პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეთრი ხმაურის" ინფორმაციით, სპეცოპერაციების შედეგად 60-მდე პირი დააკავეს
"თეთრი ხმაურის" ინფორმაციით, სპეცოპერაციების შედეგად 60-მდე პირი დააკავეს

წუ­ხელ თბი­ლი­სის ღა­მის კლუ­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად 60-მდე პირი არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მათი ნა­წი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „თეთ­რი ხმა­უ­რის“ მოძ­რა­ო­ბა „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი სას­ტი­კად გა­უს­წორ­და კლუ­ბებ­ში მყოფ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს.

„სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წუ­ხელ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბით შე­იჭ­რა და და­არ­ბია თბი­ლის­ში მოქ­მე­დი ღა­მის კლუ­ბე­ბი, სას­ტი­კად სცე­მა და გა­უს­წორ­და იქ მყოფ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს, ხელ­კე­ტე­ბით და­არ­ბია და და­ა­კა­ვა კლუ­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კლუ­ბე­ბი­სა და იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად შე­იკ­რიბ­ნენ. და­კა­ვე­ბუ­ლია 60-მდე პირი, მათი ნა­წი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მი­ზა­ნი ე.წ.ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის და­კა­ვე­ბა გახ­ლდათ, მაგ­რამ ეს ტყუ­ი­ლია! კარ­გად გვახ­სოვს, რომ ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას წინ უძღვო­და რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია საკ­ლუ­ბო სცე­ნი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. კამ­პა­ნი­ას სა­თა­ვე­ში ედგნენ ფა­შის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი პრო­რუ­სუ­ლი რეგ­რე­სუ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე წლე­ბია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ებ­რძვი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი კულ­ტუ­რის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას მო­ნა­პო­ვარს - თა­ვი­სუფ­ლე­ბის, თა­ნას­წო­რო­ბი­სა და სო­ლი­და­რო­ბის იდე­ებს. მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლი­ვი პრე­ვენ­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა საკ­ლუ­ბო სცე­ნის ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლეს. ყვე­ლას ბო­ლომ­დე გვჯე­რო­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეყო­ფო­და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა და ამ სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტის წი­ნა­შე არ დავ­დგე­ბო­დით.

ეჭვგა­რე­შეა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის ერ­თა­დერთ სფე­როს, რო­მელ­მაც არამ­ხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უჭი­რავს წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი მსოფ­ლიო სცე­ნა­ზე.

ამ სა­მარ­ცხვი­ნო ნა­ბი­ჯით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და ყვე­ლა იმ იდე­ა­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რომ­ლის გარ­შე­მოც შე­მო­ვიკ­რი­ბეთ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი თბი­ლი­სის კლუ­ბებ­ში. ეს კლუ­ბე­ბი კი ჩვენ­თვის არა უბ­რა­ლოდ გარ­თო­ბის, არა­მედ თა­ვი­სუ­ფა­ლი თვით­გა­მო­ხატ­ვის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ნა­თე­ლი კე­რაა!

ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, უკომ­პრო­მი­სოდ ვერ­თვე­ბით ღიად გა­მო­ცხა­დე­ბულ ომში ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბის - თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად!

შე­მოგ­ვი­ერ­თდით დღეს, 15:00 სა­ათ­ზე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ!“- ნათ­ქვა­მია „თეთ­რი ხმა­უ­რის“ მოძ­რა­ო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"თეთრი ხმაურის" ინფორმაციით, სპეცოპერაციების შედეგად 60-მდე პირი დააკავეს

"თეთრი ხმაურის" ინფორმაციით, სპეცოპერაციების შედეგად 60-მდე პირი დააკავეს

წუხელ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 60-მდე პირი არის დაკავებული, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, - ამის შესახებ ინფორმაციას „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმი სასტიკად გაუსწორდა კლუბებში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს.

„საქართველოს ხელისუფლება წუხელ სპეცდანიშნულების რაზმებით შეიჭრა და დაარბია თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, სასტიკად სცემა და გაუსწორდა იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელკეტებით დაარბია და დააკავა კლუბების მფლობელები და მოქალაქეები, რომლებიც კლუბებისა და იქ მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცავთა მიზანი ე.წ.ნარკორეალიზატორების დაკავება გახლდათ, მაგრამ ეს ტყუილია! კარგად გვახსოვს, რომ ამ სპეცოპერაციას წინ უძღვოდა რამდენიმეთვიანი ბინძური კამპანია საკლუბო სცენისა და დამოუკიდებელი მოძრაობების წინააღმდეგ. კამპანიას სათავეში ედგნენ ფაშისტური დაჯგუფებები, ანგაჟირებული პრორუსული რეგრესული ძალები, რომლებიც უკვე წლებია მიზანმიმართულად ებრძვიან დამოუკიდებელი საქართველოს ახალგაზრდული კულტურის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებს. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ერთობლივი პრევენციული განცხადება საკლუბო სცენის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. ყველას ბოლომდე გვჯეროდა, რომ ხელისუფლებას ეყოფოდა კეთილგონიერება და ამ სამარცხვინო ფაქტის წინაშე არ დავდგებოდით.

ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის ერთადერთ სფეროს, რომელმაც არამხოლოდ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, არამედ პირველ რიგში, სწორედ მისი სოციალური ღირებულებებიდან გამომდინარე უჭირავს წამყვანი ადგილი მსოფლიო სცენაზე.

ამ სამარცხვინო ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში. ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა!

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკომპრომისოდ ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების - თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად!

შემოგვიერთდით დღეს, 15:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ!“- ნათქვამია „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ