კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკავებულები არიან ბასიანის დამფუძნებლები... ასევე უამრავი მოცეკვავე" - ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქზე" ახალ ინფორმაციას ავრცელებს
"დაკავებულები არიან ბასიანის დამფუძნებლები... ასევე უამრავი მოცეკვავე" - ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქზე" ახალ ინფორმაციას ავრცელებს

კლუბ "ბა­სი­ა­ნის" ერთ-ერთი დამ­ფუძვნე­ბე­ლი ნაჯა ორაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბულ­თა შე­სა­ხებ წერს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო კლუ­ბის ორი დამ­ფუძვნე­ბე­ლი და რამ­დე­ნი­მე მო­ცეკ­ვა­ვე და­ა­კა­ვეს.

"უკო­მენ­ტა­როდ "ჩემი სა­ქარ­თვე­ლო აქ არის". p.s და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი, ბა­სი­ა­ნის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი: ტატო გე­თია, ზვი­ად გელ­ბა­ხი­ა­ნი. ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია უამ­რა­ვი მო­ცეკ­ვა­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია და­ვით ლეჟა­ვაც" - წერს ორაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, "ბა­სი­ან­სა" და "გა­ლე­რი­ში" 8 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვეს. ორი­ვე ობი­ექ­ტზე სპე­ცო­პე­რა­ცია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და ინ­ტენ­სი­ურ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე კლუ­ბებ­ში "ბა­სი­ან­სა" და "გა­ლე­რი­ში" ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. 2018 წლის 12 მა­ისს აღ­ნიშ­ნულ კლუ­ბებ­ში სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. და­კა­ვე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გამ­სა­ღე­ბე­ლი 8 პირი", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დაკავებულები არიან ბასიანის დამფუძნებლები... ასევე უამრავი მოცეკვავე" - ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქზე" ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"დაკავებულები არიან ბასიანის დამფუძნებლები... ასევე უამრავი მოცეკვავე" - ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქზე" ახალ ინფორმაციას ავრცელებს

კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძვნებელი ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც სამართალდამცველების მიერ დაკავებულთა შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო კლუბის ორი დამფუძვნებელი და რამდენიმე მოცეკვავე დააკავეს.

"უკომენტაროდ "ჩემი საქართველო აქ არის". p.s დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულები არიან ჩემი მეგობრები, ბასიანის დამფუძნებლები: ტატო გეთია, ზვიად გელბახიანი. ასევე დაკავებულია უამრავი მოცეკვავე, დაკავებულია დავით ლეჟავაც" - წერს ორაშვილი.

ცნობისთვის, "ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ორივე ობიექტზე სპეცოპერაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს - აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული

მკვლელობა თეთრიწყაროში - სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა

სროლა თბილისში - დაჭრილია ერთი ადამიანი