პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიწირა ისევ ქალი, 5 წლის ბავშვის დედა..." - რას წერს "თეთრი ხმაურის" დამფუძნებელი ნარკოდანაშაულში ბრალდებულზე
"გაიწირა ისევ ქალი, 5 წლის ბავშვის დედა..." - რას წერს "თეთრი ხმაურის" დამფუძნებელი ნარკოდანაშაულში ბრალდებულზე

"თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის საქ­მეს ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც წი­ქა­რიშ­ვი­ლი წერს, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც "ჯოხი გა­და­ტყდა" ქალ­ზე, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სქე­მა­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა რგო­ლია:

"გა­ი­წი­რა ისევ ქალი, 5 წლის ბავ­შვის დედა. ძა­ლი­ან მინ­და რომ ამ სა­კი­თხით ოდეს­მე ვინ­მე და­ინ­ტე­რეს­დეს და ფარ­თო კვლე­ვის საგ­ნად იქ­ცეს, რად­გან მას­კუ­ლი­ნუ­რი და პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი სი­მა­ხინ­ჯე­ე­ბის ზე­გავ­ლე­ნით, ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბო­და - ნა­ბიჭ­ვა­რი კა­ცე­ბი, ვი­თომ და­ცუ­ლო­ბის გა­რან­ტი­ებს უქ­მნიდ­ნენ რო­გორც წესი სო­ცი­ა­ლუ­რად და­ბა­ლი ფე­ნის ქა­ლებს, "საყ­ვარ­ლებს" და შავ სა­მუ­შა­ო­ებს (ნარ­კო­ტიკ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი, გა­და­ზიდ­ვა, და­დე­ბა, მყიდ­ვე­ლის­თვის გა­და­ცე­მა) სწო­რედ მათ ას­რუ­ლე­ბი­ნებ­დნენ. საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბო­და და სქე­მა გა­ი­შიფ­რე­ბო­და, ან ზე­ვი­დან ვინ­მეს და­ჭე­რას მო­ი­თხოვ­დნენ, წი­რავ­დნენ სწო­რედ მათ, შავ ბიზ­ნეს­თან შე­და­რე­ბით გრო­შებ­ზე მო­მუ­შა­ვე ქა­ლებს. ასე მოხ­და ახ­ლაც.

შსს კმა­ყო­ფი­ლია, ბრმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ჯე­რა, კმა­ყო­ფი­ლია პრე­მი­ე­რიც, მერე რა რომ მთა­ვა­რი მომ­წო­დე­ბე­ლიც და ლო­ბე­ბიც ისევ სის­ტე­მა­ში არი­ან, მერე რა რომ სუბსტან­ცია, რო­მელ­საც ეს გოგო დებ­და (დებ­და და არა ასა­ღებ­და, რად­გან გამ­სა­ღე­ბე­ლი რე­ა­ლუ­რად ისაა ვი­საც ფული ერი­ცხე­ბო­და, ანუ ამ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კი ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი და ძმა­ნი მის­ნი) მო­სა­წე­ვი "ბიო" იყო და არა ის სუბსტან­ცია, რომ­ლი­თაც ბოლო დროს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ხოც­ნენ, ამას ხომ ხალ­ხი მა­ინც ვერ გა­ი­გებს, მთა­ვა­რია შე­იქ­მნა ილუ­ზია თით­ქოს შსს ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას წარ­მა­ტე­ბით ებ­რძვის და ყვე­ლას ფეხ­ზე ჰკი­დია, რომ მთე­ლი ეს სი­სა­ძაგ­ლე გა­და­ტყდა რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა­ზე და­ბალ რგოლ­ზე, ქალ­ზე რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლო­დან და­სა­ფიქ­რებ­ლად ორი ფრა­ზა დაგ­ვი­ტო­ვა - "ძა­ლი­ან მე­ში­ნია" და "თავს მო­ვიკ­ლავ". ასეთ დროს მეც მე­ზი­ზღე­ბა ეს ქვე­ყა­ნა" - წერს წი­ქა­რიშ­ვი­ლი.

ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ნინო გე­გე­ლაშ­ვილ­სა და გი­ორ­გი გო­გე­ბაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 მა­ისს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. გე­გე­ლაშ­ვი­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს, გო­გე­ბაშ­ვი­ლი კი - არა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნინო გე­გე­ლაშ­ვილს ჩვე­ნე­ბა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლი აქვს, რომ ის მარ­ტო მოქ­მე­დებ­და და მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი გო­გე­ბაშ­ვილს ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და.

1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი და 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­კა­ვეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ახ­დენ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი გო­გე­ბაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ძმაა.

"გაიწირა ისევ ქალი, 5 წლის ბავშვის დედა..." - რას წერს "თეთრი ხმაურის" დამფუძნებელი ნარკოდანაშაულში ბრალდებულზე

"გაიწირა ისევ ქალი, 5 წლის ბავშვის დედა..." - რას წერს "თეთრი ხმაურის" დამფუძნებელი ნარკოდანაშაულში ბრალდებულზე

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ნარკოდანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა ქალის საქმეს ეხმაურება. როგორც წიქარიშვილი წერს, როგორც ხშირად ხდება, ამ შემთხვევაშიც "ჯოხი გადატყდა" ქალზე, რომელიც ნარკოტიკის რეალიზაციის სქემაში ყველაზე პატარა რგოლია:

"გაიწირა ისევ ქალი, 5 წლის ბავშვის დედა. ძალიან მინდა რომ ამ საკითხით ოდესმე ვინმე დაინტერესდეს და ფართო კვლევის საგნად იქცეს, რადგან მასკულინური და პატრიარქალური სიმახინჯეების ზეგავლენით, ყოველთვის ასე ხდებოდა - ნაბიჭვარი კაცები, ვითომ დაცულობის გარანტიებს უქმნიდნენ როგორც წესი სოციალურად დაბალი ფენის ქალებს, "საყვარლებს" და შავ სამუშაოებს (ნარკოტიკთან უშუალო კონტაქტი, გადაზიდვა, დადება, მყიდველისთვის გადაცემა) სწორედ მათ ასრულებინებდნენ. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა და სქემა გაიშიფრებოდა, ან ზევიდან ვინმეს დაჭერას მოითხოვდნენ, წირავდნენ სწორედ მათ, შავ ბიზნესთან შედარებით გროშებზე მომუშავე ქალებს. ასე მოხდა ახლაც.

შსს კმაყოფილია, ბრმა საზოგადოება დააჯერა, კმაყოფილია პრემიერიც, მერე რა რომ მთავარი მომწოდებელიც და ლობებიც ისევ სისტემაში არიან, მერე რა რომ სუბსტანცია, რომელსაც ეს გოგო დებდა (დებდა და არა ასაღებდა, რადგან გამსაღებელი რეალურად ისაა ვისაც ფული ერიცხებოდა, ანუ ამ შემთხვევაში პოლიციის მუშაკი იაკობ გოგებაშვილი და ძმანი მისნი) მოსაწევი "ბიო" იყო და არა ის სუბსტანცია, რომლითაც ბოლო დროს ადამიანები დაიხოცნენ, ამას ხომ ხალხი მაინც ვერ გაიგებს, მთავარია შეიქმნა ილუზია თითქოს შსს ნარკორეალიზაციას წარმატებით ებრძვის და ყველას ფეხზე ჰკიდია, რომ მთელი ეს სისაძაგლე გადატყდა რეალიზაციის ყველაზე დაბალ რგოლზე, ქალზე რომელმაც სასამართლოდან დასაფიქრებლად ორი ფრაზა დაგვიტოვა - "ძალიან მეშინია" და "თავს მოვიკლავ". ასეთ დროს მეც მეზიზღება ეს ქვეყანა" - წერს წიქარიშვილი.

ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 მაისს პატიმრობა შეეფარდათ. გეგელაშვილი დანაშაულს აღიარებს, გოგებაშვილი კი - არა. არსებული ინფორმაციით, ნინო გეგელაშვილს ჩვენებაში განმარტებული აქვს, რომ ის მარტო მოქმედებდა და მასთან ერთად დაკავებულ გიორგი გოგებაშვილს ნარკოტიკების რეალიზაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ. დაკავებული გიორგი გოგებაშვილი პოლიციის ყოფილი თანამშრომლის ძმაა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს