თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ადამიანებმა წერა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან დაიწყეს, უცნაურია, რომ კალამი ისეთი სახით, როგორიც დღესაა მხოლოდ მე–19 საუკუნის მიწურულს გამოჩნდა. მისი პატენტი 1888 წელს შექმნეს და ძალიან მალე გადაიქცა ყოველდღიურობაში გამოყენებად ძალიან საჭირო ნივთად.
ერთ–ერთი პირველი ბრენდი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა Waldmann-ია ზუსტად 100 წლიანი ისტორიით. ფირმის ისტორია 1918 წელს სამხრეთ გერმანიაში იწყება და პირველი კალმის გამოშვებიდან მუდმივად ითვლებოდა ერთ–ერთ გამორჩეულ ინოვატორად მოცემულ დარგში. ამის მაგალითია ის, რომ სწორედ Waldmann-მა დააპატენტა 2 და 4 ფერიანი კალმების სისტემა.
უნდა აღინიშნოს, რომ კალმის დამზადების პროცესის უდიდესი ნაწილი ხელით მუშაობას ეფუძნება. უნიკალური მასალა ხშირად იფარება გრავიურით. თუ კომპანიის მფლობელს დავუჯერებთ, გერმანიაში გრავიურის სულ 4 ან 5 ექსპერტი მუშაობს, მათგან ერთ–ერთი კი სწორედ ვალდმანში, თან 50 წლიანი გამოცდილებით. ამ ბრენდის ყველა კალამი მოვერცხლილია 925 სინჯიანი ვერცხლით და ვხვდებით, ექსკლუზიურ მოოქროვილ მოდელებსაც.
საინტერესოა ისიც, რომ 2014 წელს ვალდმანში მხოლოდ 20 ადამიანი გახლდათ დასაქმებული, რომლებმაც ამ წლის განმავლობაში ჯამში 120 000 კალამი დაამზადეს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქმე ნამდვილი პროფესიონალების ხელშია და რომ თითოეული კალმის შექმნა მათთვის განსაკუთრებული მოვლენაა.
Waldmann-ის კალმის ქონა გერმანიაში ჩვეულებრივ მოვლენად არ ითვლება და ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებული საჩუქარია. კალმების დიდი ნაწილი მხოლოდ 1 ეგზემპლარის სახით არსებობს და ფაქტობრივად, უნიკალურია.
კომპანიის მიერ შექმნილი 2 ფერიანი კალამი გამოიყენეს 2002 წელს გამოსულ ფილმში „catch me if you can”, რომელიც სტივენ სპილბერგმა გადაიღო ტომ ჰენკსისა და ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით. ეს კარგად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ვალდმანის კალმები საუკეთესოა რეტრო–სტილში, თუმცა თანამედროვეობისთვისაც არ გასჭირვებია ფეხის აწყობა. კომპანიას დიდი გამოცდილების და ტრადიციული მეთოდების გამოყენების მიუხედავად აქტუალობა არასდროს დაუკარგავს და კარგად პასუხობს შეცვლილი სამყაროს გამოწვევებს.
გარდა იმისა, რომ ფირმა ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია და ინახავს კალმების დამზადების უნიკალურ მეთოდებს, ის საკმაოდ პოპულარულია და აქვს შეუცვლელი სტატუსი. ვალდმანის კალმების შეძენა მსოფლიოს 60–ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი მათთვის, ვინც აფასებს ნამდვილ გერმანულ ხარისხს. Waldmann-ის უნიკალური კალმების შეძენა უკვე შესაძლებელია საქართველოშიც. წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მას მომხმარებელს Lupen-ის ხაზის ფარგლებში სთავაზობს, რომელიც აერთიანებს რჩეული ბრენდების პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე აქსესურებს. Waldmann-ის კლამებისა და Lupen-ის ხაზის სხვა აქსესუარების შეძენა „ბიბლუსი გალერეებშია“ შესაძლებელი.