პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობას მართავს. ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს. მთაწმინდაზე, "ანდერვილ კლუბში" იკრიბებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და პარტიის მხარდამჭერები, რომლებიც ყრილობაზე არიან მიწვეულნი.
შეკრების ადგილზე ლურჯი ფერის ხალიჩაა დაგებული, რომელზეც სტუმრებმა გაიარეს კლუბში შესვლამდე. ჟურნალისტებისთვის სამუშაო ადგილი კლუბის გარეთ, გადახურულ ადგილას არის გამოყოფილი.
ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე. ყრილობის დასასრულს კი დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
ფოტო: ნინო ხოზრევანიძე