც ფურორი მოახდინა - "ადრე მეგონა, რომ ქართული სიმღერა ცუდია..."

16:05 / 07-05-2018

"მხიარული და კარგი ტიპი ვარ..." - "მხოლოდ ქართულის" თელაველი კონკურსანტი დედამ აამღერა

15:29 / 14-05-2018

"ძალიან მომწონს გიორგის შეფასებები..." - რას ყვება საკუთარ თავზე "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომლის ხმაც გაბუნიამ "ნაჯახს" შეადარა

19:15 / 15-05-2018

"დაწოლა ჩემთვის კოშმარია" - მუსიკოსი, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს გვერდიდან არ შორდება

15:05 / 21-05-2018

"მუსიკოსი ადამიანი, ნაგიჟარ-დაცენტრილების მხედართმთავარი..." - რას რჩევებს აძლევს სოფო ბათილაშვილი კონსტანტინე კარანაძეს

- ეგ ვი­დე­ო­ე­ბი ძა­ლი­ან ძვე­ლია და არ უნდა ნა­ხოთ. თან, ჩემი ატ­ვირ­თუ­ლი არ არის. ჩემი ძმა იღებ­და და ტვირ­თავ­და, ვერც ვშლი. მათი ნახ­ვა ახლა ძა­ლი­ან სირ­ცხვი­ლია. თან, საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ვარ მანდ და იმ პე­რი­ო­დის არის, როცა გი­ტა­რა­ზე რა­ღაც სიმ­ღე­რებს ვა­წყობ­დი.

- რას იზამ, ისიც შენი "წინა ცხოვ­რე­ბის" ერთ-ერთი ეტა­პია... რას გვე­ტყვი შენ­ზე?

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­სა­მე კურ­სზე ვარ, მაგ­რამ ახლა აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე. მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. ორი დიდი ფა­კულ­ტე­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და მე მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვარ. აკა­დე­მი­უ­რი იმის­თვის დამ­ჭირ­და, რომ ერთ-ერთ კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე და პო­ლო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რეპ­რე­ზენ­ტა­ტო­რად წა­ვე­დი. წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვი­ყა­ვი და პო­ლო­ნელ ბავ­შვებს ინ­გლი­სურს და სხვა­დას­ხვა აქ­ტო­ვო­ბებ­საც ვას­წავ­ლი­დი. 4 თვე ვი­ყა­ვი იქ. რომ ჩა­მო­ვე­დი, სწავ­ლა აღარ გა­მიგ­რძე­ლე­ბია, რად­გა­ნაც სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის პრო­ცე­სი ცოტა ჭირს. მოკ­ლედ, რომ ჩა­მო­ვე­დი, მა­შინ­ვე კონ­კურ­სში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- ადრე ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი იყა­ვი და ალ­ბათ, ვი­ღა­ცე­ბი იქე­დან გიც­ნო­ბენ, ახლა ტე­ლე­ვი­ზი­ით, გრან­დი­ო­ზულ შო­უ­ში გა­მოჩ­ნდი, კონ­კურ­სან­ტი ხარ, მას­შტა­ბე­ბი გა­ი­ზარ­და. ამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა გა­გიც­ნო. რას გრძნობ?

- მინ­და გი­თხრათ, რომ თავს ისევ ქუ­ჩის მუ­სი­კო­სად ვგრძნობ. რაც შე­ე­ხე­ბა ემო­ცი­ას, ხალ­ხი მხვდე­ბა და კომ­პლი­მენ­ტებს მე­უბ­ნე­ბა. იმ დღეს ფეხი ვიტ­კი­ნე და ყა­ვარ­ჯნით დავ­დი­ვარ და ქუ­ჩა­ში მა­ჩე­რე­ბენ და მე­კი­თხე­ბი­ან - რა მჭირს... კონ­ცერ­ტის მე­ო­რე დღეს, მე და ჩემი ძმა­კა­ცე­ბი მან­ქა­ნით წა­ვე­დით, ბევ­რნი ვი­ყა­ვით. მე­გო­ბარ­მა შემ­თხვე­ვით მან­ქა­ნა ქუსლზე შე­მა­ყე­ნა. არა უშავს, გა­მივ­ლის, სულ ასე ხომ არ ვიქ­ნე­ბი. მთა­ვა­რი ხალ­ხის ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მელ­საც ჩემ მი­მართ იჩე­ნენ. მარ­თლა ძა­ლი­ან მი­ხა­რია ეს რე­აქ­ცი­ე­ბი. ბევ­რს მოვ­წონ­ვარ, ბევ­რსაც არა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტს მოვ­წონ­ვარ, ვი­ღა­ცებს თუ არ მოვ­წონ­ვარ, ესეც ვიცი, რა­ტომ და მეს­მის.

- რა­ტომ არ მოს­წონ­ხარ?

- ალ­ბათ პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­სი, მე სხვა­ნა­რად გა­ვი­გე და მათ - სხვა­ნა­ი­რად. "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი~ რომ ჰქვია, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სტა­ტი­კუ­რად უნდა იდგე და მღე­რო­დე, სიმ­ღე­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ხა­სი­ა­თიც მო­ი­ტა­ნო და კი­დევ, "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი~ სუფ­რულ სიმ­ღე­რებს, მხო­ლოდ ქა­ლა­ქურს არ ნიშ­ნავს. ქარ­თუ­ლი რე­პიც არის, რო­კიც არის... ბევ­რი და­დე­ბი­თად მა­ფა­სებს, შეც­დო­მე­ბი, რა­საც ვუშ­ვებ, გა­მოწ­ვე­უ­ლია ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით, რა­ღა­ცე­ბი ჩემი ბრა­ლიც არის და ამ ყვე­ლა­ფერს გა­მო­ვას­წო­რებ.

- ბე­ბი­ა­ზე ხში­რად სა­უბ­რობ, თუმ­ცა დე­და­ზეც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რე. თქვი, რომ ემიგ­რან­ტია. მოგ­ვი­ყე­ვი მას­ზე.

- ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო, რად­გა­ნაც ოჯახ­ში ასე­თი ეტა­პიც დად­გა. არ მე­გო­ნა, თუ დედა უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­დო­და, მაგ­რამ წა­ვი­და 6 თვით ადრე პრო­ექ­ტის და­წყე­ბამ­დე. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ეგ რომ მცოდ­ნო­და, არ წა­ვი­დო­დიო, მაგ­რამ სხვა გზა არ იყო. ახლა იქი­დან მგულ­შე­მატ­კივ­რობს. სულ ჩემ­თან არის. ჩემი მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ბე­ბია და დედა არი­ან. თუ რამე ვიცი, სიმ­ღე­რა­ში, ან სა­ერ­თოდ რა­მე­ში, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. გე­ნე­ტი­კუ­რად დე­დის­გან ბევ­რი რამ მომ­ყვე­ბა.

- ბევ­რი პრო­ფე­სია გაქვს, მუ­შა­ობ­დი მიმ­ტა­ნად, ფო­ტოგ­რა­ფად, მას­წავ­ლებ­ლად, გი­დად, პო­ლი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტად. რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქო­ნო­და, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. 7-10 ლარი რომ დამ­ჭირ­ვე­ბო­და, ბე­ბი­ა­ჩე­მის­თვის, დე­დის­თვის არ მე­თხო­ვა, ვერ გა­მო­ვარ­თმევ­დი. ჯერ ერთი, არ ჰქონ­დათ და მე­ო­რე - ფუ­ლის თხოვ­ნა არ "მე­ვა­სე­ბა~. შან­სი არ არის, ჯო­ბია, ფე­ხით წა­ვი­დე და ასეც ყო­ფი­ლა. ამ პრო­ფე­სი­ებ­ში არ ვარ დი­დად და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ გა­მოვ­ცა­დე ისი­ნი, ამას­თან, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა მომ­წონს.

- და ბოლო დროს ქარ­თულ სიმ­ღე­რას იხ­დენ...

- ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა იყო და არის კი­დეც ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი სა­გან­ძუ­რი. პო­ლო­ნეთ­შიც რომ ვი­ყა­ვი, ქარ­თულ სიმ­ღე­რას და კულ­ტუ­რას რეკლმას ვუ­წევ­დი, ბავ­შვებს ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რებს ვას­მე­ნი­ნებ­დი. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და დიდი სიწ­მინ­დეა ჩემ­თვის. ასე ად­ვი­ლი სუ­ლაც არ არის ქარ­თუ­ლი სამ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა. აქამ­დე ასე ხე­ლა­ღე­ბით არც ვე­ხე­ბო­დი მას და ბე­ბი­ა­ჩემს თუ ვუმ­ღე­რებ­დი, როცა გაბ­რაზ­დე­ბო­და, ხა­სი­ათ­ზე რომ მო­მეყ­ვა­ნა.

ამ პრო­ექ­ტში კი შან­სი მეძ­ლე­ვა, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი შე­ვას­რუ­ლო. თვი­თონ მუ­სი­კო­სი ვარ, ვწერ სხვა ჟანრ­ში და სხვა ენა­ზე და გი­ტა­რის თან­ხლე­ბით ვმღე­რი. ახლა ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა და სწავ­ლა მი­წევს. ბა­ტონ ზვი­ადს, ვო­კა­ლის პე­და­გო­გებს, ჟი­უ­რის წევ­რებს მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო. უდი­დე­სი სწავ­ლის პრო­ცე­სი მაქვს.

- გა­ი­მარ­ჯვებ?

- პირ­ვე­ლი­ვე კონ­ცერ­ტი­დან ბავ­შვებს ვე­უბ­ნე­ბი, აბა, კარ­გად იყა­ვით, შან­სი არ არის, შემ­დეგ ტურ­ზე გა­და­ვი­დე-მეთ­ქი... მაგ­რამ პრო­ექ­ტში ვრჩე­ბი. მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს. აქამ­დე მე­გო­ნა, 100 კაცს ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ზა­რე­ბი პან­ტა-პუნ­ტით შე­მო­დის. სა­ერ­თოდ, არ ვიც­ნობ ამ ხალ­ხს. გა­მარ­ჯვე­ბის სურ­ვი­ლი არ მაქვს. არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მთა­ვა­რია, კონ­ცერ­ტის დროს სცე­ნა­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღო და ასე­ვე მა­ყუ­რე­ბელ­მაც. იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი, გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ჩემი მთავარი გულშემატკივრები ბებია და დედა არიან..." - "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომელიც მაყურებელმა გამოჩენისთანავე შეიყვარა

"ჩემი მთავარი გულშემატკივრები ბებია და დედა არიან..." - "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომელიც მაყურებელმა გამოჩენისთანავე შეიყვარა

კონსტანტინე კარანაძე მეგაპროექტ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია, რომელიც მაყურებელმა შოუში პირველივე გამოჩენისთანავე შეიყვარა. სცენაზე მისი ყოველი გამოსვლის შემდეგ, გულგრილი ვერავინ რჩება. კონკურსში ბებიის თხოვნით მოვიდა. გამარჯვების იმედი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ მის ცხოვრებაში ახლა ინტენსიური სწავლის პერიოდია, რითაც დიდ სიამოვნებას იღებს.

"ეს პროექტი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა. კონკურსში პირველად ვცადე ბედი, აქამდე მსგავს რაღაცაში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგანაც შეჯიბრი, კონკურენცია და მსგავსი რაღაცები არ მიზიდავს - ამ თვალსაზრისით უამბიციო ვარ. არც მომღერლობაზე მაქვს პრეტენზია, ამიტომ არსად ვიღებდი მონაწილეობას. უბრალოდ, მინდა, რომ მუსიკოსი ვიყო და ეს არის, თუმცა მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, მირჩევდნენ, რომელიმე კონკურსზე გამოვსულიყავი. ახლა მონაწილეობა ბებიამ დამაძალა - თუ არ წახვალ, სახლში არ შემოგიშვებო, რომ არ გავსულიყავი, ამის გამკეთებელი იყო. უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა. როდესაც ჟიურისგან დადებითი შეფასება მივიღე და ათეულში მოვხვდი, შოკში ვიყავი. მიკვირდა და მიხაროდა ერთდროულად.

საერთოდ, არასდროს მყოლია მუსიკოსი მეგობარი, მომღერალი, ბავშვობიდან ისე ვიზრდებოდი, თვითონ, ჩემთვის მარტო ვაჩხაკუნებდი გიტარას. აქ კი ამდენი დადებითი და ნიჭიერი მუსიკოსი, ადამიანი გავიცანი. ათეულში ვინც მოვხდით, ამ ადამიანებითაც კმაყოფილი ვარ და მათთან ურთიერთობით ბედნიერი. ამ პროექტს ბევრი რაღაცის მოტანა შეუძლია და უკვე მოიტანა კიდეც.

- ინტერნეტში შენი რამდენიმე ძველი ვიდეო ვნახე იმ პერიოდის, როცა, როგორც აღნიშნე, შენთვის "რაღაცას აჩხაკუნებდი". როგორც ჩანს, ამ საქმით დიდი ხანია გატაცებული ხარ...

- ეგ ვიდეოები ძალიან ძველია და არ უნდა ნახოთ. თან, ჩემი ატვირთული არ არის. ჩემი ძმა იღებდა და ტვირთავდა, ვერც ვშლი. მათი ნახვა ახლა ძალიან სირცხვილია. თან, საკმაოდ პატარა ვარ მანდ და იმ პერიოდის არის, როცა გიტარაზე რაღაც სიმღერებს ვაწყობდი.

- რას იზამ, ისიც შენი "წინა ცხოვრების" ერთ-ერთი ეტაპია... რას გვეტყვი შენზე?

- უნივერსიტეტში მესამე კურსზე ვარ, მაგრამ ახლა აკადემიური ავიღე. მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ორი დიდი ფაკულტეტია გაერთიანებული და მე მუსიკის მიმართულებით ვარ. აკადემიური იმისთვის დამჭირდა, რომ ერთ-ერთ კონკურსში გავიმარჯვე და პოლონეთში საქართველოს რეპრეზენტატორად წავედი. წარმომადგენელი ვიყავი და პოლონელ ბავშვებს ინგლისურს და სხვადასხვა აქტოვობებსაც ვასწავლიდი. 4 თვე ვიყავი იქ. რომ ჩამოვედი, სწავლა აღარ გამიგრძელებია, რადგანაც სწავლის საფასურის გადახდის პროცესი ცოტა ჭირს. მოკლედ, რომ ჩამოვედი, მაშინვე კონკურსში მივიღე მონაწილეობა.

- ადრე ქუჩის მუსიკოსი იყავი და ალბათ, ვიღაცები იქედან გიცნობენ, ახლა ტელევიზიით, გრანდიოზულ შოუში გამოჩნდი, კონკურსანტი ხარ, მასშტაბები გაიზარდა. ამდენმა ადამიანმა გაგიცნო. რას გრძნობ?

- მინდა გითხრათ, რომ თავს ისევ ქუჩის მუსიკოსად ვგრძნობ. რაც შეეხება ემოციას, ხალხი მხვდება და კომპლიმენტებს მეუბნება. იმ დღეს ფეხი ვიტკინე და ყავარჯნით დავდივარ და ქუჩაში მაჩერებენ და მეკითხებიან - რა მჭირს... კონცერტის მეორე დღეს, მე და ჩემი ძმაკაცები მანქანით წავედით, ბევრნი ვიყავით. მეგობარმა შემთხვევით მანქანა ქუსლზე შემაყენა. არა უშავს, გამივლის, სულ ასე ხომ არ ვიქნები. მთავარი ხალხის ასეთი ყურადღება და სიყვარულია, რომელსაც ჩემ მიმართ იჩენენ. მართლა ძალიან მიხარია ეს რეაქციები. ბევრს მოვწონვარ, ბევრსაც არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტს მოვწონვარ, ვიღაცებს თუ არ მოვწონვარ, ესეც ვიცი, რატომ და მესმის.

- რატომ არ მოსწონხარ?

- ალბათ პროექტის შინაარსი, მე სხვანარად გავიგე და მათ - სხვანაირად. `მხოლოდ ქართული~ რომ ჰქვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტატიკურად უნდა იდგე და მღეროდე, სიმღერაში შეიძლება ხასიათიც მოიტანო და კიდევ, `მხოლოდ ქართული~ სუფრულ სიმღერებს, მხოლოდ ქალაქურს არ ნიშნავს. ქართული რეპიც არის, როკიც არის... ბევრი დადებითად მაფასებს, შეცდომები, რასაც ვუშვებ, გამოწვეულია ტექნიკური მიზეზებით, რაღაცები ჩემი ბრალიც არის და ამ ყველაფერს გამოვასწორებ.

- ბებიაზე ხშირად საუბრობ, თუმცა დედაზეც ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრე. თქვი, რომ ემიგრანტია. მოგვიყევი მასზე.

- ემიგრაციაში წავიდა ეკონომიკური კრიზისის გამო, რადგანაც ოჯახში ასეთი ეტაპიც დადგა. არ მეგონა, თუ დედა უცხოეთში სამუშაოდ წავიდოდა, მაგრამ წავიდა 6 თვით ადრე პროექტის დაწყებამდე. სულ მეუბნებოდა, ეგ რომ მცოდნოდა, არ წავიდოდიო, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ახლა იქიდან მგულშემატკივრობს. სულ ჩემთან არის. ჩემი მთავარი გულშემატკივრები ბებია და დედა არიან. თუ რამე ვიცი, სიმღერაში, ან საერთოდ რამეში, მისი დამსახურებაა. გენეტიკურად დედისგან ბევრი რამ მომყვება.

- ბევრი პროფესია გაქვს, მუშაობდი მიმტანად, ფოტოგრაფად, მასწავლებლად, გიდად, პოლირების სპეციალისტად. რატომ?

- იმიტომ, რომ მატერიალური შემოსავალი მქონოდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. 7-10 ლარი რომ დამჭირვებოდა, ბებიაჩემისთვის, დედისთვის არ მეთხოვა, ვერ გამოვართმევდი. ჯერ ერთი, არ ჰქონდათ და მეორე - ფულის თხოვნა არ `მევასება~. შანსი არ არის, ჯობია, ფეხით წავიდე და ასეც ყოფილა. ამ პროფესიებში არ ვარ დიდად დახელოვნებული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამოვცადე ისინი, ამასთან, ხალხთან ურთიერთობა მომწონს.

- და ბოლო დროს ქართულ სიმღერას იხდენ...

- ქართული სიმღერა იყო და არის კიდეც ჩემთვის ძალიან დიდი საგანძური. პოლონეთშიც რომ ვიყავი, ქართულ სიმღერას და კულტურას რეკლმას ვუწევდი, ბავშვებს ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებს ვასმენინებდი. ეს მნიშვნელოვანი და დიდი სიწმინდეა ჩემთვის. ასე ადვილი სულაც არ არის ქართული სამღერის შესრულება. აქამდე ასე ხელაღებით არც ვეხებოდი მას და ბებიაჩემს თუ ვუმღერებდი, როცა გაბრაზდებოდა, ხასიათზე რომ მომეყვანა.

ამ პროექტში კი შანსი მეძლევა, ქართული სიმღერები შევასრულო. თვითონ მუსიკოსი ვარ, ვწერ სხვა ჟანრში და სხვა ენაზე და გიტარის თანხლებით ვმღერი. ახლა ბევრი რამის გაკეთება და სწავლა მიწევს. ბატონ ზვიადს, ვოკალის პედაგოგებს, ჟიურის წევრებს მადლობა მინდა გადავუხადო. უდიდესი სწავლის პროცესი მაქვს.

- გაიმარჯვებ?

- პირველივე კონცერტიდან ბავშვებს ვეუბნები, აბა, კარგად იყავით, შანსი არ არის, შემდეგ ტურზე გადავიდე-მეთქი... მაგრამ პროექტში ვრჩები. მადლობას ვუხდი ჩემს გულშემატკივარს. აქამდე მეგონა, 100 კაცს ვიცნობდი, მაგრამ ზარები პანტა-პუნტით შემოდის. საერთოდ, არ ვიცნობ ამ ხალხს. გამარჯვების სურვილი არ მაქვს. არ მაინტერესებს, მთავარია, კონცერტის დროს სცენაზე სიამოვნება მივიღო და ასევე მაყურებელმაც. იყვნენ ბედნიერები. დანარჩენი, გულწრფელად ვამბობ, არაფერი მაინტერესებს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს