სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულ ნარკორეალიზატორებს შორის ერთ-ერთი 21 წლისაა - შსს-ს განცხადების დეტალები
დაკავებულ ნარკორეალიზატორებს შორის ერთ-ერთი 21 წლისაა - შსს-ს განცხადების დეტალები

ღა­მის კლუ­ბებ­ში - "გა­ლე­რი­სა" და "ბა­სი­ან­ზე" ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბულ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს შო­რის, ასა­კით ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი 21 წლი­საა. ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სულ და­კა­ვე­ბუ­ლია 8 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი, რო­მელ­თა მიერ კლუბ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის თი­თო­ე­ულ ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ას გა­აჩ­ნია მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი.

კერ­ძოდ, პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლია: 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ჟ., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.მ., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.მ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.დ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ჩ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ე. და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ღა­მის კლუ­ბებ­ში მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით შე­ვიდ­ნენ:

"მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით, 2018 წლის 12 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით, 01:00 სა­ათ­ზე, ანუ სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბა ხდე­ბო­და, „ბა­სი­ან­სა“ და „გა­ლე­რი­ში“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო.

ამას­თან, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­ზა­ნი იყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის უშუ­ა­ლოდ კლუ­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბა, იქ მყო­ფი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ახალ­გაზ­რდის კლუ­ბი­დან ინ­ცი­დენ­ტის გა­რე­შე გა­რი­დე­ბა და კლუ­ბებ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა, მოხ­და პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე, კლუ­ბებ­ში მყოფ პი­რებს პო­ლი­ცი­ის მიერ გა­ნე­მარ­ტათ, რომ თუ ისი­ნი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ა­ბა­რებ­დნენ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბოდ­ნენ. პო­ლი­ცი­ის მო­წო­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, პირ­თა გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა კლუბ­ში და­ტო­ვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც ამ­ჟა­მად და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, კლუბ­ში მყოფ სხვა პი­რებ­თან ერ­თად, პო­ლი­ცი­ის მიერ გაყ­ვა­ნილ იქ­ნენ კლუ­ბის შე­ნო­ბი­დან. არც ერთი მათ­გა­ნის მი­მართ პი­რა­დი გა­სინ­ჯვა ან ჩხრე­კა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. კლუ­ბის არც ერთი სტუ­მა­რი სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დაკავებულ ნარკორეალიზატორებს შორის ერთ-ერთი 21 წლისაა - შსს-ს განცხადების დეტალები

დაკავებულ ნარკორეალიზატორებს შორის ერთ-ერთი 21 წლისაა - შსს-ს განცხადების დეტალები

ღამის კლუბებში - "გალერისა" და "ბასიანზე" ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დაკავებულ ნარკორეალიზატორებს შორის, ასაკით ყველაზე უმცროსი 21 წლისაა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.

კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ღამის კლუბებში მოსამართლის განჩინებით შევიდნენ:

"მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით, 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ხდებოდა, „ბასიანსა“ და „გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო საგამოძიებო მოქმედებების უშუალოდ კლუბებში ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდის კლუბიდან ინციდენტის გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. კლუბის არც ერთი სტუმარი სისხლის სამართლის წესით დაკავებული არ არის" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს