მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა კალაძის ნომერი არ მაქვს, ვისთანაც შეიძლებოდა დარეკილი მაქვს" - სერგი გვარჯალაძე აქციაზე მივიდა
"კახა კალაძის ნომერი არ მაქვს, ვისთანაც შეიძლებოდა დარეკილი მაქვს" - სერგი გვარჯალაძე აქციაზე მივიდა

„ღა­მის თბი­ლი­სის ეკო­ნო­მი­კის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ღა­მის კლუ­ბებ­ში დღეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი არის ძა­ლი­ან ცუდი ფორ­მა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია.

„ძა­ლი­ან ცუ­დად წარ­მო­ა­ჩენს ჩვენს ქვე­ყა­ნას. ასე­თი სი­ტუ­ა­ცია არა­ვის­თვის არის მომ­გე­ბი­ა­ნი, მე­ტიც, და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის­თვის. ეს არის ის სფე­რო, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნამ ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. დარ­წუ­ნე­ბუ­ლი ვარ აქ მყოფ­თა­გან 90 პრო­ცენტზე მეტი ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხრე არ არის და ასე­თი მო­პყრო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან წამ­გე­ბი­ა­ნი პო­ზი­ცია. მაქ­სი­მა­ლი­უ­რად უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ მო­ვე­რი­დოთ პრო­ვო­კა­ცი­ას. არ მეს­მის რა­ტომ ჩა­ვა­ყე­ნეთ ის ახალ­გაზ­რდე­ბი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ­ლე­ბიც სა­ცეკ­ვა­ოდ იყ­ვნენ მი­სულ­ნი ან პო­ლი­ცია რა­ტომ ჩა­ვა­ყე­ნეთ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძემ კაფე „გა­ლე­რის­თან“, სა­დაც ვი­თა­რე­ბის გა­საც­ნო­ბად მი­ვი­და.

ად­გილ­ზე ყოფ­ნის მო­მენ­ტში მას "გირ­ჩის" ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ სთხო­ვა, ვინ­მე "ზემ­დგო­მის­თვის და­ე­რე­კა, რათა აეხ­სნათ, სად არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი", რა­ზეც გვარ­ჯა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა:

"ვის­თა­ნაც და­სა­რე­კი იყო და­რე­კი­ლი მაქვს. კახა კა­ლა­ძის ნო­მე­რი არ მაქვს, მაგ­რამ ვის­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბო­და ამ კი­თხვის დას­მა, ყვე­ლას­თან დავ­სვი..." - აღ­ნიშ­ნა გვარ­ჯა­ლა­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ
03:02 / 12-05-2018

"დაკავებულები არიან ბასიანის დამფუძნებლები... ასევე უამრავი მოცეკვავე" - ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქზე" ახალ ინფორმაციას ავრცელებს

03:18 / 12-05-2018

მამუკა ჭელიძის კომენტარი "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ

03:55 / 12-05-2018

სამართალდამცველებმმა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი დააკავეს

05:53 / 12-05-2018

"მათი განმარტებით, ჰქონდათ ვიდეომასალები, რომ კლუბის ტერიტორიაზე საღდებოდა ნარკოტიკი" - რა ინფორმაცია მიაწოდა ომბუდსმენს შს მინისტრის მოადგილემ

14:01 / 12-05-2018

"პოლიციას ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება" - სერგი გვარჯალაძე

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გვი­ან ღა­მით კლუბ „ბა­სი­ან­ში“ და კეფე „გა­ლე­რი­ში“ მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ბა­სი­ან­სა“ და „გა­ლე­რი­ში“ და­კა­ვე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გამ­სა­ღე­ბე­ლი 8 პირი.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და ინ­ტენ­სი­ურ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე კლუ­ბებ­ში „ბა­სი­ან­სა“ და „გა­ლე­რი­ში“ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად.

2018 წლის 12 მა­ისს აღ­ნიშ­ნულ კლუ­ბებ­ში სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. და­კა­ვე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გამ­სა­ღე­ბე­ლი 8 პირი“, – აცხა­დე­ბენ შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"კახა კალაძის ნომერი არ მაქვს, ვისთანაც შეიძლებოდა დარეკილი მაქვს" - სერგი გვარჯალაძე აქციაზე მივიდა

"კახა კალაძის ნომერი არ მაქვს, ვისთანაც შეიძლებოდა დარეკილი მაქვს" - სერგი გვარჯალაძე აქციაზე მივიდა

„ღამის თბილისის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე მიიჩნევს, რომ ღამის კლუბებში დღეს განვითარებული მოვლენები არის ძალიან ცუდი ფორმა, რომელიც ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

„ძალიან ცუდად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. ასეთი სიტუაცია არავისთვის არის მომგებიანი, მეტიც, დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ეს არის ის სფერო, რომელშიც ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაითქვა სახელი. დარწუნებული ვარ აქ მყოფთაგან 90 პროცენტზე მეტი ნარკოტიკების მომხრე არ არის და ასეთი მოპყრობა არ შეიძლება. ეს არის ძალიან წამგებიანი პოზიცია. მაქსიმალიურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვერიდოთ პროვოკაციას. არ მესმის რატომ ჩავაყენეთ ის ახალგაზრდები ამ მდგომარეობაში, რომლებიც საცეკვაოდ იყვნენ მისულნი ან პოლიცია რატომ ჩავაყენეთ ამ სიტუაციაში“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ კაფე „გალერისთან“, სადაც ვითარების გასაცნობად მივიდა.

ადგილზე ყოფნის მომენტში მას "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სთხოვა, ვინმე "ზემდგომისთვის დაერეკა, რათა აეხსნათ, სად არიან გადაყვანილი დაკავებული მოქალაქეები", რაზეც გვარჯალაძემ უპასუხა:

"ვისთანაც დასარეკი იყო დარეკილი მაქვს. კახა კალაძის ნომერი არ მაქვს, მაგრამ ვისთანაც შეიძლებოდა ამ კითხვის დასმა, ყველასთან დავსვი..." - აღნიშნა გვარჯალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ