პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იქცა სიმსუქნე ეპიდემიად საქართველოში და სჭირდებათ თუ არა ქართველებს "გუგული მაღრაძის დიეტა"
რატომ იქცა სიმსუქნე ეპიდემიად საქართველოში და სჭირდებათ თუ არა ქართველებს "გუგული მაღრაძის დიეტა"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტის, გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვა - ჭარ­ბი წო­ნის რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სი­ცხა­რეს არ კარ­გავს. მარ­თა­ლია, მის იდე­ას ჭარბ წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ სა­კა­ნონ­მდებ­ლო სახე არ აქვს, მაგ­რამ მკვეთ­რად უა­ყო­ფით შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. თა­ვად დე­პუ­ტა­ტი გან­მარ­ტავს, რომ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. მისი თქმით, ტკბი­ლე­უ­ლის გაძ­ვი­რე­ბა ხელს შე­უ­წყობს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ჯან­მრთე­ლად იკ­ვე­ბონ. შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა მისი კო­მენ­ტა­რი - "თუ (ხალ­ხს) უჭირთ, უფრო გამ­ხდრე­ბი უნდა იყ­ვნენ. რაც უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა, მით უფრო ხში­რია სიმ­სუქ­ნე".

დე­პუ­ტა­ტის ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებ­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, აზრი ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ლაშა უჩა­ვას ვკი­თხეთ. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი სწო­რედ ის სპე­ცი­ა­ლის­ტია, რო­მელ­საც ჭარ­ბი წო­ნის რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე უწევს პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა.

"ქალ­ბა­ტო­ნი გუ­გუ­ლი თვი­თონ აკე­თებს ამ გან­ცხა­დე­ბებს, თუ ვინ­მე უწერს?! წა­ვი­კი­თხე, გა­ვე­ცა­ნი მის ინი­ცი­ა­ტი­ვებს და მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო წო­ნის რე­გუ­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია იმ პრობ­ლე­მა­ზე, რა­საც ჭარ­ბი წონა ან სიმ­სუქ­ნე ჰქვია, ვი­ნა­ი­დან სიმ­სუქ­ნე არ არის მხო­ლოდ მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­გორც ვი­ცით, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და თა­ვის მხრივ, ბევრ გარ­თუ­ლე­ბას იწ­ვევს. თუმ­ცა, ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა მხო­ლოდ პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბით, რო­მე­ლიც არ­ცთუ ია­ფია, რა თქმა უნდა, პრობ­ლე­მას არ გა­დაჭ­რის. პრობ­ლე­მის გა­ა­დაჭ­რა უნდა მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ.

პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ ბავ­შვთა ასაკ­ში სკო­ლებ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრინ­ცი­პე­ბის და­ნერგვა. თუ ამ პრინ­ცი­პებს არ ვი­ცავთ, წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს, ზრდას­რულ ასაკ­ში რა და­ა­ვა­დე­ბებ­თან შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს საქ­მე. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ის, რაც, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში გა­კეთ­და. დიახ, რა­ცი­ონ­ში გარ­კვე­უ­ლი კა­ლო­რა­ჟი უნდა შემ­ცირ­დეს, მაგ­რამ ეს საკ­ვე­ბის ულუ­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე არ უნდა მოხ­დეს.

- საკ­ვე­ბი­დან კა­ლო­რა­ჟის შემ­ცი­რე­ბა სხვა­დას­ხვა ნახ­შირ­წყლი­სა და მა­რი­ლი­ა­ნი პრო­დუქ­ტის ამო­ღე­ბას ნიშ­ნავს?

- დიახ. ასე­ვე სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სკო­ლე­ბი, ვი­ნა­ი­დან ბავ­შვებს არ ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ი­ძი­ნონ ესა თუ ის მავ­ნე პრო­დუქ­ტი. ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აშშ-ში დღეს­დღე­ო­ბით და­ნერ­გი­ლია.

- ქალ­ბა­ტო­ნი გუ­გუ­ლი აცხა­დებს, მო­სახ­ლე­ო­ბას რომ უჭირ­დეს, წო­ნის პრობ­ლე­მა არ ექ­ნე­ბო­დაო... ადა­მი­ა­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­ზღვრავს მათ ჭარბ წო­ნას?

- სიმ­სუქ­ნეს მა­ძღრო­ბა არ იწ­ვევს, ეს არ არის მარ­თა­ლი! ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა იმი­ტომ მძვინ­ვა­რებს და ლა­მის ეპი­დე­მი­ად იქცა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ხალ­ხს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­ი­ძი­ნოს ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად იკ­ვე­ბოს. უმე­ტე­სად ერ­თგვა­რო­ვან საკ­ვებს ყი­დუ­ლო­ბენ. პურ-ფუნ­თუ­შე­ულ­ზე არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი იმის­თვის, რომ და­ნაყ­რე­ბა შეძ­ლონ. ეს კი წო­ნა­ში მა­ტე­ბას და ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში დაგ­რო­ვე­ბას იწ­ვევს. ამ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა - კარ­ტო­ფი­ლი, პური, ბრინ­ჯი, მა­კა­რო­ნი და მსა­გავ­სი საკ­ვე­ბი.

თუ პი­რი­ქით მოხ­დე­ბა, გა­ი­აფ­დე­ბა ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც და­ბა­ლან­სე­ბულ კვე­ბას ხელს შე­უ­წყობს, რა თქმა უნდა, კარ­გი იქ­ნე­ბა. სა­უ­ბა­რია რძის და ხორ­ცის პრო­დუქ­ტებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას იო­ლად შე­ი­ძენს და შე­ეც­დე­ბა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით იცხოვ­როს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­რე­გუ­ლირ­დეს სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, ვი­ნა­ი­დან დრო­ის ფაქ­ტო­რი სიმ­სუქ­ნის გა­მომ­წვე­ვი ერთ-ერთი მი­ზე­ზია. ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დრო­ის სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბას ვერ ახ­დე­ნენ. მაგ­რამ იმის გა­კე­თე­ბა, რომ შაქ­რის შემ­ცველ პრო­დუქ­ტებ­ზე, შა­ქარ­ზე, ტკბი­ლე­ულ­ზე ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­დოს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბამ ვერ შე­ი­ძი­ნოს ესა თუ ის პრო­დუქ­ტი, ასე­თი პო­ზი­ცია ჯან­საღ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია.

ფოტო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან

ამ ყვე­ლა­ფერ­მა შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქით, უფრო გა­ზარ­დოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სიმ­სუქ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა გა­და­ვა ისეთ საკ­ვებ­ზე, რო­გო­რიც არის - კარ­ტო­ფი­ლი, პური, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია და მე­ტად იწ­ვევს ჭარ­ბი წო­ნის, სიმ­სუქ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რა თქმა უნდა, უნდა გა­ტარ­დეს, ვი­ნა­ი­დან სიმ­სუქ­ნე, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა 80% და­კავ­ში­რე­ბუ­ლია - შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბას­თან, რაც შემ­დგომ სა­ხელ­მწი­ფო­ში სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დაკ­ნი­ნე­ბას იწ­ვევს: ადა­მი­ა­ნებ­ში ხდე­ბა შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ეს კი მოქ­მე­დებს სა­ხელ­მწი­ფო­ზე. ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფო უნდა ჩა­ერ­თოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­და­ში და არა პრო­დუქ­ტის აკ­რძალ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დი­ო­დეს.

- და ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ პრო­ცენტს მარ­თლაც სჭირ­დე­ბა თუ არა დი­ე­ტა - ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე გა­დას­ვლა?

- ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის და­ნერგვა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ აქ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბაც იგუ­ლის­ხმე­ბა. ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და რე­ა­ლუ­რად არ გაგ­ვაჩ­ნია პარ­კე­ბი, სკვე­რე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას შეძ­ლებს, ივარ­ჯი­შებს. მათ ნამ­დვი­ლად არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ია­რონ ფიტ­ნეს დარ­ბა­ზებ­ში და ამა­ში ფული გა­და­ი­ხა­დონ. ქა­ლაქ­ში კი არ ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, სკვერ­ში გა­ვიდ­ნენ, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა გა­ზარ­დონ, რაც ჭარბ წო­ნა­სა და სიმ­სუქ­ნე­ზე მოქ­მე­დებს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის გახ­სნა, სა­დაც პირ­ვე­ლა­დი მე­დი­ცი­ნის რგო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ექი­მე­ბი მი­აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას მსგავ­სი ტი­პის პა­ცი­ენ­ტებს. ვი­ნა­ი­დან ვი­მე­ო­რებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სიმ­სუქ­ნე მზარ­დი ტენ­დენ­ცი­აა ჯერ კი­დევ 1992 წლი­დან დღემ­დე. სტა­ტის­ტი­კუ­რად 20-25 %-ით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და და სა­გან­გა­შოა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დებს.

- რო­გორც ექი­მი, სპე­ცი­ა­ლის­ტი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, რა­ტომ კეთ­დე­ბა ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი?

- ეს არის ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სა­კი­თხის არ­ცოდ­ნა, რას­თან გვაქვს საქ­მე. ამი­ტომ, არ ვიცი, სა­ხელ­მწი­ფოს რამ­დე­ნად აწყობს, გარ­კვე­უ­ლი ტკბი­ლე­ულ­ზე ფა­სის მა­ტე­ბა, ბი­უ­ჯეტ­ში შე­მო­სავ­ლის მი­სა­ღე­ბად, მაგ­რამ ამ სა­კითხს თუ სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით გან­ვი­ხი­ლავთ, ვინც მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და არც მის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, არა­და, ვალ­დე­ბუ­ლია, ჰქონ­დეს.

ავტორი:

რატომ იქცა სიმსუქნე ეპიდემიად საქართველოში და სჭირდებათ თუ არა ქართველებს "გუგული მაღრაძის დიეტა"

რატომ იქცა სიმსუქნე ეპიდემიად საქართველოში და სჭირდებათ თუ არა ქართველებს "გუგული მაღრაძის დიეტა"

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გუგული მაღრაძის ინიციატივა - ჭარბი წონის რეგულირებაზე საზოგადოებაში სიცხარეს არ კარგავს. მართალია, მის იდეას ჭარბ წონასთან დაკავშირებით, ჯერ საკანონმდებლო სახე არ აქვს, მაგრამ მკვეთრად უაყოფით შეფასებას იმსახურებს. თავად დეპუტატი განმარტავს, რომ ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. მისი თქმით, ტკბილეულის გაძვირება ხელს შეუწყობს, რომ ადამიანებმა ჯანმრთელად იკვებონ. შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მისი კომენტარი - "თუ (ხალხს) უჭირთ, უფრო გამხდრები უნდა იყვნენ. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ხშირია სიმსუქნე".

დეპუტატის ხმაურიან განცხადებებსა და ინიციატივაზე, აზრი ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ვკითხეთ. ენდოკრინოლოგი სწორედ ის სპეციალისტია, რომელსაც ჭარბი წონის რეგულირებაზე უწევს პაციენტებთან მუშაობა.

"ქალბატონი გუგული თვითონ აკეთებს ამ განცხადებებს, თუ ვინმე უწერს?! წავიკითხე, გავეცანი მის ინიციატივებს და მინდა, გამოვეხმაურო წონის რეგულაციასთან დაკავშირებულ საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სახელმწიფოს დახმარებით მიიღოს ინფორმაცია იმ პრობლემაზე, რასაც ჭარბი წონა ან სიმსუქნე ჰქვია, ვინაიდან სიმსუქნე არ არის მხოლოდ მდგომარეობა. როგორც ვიცით, ენდოკრინული, ქრონიკული დაავადებაა და თავის მხრივ, ბევრ გართულებას იწვევს. თუმცა, ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ პროდუქტების გაძვირებით, რომელიც არცთუ იაფია, რა თქმა უნდა, პრობლემას არ გადაჭრის. პრობლემის გაადაჭრა უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

პრობლემის გადაჭრაში შეიძლება განვიხილოთ ბავშვთა ასაკში სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დანერგვა. თუ ამ პრინციპებს არ ვიცავთ, წარმოდგენა არ გვაქვს, ზრდასრულ ასაკში რა დაავადებებთან შეიძლება გვქონდეს საქმე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ასევე ის, რაც, საბავშვო ბაღებში გაკეთდა. დიახ, რაციონში გარკვეული კალორაჟი უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს საკვების ულუფების შემცირების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

- საკვებიდან კალორაჟის შემცირება სხვადასხვა ნახშირწყლისა და მარილიანი პროდუქტის ამოღებას ნიშნავს?

- დიახ. ასევე სწრაფი კვების ობიექტებისგან უნდა გათავისუფლდეს სკოლები, ვინაიდან ბავშვებს არ ჰქონდეთ საშუალება შეიძინონ ესა თუ ის მავნე პროდუქტი. ეს რეგულაციები აშშ-ში დღესდღეობით დანერგილია.

- ქალბატონი გუგული აცხადებს, მოსახლეობას რომ უჭირდეს, წონის პრობლემა არ ექნებოდაო... ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს მათ ჭარბ წონას?

- სიმსუქნეს მაძღრობა არ იწვევს, ეს არ არის მართალი! ჭარბწონიანობა იმიტომ მძვინვარებს და ლამის ეპიდემიად იქცა საქართველოში, რომ ხალხს არ აქვს საშუალება, შეიძინოს ჯანსაღი პროდუქტი, დაბალანსებულად იკვებოს. უმეტესად ერთგვაროვან საკვებს ყიდულობენ. პურ-ფუნთუშეულზე არიან გადასულები იმისთვის, რომ დანაყრება შეძლონ. ეს კი წონაში მატებას და ცხიმოვანი ქსოვილის ორგანიზმში დაგროვებას იწვევს. ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა - კარტოფილი, პური, ბრინჯი, მაკარონი და მსაგავსი საკვები.

თუ პირიქით მოხდება, გაიაფდება ისეთი პროდუქტები, რომელიც დაბალანსებულ კვებას ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. საუბარია რძის და ხორცის პროდუქტებზე, საზოგადოება მას იოლად შეიძენს და შეეცდება ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. ასევე მნიშვნელოვანია კანონმდებლობით დარეგულირდეს სამუშაო გრაფიკი, გარკვეული პერიოდები, ვინაიდან დროის ფაქტორი სიმსუქნის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. ადამიანები თავიანთი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, დროის სწორად გადანაწილებას ვერ ახდენენ. მაგრამ იმის გაკეთება, რომ შაქრის შემცველ პროდუქტებზე, შაქარზე, ტკბილეულზე ფასები გაიზარდოს, რათა მოსახლეობამ ვერ შეიძინოს ესა თუ ის პროდუქტი, ასეთი პოზიცია ჯანსაღ აზრს მოკლებულია.

ფოტო სოციალური ქსელიდან

ამ ყველაფერმა შეიძლება პირიქით, უფრო გაზარდოს საქართველოში სიმსუქნის განვითარება, ვინაიდან მოსახლეობა გადავა ისეთ საკვებზე, როგორიც არის - კარტოფილი, პური, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და მეტად იწვევს ჭარბი წონის, სიმსუქნის განვითარებას. აქედან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციები, პრევენციული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, უნდა გატარდეს, ვინაიდან სიმსუქნე, როგორც დაავადება 80% დაკავშირებულია - შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებასთან, რაც შემდგომ სახელმწიფოში სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის დაკნინებას იწვევს: ადამიანებში ხდება შრომისუნარიანობის დაქვეითება, ეს კი მოქმედებს სახელმწიფოზე. ამიტომ სახელმწიფო უნდა ჩაერთოს პრევენციული ღონისძიებებისა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში და არა პროდუქტის აკრძალვის ინიციატივით გამოდიოდეს.

- და ბოლოს, საქართველოს მოსახლეობის დიდ პროცენტს მართლაც სჭირდება თუ არა დიეტა - ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლა?

- ჯანსაღი ცხოვრების დანერგვა სჭირდება, მაგრამ აქ ფიზიკური აქტივობაც იგულისხმება. ქალაქში უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს და რეალურად არ გაგვაჩნია პარკები, სკვერები, სადაც ადამიანი ფიზიკურ აქტივობას შეძლებს, ივარჯიშებს. მათ ნამდვილად არ აქვთ საშუალება, იარონ ფიტნეს დარბაზებში და ამაში ფული გადაიხადონ. ქალაქში კი არ ეძლევათ საშუალება, სკვერში გავიდნენ, ფიზიკური აქტივობა გაზარდონ, რაც ჭარბ წონასა და სიმსუქნეზე მოქმედებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოში გარკვეული საინფორმაციო ცენტრების გახსნა, სადაც პირველადი მედიცინის რგოლის წარმომადგენლები, ექიმები მიაწვდიან ინფორმაციას მსგავსი ტიპის პაციენტებს. ვინაიდან ვიმეორებ, საქართველოში სიმსუქნე მზარდი ტენდენციაა ჯერ კიდევ 1992 წლიდან დღემდე. სტატისტიკურად 20-25 %-ით მნიშვნელოვნად გაიზარდა და საგანგაშოა. შესაბამისად, საზოგადოების ჯანმრთელობაზე ყველაფერი მოქმედებს.

- როგორც ექიმი, სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები?

- ეს არის ზერელე დამოკიდებულება და საკითხის არცოდნა, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, არ ვიცი, სახელმწიფოს რამდენად აწყობს, გარკვეული ტკბილეულზე ფასის მატება, ბიუჯეტში შემოსავლის მისაღებად, მაგრამ ამ საკითხს თუ სამედიცინო კუთხით განვიხილავთ, ვინც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს, დაავადების განვითარებაზე და არც მის მკურნალობაზე წარმოდგენა არ აქვს, არადა, ვალდებულია, ჰქონდეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ