სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს

წუ­ხელ კლუბ „ბა­სი­ან­ში“ და კაფე „გა­ლე­რი­ში“ სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და, რის შე­დე­გა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გამ­სა­ღე­ბე­ლი 8 პირი.

სპე­ცო­პე­რა­ცია გა­აპ­რო­ტეს­ტეს რო­გორც კლუბ „ბა­სი­ან­ში“ და კაფე „გა­ლე­რი­ში“ მყოფ­მა პი­რებ­მა, ისე რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლებ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­კა­ვე­ბუ­ლია 20 პირი, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია.

ღა­მის კლუ­ბებ­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც. აი, რას წე­რენ ცნო­ბი­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დებ­ზე:

მი­რი­ან ჯე­ჯე­ლა­ვა, მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

"ჯო­ჯო­ხე­თი ღამე და დილა. რო­მე­ლი ერთი გა­ვაპ­რო­ტეს­ტო ეგეც არ ვიცი. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დარ­ბე­ვა­ზე, და­უნ­დო­ბელ ცე­მა­ზე!.. ეს არის ვან­და­ლიზ­მი, ტე­რო­რი მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლია გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში, რო­მელ­თა ნა­წი­ლის ბედი სა­ერ­თოდ არ ვი­ცით. მათ შო­რის ბა­სი­ა­ნის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზვი­ად გელ­ბა­ხი­ა­ნი. რო­გორ არ ვიცი, მაგ­რამ ოპ­ტი­მიზ­მი და ერ­თი­ა­ნო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ!!!"

მა­ი­კო ჩი­ტა­ია, ჟურ­ნა­ლის­ტი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი

ადრე ჩა­მე­ძი­ნა გუ­შინ სა­ღა­მოს. ქეთა გა­რეთ იყო ჯერ გა­და­ღე­ბა­ზე, მერე მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ელო­დე­ბა. 2 წელ­ში 18 წლის ხდე­ბა და კლუბ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა. უყ­ვარს ცეკ­ვა, მუ­სი­კა. პი­რო­ბას გაძ­ლევ სა­ხელ­მწო­ფო, რომ ჩემი ორი­ვე შვი­ლი, რო­მე­ლიც ვთვლი, რომ ღი­რე­ბუ­ლი ძა­ლაა ამ ქვეყ­ნის­თვის, ამ ქვე­ყა­ნა­ში არ აღ­ნიშ­ნავს სრულ­წლოვ­ნე­ბას. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ისე წა­ვიდ­ნენ აქე­დან, აღარ მო­უნ­დეთ დაბ­რუ­ნე­ბა სა­ნამ თქვენ, ტე­რო­რის მთეს­ვე­ლე­ბი ასეთ ღა­მე­ებს გვი­ძღვნით. ყვე­ლა ვი­დე­ოს ვაჩ­ვე­ნებ მათ და და­ვარ­წმუ­ნებ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლას­თვის სა­ში­შია ცხოვ­რე­ბა, გარ­და სქელ­ჯი­ბე­ე­ბი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლე­ბი­სა!

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი

17 მა­ისს პოგ­რო­მი მო­ა­წყვეს, ადა­მი­ა­ნებ­ზე მა­სობ­რი­ვად იძა­ლა­დეს, კა­ციშ­ვილს არ მო­ე­კი­თხა პა­სუ­ხი - ვი­ღაც "პი­და­რას­ტე­ბი" და­არ­ბი­ეს, ნუ რა ვქნათ.

აფგან მუხ­თარ­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტრი­დან გა­ი­ტა­ცეს - ვი­ღაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი კაცი, რას მო­დი­ო­და სა­ერ­თოდ აქ, ნუ რა ვქნათ.

ზვი­ად რა­ტი­ან­ზე იძა­ლა­დეს - მთვრა­ლი იყო, იგი­ნე­ბო­და (კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა საზ­მა­უს), ნუ რა ვქნათ.

დღეს კლუ­ბებ­ში სპეც­რაზ­მე­ლე­ბი შე­ვარ­დნენ და პო­ლი­ცია თბი­ლი­სის ცენ­ტრში აქ­ტი­ვის­ტებ­ზე ნა­დი­რობს - ვი­ღაც ქლა­ბე­რე­ბი არი­ან, ზოგი რა­ღა­ცე­ებს ყლა­პავს, ნუ რა ვქნათ.

ჰოდა ერთი ცნო­ბი­ლი ლექ­სია, პას­ტო­რის და­წე­რი­ლი. ჯერ რომ სო­ცი­ა­ლის­ტებს მო­ა­კი­თხა­ვენ, მერე პროფ­კავ­ში­რებს, მერე ებ­რა­ე­ლებს - ნუ რა ვქნათ. და ბო­ლოს ეს ლექ­სი რო­გორც მთავ­რდე­ბა, ესეც გე­ცო­დი­ნე­ბათ. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ამ­ბა­ვი მგო­ნია ეს. სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლა­დო­ბა - ვის­ზეც უნდა იყოს ის მი­მარ­თუ­ლი - ყვე­ლას გვე­ხე­ბა და შეგ­ვე­ხე­ბა.

გრი­გოლ გე­გე­ლია - ის­ტო­რი­კო­სი

ქვე­ყა­ნა, რომ­ლის ძა­ლოვ­ნე­ბიც კონ­ფლიქ­ტურ ზო­ნებ­ში არ­სად ჩა­ნან, აქა­ო­და რუ­სე­ბი არ გა­ჯავ­რდნე­ნო, რის გა­მოც ქარ­თველ ხალ­ხს პან­ტა­პუნ­ტით იტა­ცე­ბენ და ხო­ცა­ვენ, აი იგი­ვე ქვე­ყა­ნა ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად ფაქ­ტი­უ­რად მომცრო არ­მი­ას იყე­ნებს.

ასე­თი სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­კუ­რია! მას არა­ვინ შე­ხე­დავს სე­რი­ო­ზუ­ლად არ­სად და არას­დროს. ურ­თუ­ლეს რე­გი­ონ­ში, ომში მყო­ფი სა­ხელ­მწი­ფო 8 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორს თუ ვერ აკა­ვებს ამ ბუნ­დო­ვა­ნი ქა­ო­სის გა­რე­შე, მა­შინ დროა მთავ­რო­ბა გა­დად­გეს და მარ­თვა ჩა­ი­ბა­როს ხალ­ხმა, ვი­საც ამის ნიჭი აქვს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია:

1. "დაბ­რუნ­და" მე­სია; სამ­წუ­ხა­როდ, ვი­ღა­ცე­ებს კვლავ აქვთ გან­ცდა რომ ამით რა­ღაც ახა­ლი მოხ­და. ამი­ტომ, მა­ნაც ახლა ამ სი­ახ­ლის ერ­თგვა­რი გემო მის­ცა. სხვა რა უნდა ქნას? რაც 6 წლის მან­ძილ­ზე ვერ გა­კეთ­და, რაც არ იცის, რაც არ გა­მოს­დის, რა ხალ­ხიც ვერ მი­იმხრო, რაც ვერ გა­მო­უ­ვა... ახლა რო­გორ მო­ი­ფიქ­როს?

2. მკა­ფიო მე­სიჯს უგ­ზავ­ნი­ან კა­ლა­ძეს. გვახ­სოვს ივა­ნიშ­ვი­ლის მის­ვლა მუ­ნი­ცი­პა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ზე. გვახ­სოვს მის მიერ კო­მენ­ტა­რის არ-გა­კე­თე­ბა და უჟ­მუ­რი სა­ხით გავ­ლა. გვსმე­ნია ოც­ნე­ბის შიგ­ნით არ­სე­ბულ და­ყო­ფა­ზე. კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ "ბა­სი­ა­ნი" მისი მე­გობ­რის და მომ­ხრის ბიზ­ნე­სია.

3. შიდა პარ­ტი­ულ და­პი­რის­პი­რე­ბას, ძა­ლა­უფ­ლე­ბით ტრა­ბახს ამ­წამს ეწი­რე­ბა ქვეყ­ნის იმი­ჯი, სტა­ბი­ლუ­რო­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ან­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა (და ეგებ ჯან­მრთე­ლო­ბა)

ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს უმ­კაც­რე­სად უნდა ეს­ხმო­დეს თავს სა­ხელ­მწი­ფო. მე ათ­ჯერ უფრო მკაც­რი ვიქ­ნე­ბო­დი (ოღონდ არა აი ასე კო­მი­კუ­რი შო­უ­ე­ბის სა­ხით, რაც არა­ფერს შეც­ვლის). ასე­თი მთავ­რო­ბა ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა.

ნაჯა ორაშ­ვი­ლი - "ბა­სი­ა­ნის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

ჯერ სად ხართ, თქვე­ნი­ვე შე­მოყ­რი­ლი სა­წამ­ლა­ვი უკან მო­გიბ­რუნ­დე­ბათ. ეხლა მა­ინც უნდა იყოს გა­სა­გე­ბი ვინ დგას ქა­ლაქ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი სიკ­ვდი­ლის უკან. პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი ვინც შსს აც­ნო­ბა ამ ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ და 1 თვის შემ­დეგ რო­გორ მობ­რუნ­და, კი ხე­დავთ. ეს გინ­დო­დათ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ომი, რა­საც არ და­გით­მობთ! ჩემი თბი­ლი­სი, მოკ­ლეს, აღა­რაა სი­ცო­ცხლით სავ­სე, აღარც "ცხოვ­რე­ბაა მშვე­ნი­ე­რი".

მა­ნა­ნა ვარ­დი­აშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი

ეჭ­ვიც აღარ მე­პა­რე­ბა, რომ ეს ნა­გა­ვი ნარ­კო­ტი­კი სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­მო­აგ­დო, გათ­ვა­ლა, რომ მსხვერ­პლი იქ­ნე­ბო­და, რაც მის­თვის სა­ჭი­რო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და და ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე უარ­საც გა­ა­მარ­თლებ­და. ბა­სი­ან­ში შე­ვარ­დნით და ახა­ლი "7 ნო­ემ­ბრის" დად­გმით ებ­რძვი­ან ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს?

ბექა ჭანკვე­ტა­ძე - ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ქლა­ბე­რი

ჩა­კე­ტილ ბნელ სივ­რცე­ში ვცეკ­ვავთ 2 000 ადა­მი­ა­ნი ერ­თად, ერ­თმა­ნეთ­საც კი არ ვე­ხე­ბით, არც ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, უბ­რა­ლოდ გვიყ­ვარს და ვცეკ­ვავთ, მერე სახ­ლში მივ­დი­ვართ ძა­ლი­ან ჩუ­მად, ჩვენს ოთახ­შიც კი ფრთხი­ლად შევ­დი­ვართ რო სახ­ლში არა­ვინ შე­ვა­წუ­ხოთ. გთხოვთ, იცეკ­ვეთ ჩვენ­თან ერ­თად, ან ნუ გვირ­ტყამთ

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი - ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის დას­ჯა ძა­ლი­ან მა­გა­რი ამ­ბა­ვია! აუ­ცი­ლე­ბე­ლია! მაგ­რამ გუ­შინ­დე­ლი ბარ­თლო­მეს ღამე, უბ­რა­ლოდ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი დას­ჯა იყო და ეს უნდა გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ.

ეკა გი­გა­უ­რი - "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი

"ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს უმ­კაც­რე­სად უნდა ებ­რძო­ლო, მაგ­რამ ამ ბრძო­ლა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არ უნდა და­არ­ღვიო"

და­ვით კი­კა­ლიშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი

"კლუ­ბი ბა­სი­ა­ნი ბოლო წლე­ბია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლია თბი­ლის­ში სა­დაც ელექტრო­ნულ მუ­სი­კას უკ­რა­ვენ. უცხო­ურ მე­დი­ა­შიც კი წა­მი­კი­თხავს მის შე­სა­ხებ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს ძალ­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია. უკვე დიდი ხა­ნია ვაკ­ვირ­დე­ბი რო­გორ ცდი­ლო­ბენ მა­ვან­ნი მის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. ვინ არ მი­უგ­ზავ­ნეს: ფსევ­დო ჯი­ბის პატ­რი­ო­ტე­ბი, მო­რა­ლი­სა თუ რე­ლი­გი­ის დამ­ცვე­ლე­ბი, რათა ბიზ­ნე­სი აა­ხი­ონ. ყო­ფი­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი ელი­ტის ნა­ში­ე­რებს თა­ვად ხომ არაფ­რის შექ­მნა არ შე­უძ­ლი­ათ, მათ მხო­ლოდ სხვა­ზე პა­რა­ზი­ტო­ბა ეხერ­ხე­ბათ. მათი დროც დად­გა.

აი შე­დე­გიც! მარ­ტი­ვია და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ტრა­გე­დია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო, ერთი ორი ნა­სედ­კა ავად­მყო­ფი და და­შან­ტა­ჟე­ბუ­ლი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი შე­უგ­ზავ­ნე და პო­ლი­ცი­ის მაშ­ტა­ბუ­რი და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი რე­ი­დით და­ა­კა­ვე. ყო­ველ­მხრივ მო­გე­ბუ­ლი ხარ! სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში გმი­რი, ბიზ­ნე­სიც ით­რიე! მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ნარ­კო­ტი­კის, ყა­ჩა­ღო­ბის, საძ­მო­ე­ბის და კო­რუფ­ცი­ის დრო ახლა იწყე­ბა. P.S. ღმერ­თმა ქნას არ ვიყო მარ­თა­ლი და ზე­მოთ და­წე­რი­ლი სი­სუ­ლე­ლე აღ­მოჩ­ნდეს.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე - ფსი­ქო­ლო­გი

რა­ნა­ი­რი ღამე ყო­ფი­ლა გუ­შინ? გახ­სოვთ თბი­ლი­სი კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, როცა ქალი კა­ფე­ში ვერ შე­ვი­დო­და, რად­გან კაფე არც არ­სე­ბობ­და, იყო მხო­ლოდ რუს­თა­ველ­ზე ერთი საღ­ვე­ზე­ლე და ლა­ღი­ძის ხა­ჭა­პუ­რი, სა­დაც ბავ­შვი და ქალი შე­ვი­დოდ­ნენ. გახ­სოვთ 90-იანი წლე­ბის თბი­ლი­სი, როცა აღარც ეს იყო და აღარც არა­ფე­რი. გი­სო­სებ­ში ჩას­ვა ხალ­ხმა სა­კუ­თა­რი თავი, ერ­თმა­ნე­თის­გან და­სა­ცა­ვად, სახ­ლის ფან­ჯა­რა თუ კან­ტი­კუნ­ტად არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ზია, მთე­ლი ქა­ლა­ქი რკი­ნის ფარ­და-ჟა­ლუ­ზით იკე­ტე­ბო­და, სული გე­ხუ­თე­ბო­და ამ სა­შიშ, ვო­ლი­ე­რე­ბად ქცე­ულ ქა­ლაქ­ში, სას­ტუმ­რო არ იყო, სა­დაც სტუ­მა­რი ღა­მეს გა­ა­თევ­და, ად­გი­ლი არ იყო, სა­დაც ყა­ვას და­ლევ­დი...

ხე­დავთ დღე­ვან­დელ თბი­ლისს, რო­გო­რია? ყვე­ლა ტი­პის ადა­მი­ა­ნის­თვის გაჩ­ნდა თავ­შეყ­რის ად­გი­ლი, არის დღის კა­ფე­ე­ბი, სა­დაც გახ­სნის­თა­ნა­ვე მო­წე­ვა აკ­რძა­ლუ­ლი იყო, ამა წლის 1 მა­ი­სი­დან არ და­უ­წყი­ათ, ბავ­შვსაც შე­იყ­ვან, მარ­ტოც შეხ­ვალ, წიგნს წა­ი­ღებ და წა­ი­კი­თხავ, ისე­თი სი­წყნა­რე და კომ­ფორ­ტია, სახ­ლში თუ პი­რო­ბე­ბი არ გაქვს, კა­ფე­ში იმე­ცა­დი­ნებ. გაჩ­ნდა ყვე­ლა ბავ­შვის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლე­ბი, ნა­ირ­ნა­ი­რი, სხვა ქვეყ­ნე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო გაჩ­ნდა რეს­ტორ­ნებ­ში, შან­სი გაგ­ვიჩ­ნდა უცხო კულ­ტუ­რის გე­მო­ე­ბი გავ­სინ­ჯოთ, გა­ვეც­ნოთ რას ჭა­მენ ია­პო­ნე­ლე­ბი, ჩი­ნე­ლე­ბი, რო­გორ იკ­ვე­ბე­ბი­ან ფრან­გე­ბი.. გაჩ­ნდა მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის რეს­ტორ­ნე­ბი.. სულ მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ამ თბი­ლი­სუ­რი რეს­ტორ­ნე­ბის, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ად­გი­ლე­ბის გამ­ჩენ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ასეთ კულ­ტუ­რულ ატ­მოს­ფე­როს ქმნის. გაჩ­ნდა კლუ­ბე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ცეკ­ვის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ და გან­ვი­თარ­და დი­ჯე­ის პრო­ფე­სია, ქარ­თვე­ლი დი­ჯე­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო­ე­ბად ით­ვლე­ბი­ან უკვე ევ­რო­პა­შიც კი. ეს კლუ­ბე­ბი უამ­რავ ახალ­გაზ­რდა ტუ­რისტს იზი­დავს..

დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს გუ­შინ­დე­ლი წი­ო­კი უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის მიერ არა­ორ­დი­ნა­რულ თავ­გა­და­სავ­ლად იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი და არა საფრ­თხედ და უსი­ა­მოვ­ნე­ბად, რო­მე­ლიც მათ გა­ნი­ზი­დავს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­გან. ნარ­კო­ტი­კის გამ­სა­ღებ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო უნდა ებ­რძო­დეს, მაგ­რამ არა ასე­თი ფორ­მით, არა კლუ­ბე­ბის კულ­ტუ­რის მოს­პო­ბით. ასე პრობ­ლე­მა ვერ გაქ­რე­ბა, მაგ­რამ პრობ­ლე­მა გაჩ­ნდე­ბა, ქა­ლაქს და­აკ­ლდე­ბა ერ­თერ­თი კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც მას ქა­ლა­ქის სა­ხეს აძ­ლევს. არას­დროს, ბავ­შვო­ბა­შიც არ მიყ­ვარ­და ხმა­უ­რი­ა­ნი მუ­სი­კა და ღა­მის­თე­ნე­ბა, სულ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მიძ­ლია ასე­თი ხმა­უ­რის­თვის, ისიც ჩემი ხმა­უ­რის­მოყ­ვა­რე ახ­ლობ­ლე­ბის ხათ­რით და კამ­პა­ნი­ო­ნად, მაგ­რამ არას­დროს მქო­ნია უც­ნა­უ­რი ინ­სტინ­ქტი, რაც მე მიყ­ვარს, მხო­ლოდ ის არ­სე­ბობ­დეს, ან რაც არ მიყ­ვარს არ არ­სე­ბობ­დეს.

მთა­ვა­რი, რაც უნდა ვის­წავ­ლოთ, არის ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა. ად­გი­ლე­ბი, სა­დაც კარგ მუ­სი­კას უკ­რა­ვენ, ქა­ლაქ­ში უნდა იყოს, ნუ მო­ახ­დენთ კლუ­ბე­ბის დე­მო­ნი­ზე­ბას, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი ბევ­რად ფარ­თო ას­პა­რეზ­ზე და ბევ­რად მას­შტა­ბუ­რა­დაა საბ­რძოლ­ვე­ლი. სი­ყალ­ბეა, ექ­სკლუ­ზი­უ­რად კლუ­ბებს მი­ე­წე­როს ამ პრობ­ლე­მის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ასე­თი აფეთ­ქე­ბა და ილუ­ზია შე­იქ­მნას, რომ ამ კლუ­ბე­ბის დარ­ბე­ვის გზით მოგ­ვარ­დე­ბა პრობ­ლე­მა.

მთა­ვა­რი ფოტო: ნაჯა ორაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს

წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

სპეცოპერაცია გააპროტესტეს როგორც კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ოფიციალურად დაკავებულია 20 პირი, არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

ღამის კლუბებში სპეცოპერაციების ჩატარებას ეხმაურებიან სოციალურ ქსელებშიც. აი, რას წერენ ცნობილი ინტერნეტმომხმარებლები "ფეისბუქის" პირად გვერდებზე:

მირიან ჯეჯელავა, მსახიობი, ტელეწამყვანი

"ჯოჯოხეთი ღამე და დილა. რომელი ერთი გავაპროტესტო ეგეც არ ვიცი. აღარაფერს ვამბობ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაზე, დაუნდობელ ცემაზე!.. ეს არის ვანდალიზმი, ტერორი მშვიდობიან მოქალაქეებზე. უამრავი ადამიანი გადაყვანილია განყოფილებებში, რომელთა ნაწილის ბედი საერთოდ არ ვიცით. მათ შორის ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი. როგორ არ ვიცი, მაგრამ ოპტიმიზმი და ერთიანობა შევინარჩუნოთ!!!"

მაიკო ჩიტაია, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი

ადრე ჩამეძინა გუშინ საღამოს. ქეთა გარეთ იყო ჯერ გადაღებაზე, მერე მეგობრებთან ერთად. ელოდება. 2 წელში 18 წლის ხდება და კლუბში შესვლის უფლება ექნება. უყვარს ცეკვა, მუსიკა. პირობას გაძლევ სახელმწოფო, რომ ჩემი ორივე შვილი, რომელიც ვთვლი, რომ ღირებული ძალაა ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში არ აღნიშნავს სრულწლოვნებას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისე წავიდნენ აქედან, აღარ მოუნდეთ დაბრუნება სანამ თქვენ, ტერორის მთესველები ასეთ ღამეებს გვიძღვნით. ყველა ვიდეოს ვაჩვენებ მათ და დავარწმუნებ, რომ ამ ქვეყანაში ყველასთვის საშიშია ცხოვრება, გარდა სქელჯიბეებიანი კრიმინალებისა!

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი

17 მაისს პოგრომი მოაწყვეს, ადამიანებზე მასობრივად იძალადეს, კაციშვილს არ მოეკითხა პასუხი - ვიღაც "პიდარასტები" დაარბიეს, ნუ რა ვქნათ.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს - ვიღაც აზერბაიჯანელი კაცი, რას მოდიოდა საერთოდ აქ, ნუ რა ვქნათ.

ზვიად რატიანზე იძალადეს - მთვრალი იყო, იგინებოდა (კიდევ ერთხელ მადლობა საზმაუს), ნუ რა ვქნათ.

დღეს კლუბებში სპეცრაზმელები შევარდნენ და პოლიცია თბილისის ცენტრში აქტივისტებზე ნადირობს - ვიღაც ქლაბერები არიან, ზოგი რაღაცეებს ყლაპავს, ნუ რა ვქნათ.

ჰოდა ერთი ცნობილი ლექსია, პასტორის დაწერილი. ჯერ რომ სოციალისტებს მოაკითხავენ, მერე პროფკავშირებს, მერე ებრაელებს - ნუ რა ვქნათ. და ბოლოს ეს ლექსი როგორც მთავრდება, ესეც გეცოდინებათ. გასათვალისწინებელი ამბავი მგონია ეს. სახელმწიფოს ძალადობა - ვისზეც უნდა იყოს ის მიმართული - ყველას გვეხება და შეგვეხება.

გრიგოლ გეგელია - ისტორიკოსი

ქვეყანა, რომლის ძალოვნებიც კონფლიქტურ ზონებში არსად ჩანან, აქაოდა რუსები არ გაჯავრდნენო, რის გამოც ქართველ ხალხს პანტაპუნტით იტაცებენ და ხოცავენ, აი იგივე ქვეყანა ნარკორეალიზატორების დასაკავებლად ფაქტიურად მომცრო არმიას იყენებს.

ასეთი სახელმწიფო კომიკურია! მას არავინ შეხედავს სერიოზულად არსად და არასდროს. ურთულეს რეგიონში, ომში მყოფი სახელმწიფო 8 ნარკორეალიზატორს თუ ვერ აკავებს ამ ბუნდოვანი ქაოსის გარეშე, მაშინ დროა მთავრობა გადადგეს და მართვა ჩაიბაროს ხალხმა, ვისაც ამის ნიჭი აქვს.

სინამდვილეში კი ყველაფერი ცხადია:

1. "დაბრუნდა" მესია; სამწუხაროდ, ვიღაცეებს კვლავ აქვთ განცდა რომ ამით რაღაც ახალი მოხდა. ამიტომ, მანაც ახლა ამ სიახლის ერთგვარი გემო მისცა. სხვა რა უნდა ქნას? რაც 6 წლის მანძილზე ვერ გაკეთდა, რაც არ იცის, რაც არ გამოსდის, რა ხალხიც ვერ მიიმხრო, რაც ვერ გამოუვა... ახლა როგორ მოიფიქროს?

2. მკაფიო მესიჯს უგზავნიან კალაძეს. გვახსოვს ივანიშვილის მისვლა მუნიციპალურ არჩევნებზე. გვახსოვს მის მიერ კომენტარის არ-გაკეთება და უჟმური სახით გავლა. გვსმენია ოცნების შიგნით არსებულ დაყოფაზე. კარგად არის ცნობილი, რომ "ბასიანი" მისი მეგობრის და მომხრის ბიზნესია.

3. შიდა პარტიულ დაპირისპირებას, ძალაუფლებით ტრაბახს ამწამს ეწირება ქვეყნის იმიჯი, სტაბილურობა დედაქალაქში, უდანაშაულო ადამიანთა თავისუფლება (და ეგებ ჯანმრთელობა)

ნარკორეალიზატორებს უმკაცრესად უნდა ესხმოდეს თავს სახელმწიფო. მე ათჯერ უფრო მკაცრი ვიქნებოდი (ოღონდ არა აი ასე კომიკური შოუების სახით, რაც არაფერს შეცვლის). ასეთი მთავრობა ქვეყანას არ სჭირდება.

ნაჯა ორაშვილი - "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი

ჯერ სად ხართ, თქვენივე შემოყრილი საწამლავი უკან მოგიბრუნდებათ. ეხლა მაინც უნდა იყოს გასაგები ვინ დგას ქალაქში გამოჩენილი სიკვდილის უკან. პირველი ვიყავი ვინც შსს აცნობა ამ ნივთიერების გამოჩენის შესახებ და 1 თვის შემდეგ როგორ მობრუნდა, კი ხედავთ. ეს გინდოდათ, თავისუფლების წინააღმდეგ ომი, რასაც არ დაგითმობთ! ჩემი თბილისი, მოკლეს, აღარაა სიცოცხლით სავსე, აღარც "ცხოვრებაა მშვენიერი".

მანანა ვარდიაშვილი - ჟურნალისტი

ეჭვიც აღარ მეპარება, რომ ეს ნაგავი ნარკოტიკი სწორედ ხელისუფლებამ შემოაგდო, გათვალა, რომ მსხვერპლი იქნებოდა, რაც მისთვის საჭირო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში დაეხმარებოდა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე უარსაც გაამართლებდა. ბასიანში შევარდნით და ახალი "7 ნოემბრის" დადგმით ებრძვიან ნარკორეალიზატორებს?

ბექა ჭანკვეტაძე - ინტერნეტმომხმარებელი, ქლაბერი

ჩაკეტილ ბნელ სივრცეში ვცეკვავთ 2 000 ადამიანი ერთად, ერთმანეთსაც კი არ ვეხებით, არც ველაპარაკებით, უბრალოდ გვიყვარს და ვცეკვავთ, მერე სახლში მივდივართ ძალიან ჩუმად, ჩვენს ოთახშიც კი ფრთხილად შევდივართ რო სახლში არავინ შევაწუხოთ. გთხოვთ, იცეკვეთ ჩვენთან ერთად, ან ნუ გვირტყამთ

ნანუკა ჟორჟოლიანი - ტელეწამყვანი

ნარკოტიკების რეალიზატორების დასჯა ძალიან მაგარი ამბავია! აუცილებელია! მაგრამ გუშინდელი ბართლომეს ღამე, უბრალოდ საჩვენებელი დასჯა იყო და ეს უნდა გავაპროტესტოთ.

ეკა გიგაური - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი

"ნარკორეალიზატორებს უმკაცრესად უნდა ებრძოლო, მაგრამ ამ ბრძოლაში მოქალაქეების უფლებები არ უნდა დაარღვიო"

დავით კიკალიშვილი - ჟურნალისტი

"კლუბი ბასიანი ბოლო წლებია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია თბილისში სადაც ელექტრონულ მუსიკას უკრავენ. უცხოურ მედიაშიც კი წამიკითხავს მის შესახებ. აქედან გამომდინარე ეს ძალზე მომგებიანი ბიზნესია. უკვე დიდი ხანია ვაკვირდები როგორ ცდილობენ მავანნი მის ხელში ჩაგდებას. ვინ არ მიუგზავნეს: ფსევდო ჯიბის პატრიოტები, მორალისა თუ რელიგიის დამცველები, რათა ბიზნესი აახიონ. ყოფილი კომუნისტური ელიტის ნაშიერებს თავად ხომ არაფრის შექმნა არ შეუძლიათ, მათ მხოლოდ სხვაზე პარაზიტობა ეხერხებათ. მათი დროც დადგა.

აი შედეგიც! მარტივია დაღუპული ახალგაზრდების ტრაგედია და საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიყენო, ერთი ორი ნასედკა ავადმყოფი და დაშანტაჟებული ნარკოდამოკიდებული შეუგზავნე და პოლიციის მაშტაბური და სანახაობრივი რეიდით დააკავე. ყოველმხრივ მოგებული ხარ! საზოგადოების თვალში გმირი, ბიზნესიც ითრიე! მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ნარკოტიკის, ყაჩაღობის, საძმოების და კორუფციის დრო ახლა იწყება. P.S. ღმერთმა ქნას არ ვიყო მართალი და ზემოთ დაწერილი სისულელე აღმოჩნდეს.

ნათია ფანჯიკიძე - ფსიქოლოგი

რანაირი ღამე ყოფილა გუშინ? გახსოვთ თბილისი კომუნისტების დროს, როცა ქალი კაფეში ვერ შევიდოდა, რადგან კაფე არც არსებობდა, იყო მხოლოდ რუსთაველზე ერთი საღვეზელე და ლაღიძის ხაჭაპური, სადაც ბავშვი და ქალი შევიდოდნენ. გახსოვთ 90-იანი წლების თბილისი, როცა აღარც ეს იყო და აღარც არაფერი. გისოსებში ჩასვა ხალხმა საკუთარი თავი, ერთმანეთისგან დასაცავად, სახლის ფანჯარა თუ კანტიკუნტად არსებული მაღაზია, მთელი ქალაქი რკინის ფარდა-ჟალუზით იკეტებოდა, სული გეხუთებოდა ამ საშიშ, ვოლიერებად ქცეულ ქალაქში, სასტუმრო არ იყო, სადაც სტუმარი ღამეს გაათევდა, ადგილი არ იყო, სადაც ყავას დალევდი...

ხედავთ დღევანდელ თბილისს, როგორია? ყველა ტიპის ადამიანისთვის გაჩნდა თავშეყრის ადგილი, არის დღის კაფეები, სადაც გახსნისთანავე მოწევა აკრძალული იყო, ამა წლის 1 მაისიდან არ დაუწყიათ, ბავშვსაც შეიყვან, მარტოც შეხვალ, წიგნს წაიღებ და წაიკითხავ, ისეთი სიწყნარე და კომფორტია, სახლში თუ პირობები არ გაქვს, კაფეში იმეცადინებ. გაჩნდა ყველა ბავშვის საყვარელი ადგილები, ნაირნაირი, სხვა ქვეყნების სამზარეულო გაჩნდა რესტორნებში, შანსი გაგვიჩნდა უცხო კულტურის გემოები გავსინჯოთ, გავეცნოთ რას ჭამენ იაპონელები, ჩინელები, როგორ იკვებებიან ფრანგები.. გაჩნდა მაღალი კულტურის მქონე ქართული კერძების რესტორნები.. სულ მინდა მადლობა ვუთხრა ამ თბილისური რესტორნების, უმშვენიერესი ადგილების გამჩენ ნიჭიერ ადამიანებს, ვინც ასეთ კულტურულ ატმოსფეროს ქმნის. გაჩნდა კლუბები, სადაც ადამიანებს ცეკვის, განსხვავებული მუსიკის მოსმენის საშუალება აქვთ და განვითარდა დიჯეის პროფესია, ქართველი დიჯეები საუკეთესოებად ითვლებიან უკვე ევროპაშიც კი. ეს კლუბები უამრავ ახალგაზრდა ტურისტს იზიდავს..

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუშინდელი წიოკი უცხოელი სტუმრების მიერ არაორდინარულ თავგადასავლად იქნება აღქმული და არა საფრთხედ და უსიამოვნებად, რომელიც მათ განიზიდავს ჩვენი ქალაქისგან. ნარკოტიკის გამსაღებლებს სახელმწიფო უნდა ებრძოდეს, მაგრამ არა ასეთი ფორმით, არა კლუბების კულტურის მოსპობით. ასე პრობლემა ვერ გაქრება, მაგრამ პრობლემა გაჩნდება, ქალაქს დააკლდება ერთერთი კომპონენტი, რომელიც მას ქალაქის სახეს აძლევს. არასდროს, ბავშვობაშიც არ მიყვარდა ხმაურიანი მუსიკა და ღამისთენება, სულ რამდენჯერმე გამიძლია ასეთი ხმაურისთვის, ისიც ჩემი ხმაურისმოყვარე ახლობლების ხათრით და კამპანიონად, მაგრამ არასდროს მქონია უცნაური ინსტინქტი, რაც მე მიყვარს, მხოლოდ ის არსებობდეს, ან რაც არ მიყვარს არ არსებობდეს.

მთავარი, რაც უნდა ვისწავლოთ, არის ნებისმიერი ადამიანის კანონიერი ინტერესების პატივისცემა. ადგილები, სადაც კარგ მუსიკას უკრავენ, ქალაქში უნდა იყოს, ნუ მოახდენთ კლუბების დემონიზებას, ნარკოდანაშაული ბევრად ფართო ასპარეზზე და ბევრად მასშტაბურადაა საბრძოლველი. სიყალბეა, ექსკლუზიურად კლუბებს მიეწეროს ამ პრობლემის ბოლოდროინდელი ასეთი აფეთქება და ილუზია შეიქმნას, რომ ამ კლუბების დარბევის გზით მოგვარდება პრობლემა.

მთავარი ფოტო: ნაჯა ორაშვილი

დიანა ტრაპაიძემ "ტვ პირველი" დატოვა - "ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული..."

"სანამ არ მიპოვა და ბავშვი არ ჩამაბარა, ხელი არ გაუშვა" - რას წერს გახარიაზე იმ პატარა გოგონას დედა, რომელიც პრმიერს ჩაეხუტა

"არ ჰქონდა არანაირი დაავადება, 2 თვე იბრძოდა, ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი" - რას წერს Covid 19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის ახლობელი