სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითვალისწინებს დამატებითი რეგულაციები, რომლებიც მთავრობამ არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის მოამზადა
რას ითვალისწინებს დამატებითი რეგულაციები, რომლებიც მთავრობამ არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის მოამზადა

მთავ­რო­ბამ არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით და­მა­ტე­ბით რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მო­ამ­ზა­და. ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მი­ნის­ტრებს გა­აც­ნო.

“ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია უცხო­ე­ლებ­ზე ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მქონ­და ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრთან ერ­თად, ეს სა­კი­თხი ცდე­ბა მხო­ლოდ მთავ­რო­ბის პრე­რო­გა­ტი­ვას და ეს არის მთლი­ა­ნად სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი. სწო­რედ ამი­ტომ, გან­ხილ­ვას ეს­წრე­ბოდ­ნენ მი­ნის­ტრე­ბი. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე წარ­მო­ად­გენს ცვლი­ლე­ბა­თა პა­კეტს, რომ­ლის მი­ზა­ნი არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მო­ღე­ბაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი უცხო­ე­ლებ­ზე დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა­ში სი­ახ­ლე­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს და მათი შე­მუ­შა­ვე­ბის მი­ზე­ზი უცხო ქვეყ­ნის ზო­გი­ერ­თი მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან, რაც ცოტა არ არის, არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­მო­ყე­ნე­ბა გახ­ლავთ. პრაქ­ტი­კა­ში არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე მყო­ფი უცხო­ე­ლი ფორ­მა­ლუ­რად ითხოვს თავ­შე­სა­ფარს და პა­რა­ლე­ლუ­რად ითხოვს ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბას, ან ქვეყ­ნი­დან გას­ვლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­და­ვა­დე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მიმ­დი­ნა­რე საქ­მის წარ­მო­ე­ბის მო­ტი­ვით, ამის შემ­დეგ კი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თავს ბი­ნად­რო­ბის გა­ცე­მის მო­თხოვ­ნით, ასე­ვე იღებს მოკ­ლე­ვა­დი­ან, „ცე“ კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზებს და შემ­დეგ ითხოვს ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვას. ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მას­თან გვაქვს საქ­მე მათი მხრი­დან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ კი მოხ­დე­ბა კა­ნო­ნის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­მო­ყე­ნე­ბის პრე­ვენ­ცია და აღ­მო­ფხვრა“, - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, იც­ვლე­ბა რე­გუ­ლა­ცია - სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვი ცხოვ­რე­ბის ნე­ბარ­თვის მო­სა­პო­ვებ­ლად უცხო­ე­ლი ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ცხოვ­რობ­დეს, დღეს ეს ვადა 6 წელს შე­ად­გენს.

“12 წლამ­დე იზ­რდე­ბა დრო­ე­ბი­თი ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის ვადა. დღეს მისი მაქ­სი­მა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვო­ბა არის 6 წელი. ამას­თან, თუ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს არ აქვს ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვად დარ­ჩე­ნის მო­ტი­ვი, 6 წლის გას­ვლის შემ­დეგ ის კვლავ მი­ი­ღებს დრო­ე­ბითს და არა მუდ­მივ ნე­ბარ­თვას“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს ცვლი­ლე­ბე­ბის სწრაფ ტემპში მომ­ზა­დე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

პრე­მი­ე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო იხი­ლავს 35 ათას ლა­რი­ა­ნი ზღვრის აწე­ვის სა­კითხს, რო­მე­ლიც დრო­ე­ბი­თი ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას ეხე­ბა. „ჩვენ ვიმ­სჯე­ლებთ ასე­ვე სა­ინ­ვეს­ტი­ციო ზღვრის გა­და­სინ­ჯვა­ზე. მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ღია ტუ­რიზ­მი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის. რა თქმა უნდა ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­მიგ­რა­ციო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამას ხელს უწყობს. ჩვენ ასე­ვე დავ­რჩე­ბით ღია ქვეყ­ნად ამ თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ასე­თი ინო­ვა­ცი­უ­რი და მა­ხინ­ჯი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ადა­მი­ა­ნებ­მა შეძ­ლონ და პრაქ­ტი­კუ­ლად, კა­ნონს გვერ­დი აუ­ა­რონ. მე ვფიქ­რობ, რომ ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­დეს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რი, უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი და ა.შ. ვფიქ­რობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბია“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

რას ითვალისწინებს დამატებითი რეგულაციები, რომლებიც მთავრობამ არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის მოამზადა

რას ითვალისწინებს დამატებითი რეგულაციები, რომლებიც მთავრობამ არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის მოამზადა

მთავრობამ არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით დამატებით რეგულაციები მოამზადა. ცვლილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს გააცნო.

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უცხოელებზე ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების პაკეტი. რამდენიმე დღის წინ მქონდა ამ საკითხის განხილვა იუსტიციის მინისტრთან ერთად, ეს საკითხი ცდება მხოლოდ მთავრობის პრეროგატივას და ეს არის მთლიანად სახელისუფლებო გუნდის განსახილველი საკითხი. სწორედ ამიტომ, განხილვას ესწრებოდნენ მინისტრები. იუსტიციის სამინისტრო მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმების შემოღებაა. აღნიშნული ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს და მათი შემუშავების მიზეზი უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან, რაც ცოტა არ არის, არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენება გახლავთ. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და პარალელურად ითხოვს ბინადრობის ნებართვის მიღებას, ან ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით, მიმდინარე საქმის წარმოების მოტივით, ამის შემდეგ კი სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის გაცემის მოთხოვნით, ასევე იღებს მოკლევადიან, „ცე“ კატეგორიის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას. ინოვაციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან. აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენცია და აღმოფხვრა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, იცვლება რეგულაცია - საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს, დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს.

“12 წლამდე იზრდება დროებითი ნებართვის მიღების ვადა. დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი. ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს ქვეყანაში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითს და არა მუდმივ ნებართვას“, - განაცხადა პრემიერმა და იუსტიციის მინისტრს ცვლილებების სწრაფ ტემპში მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო იხილავს 35 ათას ლარიანი ზღვრის აწევის საკითხს, რომელიც დროებითი ნებართვის გაცემას ეხება. „ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საინვესტიციო ზღვრის გადასინჯვაზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ღია ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის. რა თქმა უნდა ლიბერალური სამიგრაციო კანონმდებლობა ამას ხელს უწყობს. ჩვენ ასევე დავრჩებით ღია ქვეყნად ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ინოვაციური და მახინჯი მექანიზმების გამოყენებით ადამიანებმა შეძლონ და პრაქტიკულად, კანონს გვერდი აუარონ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი ბევრი თვალსაზრისით იმისათვის, რომ საქართველოში შემოვიდეს კვალიფიციური ინვესტორი, უსაფრთხოება იყოს დაცული და ა.შ. ვფიქრობ მნიშვნელოვანი ცვლილებებია“, - აღნიშნა პრემიერმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები