საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ღამის კლუბებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები
ვინ არიან ღამის კლუბებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები

AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და იმ პირ­თა ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც წუ­ხელ თბი­ლი­სის ღა­მის კლუ­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლია: 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ჟ., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.მ., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.მ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.დ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ჩ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ე. და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: კაფე "გა­ლე­რის" დაც­ვის წევ­რი ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი, ასე­ვე ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი, თორ­ნი­კე ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლი, ჯე­მალ ელი­ა­ვა, მი­ხე­ილ მი­ქა­ძე, გი­ორ­გი მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი, ქეთი მუ­რუ­სი­ძე და ბო­რის და­რახვე­ლი­ძე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად ახ­დენ­დნენ კლუ­ბებ­ში, მათ შო­რის, "ბა­სი­ან­სა" და "გა­ლე­რი­ში" ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბას.

"ვი­ნა­ი­დან ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის მრა­ვალ­ჯე­რად ფაქტს ად­გი­ლი ჰქონ­და კლუ­ბებ­ში, არ­სე­ბობ­და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­დათ აღ­ნიშ­ნულ კლუ­ბებ­თან. ნარ­კო­ტი­კე­ბის გამ­სა­ღებ­ლე­ბის მიერ აკ­რძა­ლუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის არე­ალს სწო­რედ კლუ­ბე­ბის ტე­რი­ტო­რია წარ­მო­ად­გენ­და. ერთ-ერთი გამ­სა­ღე­ბე­ლი კლუ­ბის დაც­ვის წევ­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის და­კა­ვე­ბა კლუბ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. პო­ლი­ცი­ამ, მისი პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ამო­ი­ღო"- გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

შსს-მ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბიც გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლებ­ზეც მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასა­ხუ­ლია ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტე­ბი თბი­ლი­სის ღა­მის კლუ­ბებ­ში. ვი­დე­ო­ში ჩანს სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის და თან­ხის გა­და­ცე­მის კად­რე­ბი "გა­ლე­რის", "ბა­სი­ა­ნის", "ხი­დის" და სხვა ღა­მის კლუ­ბე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ან კლუ­ბე­ბის სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ვინ არიან ღამის კლუბებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები

ვინ არიან ღამის კლუბებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა იმ პირთა ვინაობა, რომლებიც წუხელ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დააკავეს.

პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები არიან: კაფე "გალერის" დაცვის წევრი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ასევე ლაშა მამულაიშვილი, თორნიკე ჩუტკერაშვილი, ჯემალ ელიავა, მიხეილ მიქაძე, გიორგი მამუკელაშვილი, ქეთი მურუსიძე და ბორის დარახველიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.

"ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო"- განაცხადეს უწყებაში.

შსს-მ ვიდეოჩანაწერებიც გაავრცელა, რომლებზეც მათი ინფორმაციით, ასახულია ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტები თბილისის ღამის კლუბებში. ვიდეოში ჩანს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის და თანხის გადაცემის კადრები "გალერის", "ბასიანის", "ხიდის" და სხვა ღამის კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე, ან კლუბების საპირფარეშოებში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს