მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოჯახური იდილიის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
რუსკა 2017 წელს პირველად გახდა დედა. მას და სანდრო ნიჟარაძეს ვაჟი შეეძინათ. პატარას მშობლებმა ილია დაარქვეს, თუმცა რატომ შეურჩიეს პატარას ეს სახელი, უცნობია.
რუსკა ორსულობისას აქტიურად იყო დაკავებული თავისი საქმით. ის თითქმის 9 თვე იდგა სცენაზე. მსახიობი სამსახურში ბავშვის გაჩენიდან ერთ კვირაში გავიდა, თუმცა ის პატარას ყურადღებას მაინც არ აკლებს.