ვინ იყო ლასე არეშიძე, რომელმაც ამერიკული სასამართლო გააცურა - ისტორია ქართველზე, რომელიც ბრუს ლის გვერდით განისვენებს

ვინ იყო ლასე არეშიძე, რომელმაც ამერიკული სასამართლო გააცურა - ისტორია ქართველზე, რომელიც ბრუს ლის გვერდით განისვენებს

ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:

"ვიდრე სიეტლში ჩამოვიდოდი, მოვიკვლიე, თუ რისი ნახვა შეიძლებოდა და აღმოვაჩინე, რომ Capitol Hill's Lake View-ს სასაფლაოზე დაკრძალული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების ცნობილი ოსტატიბრუს ლი, ამიტომ სიეტლში ჩასვლისთანავე, გადავწყვიტეთ საფლავზე მისვლა. ვინც აღმოსავლური ორთაბრძოლებით არის გატაცებული, მისთვის ყველაფერი რაც ბრუს ლის სახელს უკავშირდება, საინტერესოა. მისი საფლავისათვის პატივის მიგება, განსაკუთრებული ფაქტია,შესაბამისად, საფლავს ყოველთვის ჰყავს მნახველი. მოკლედ, მე და ჩემი მეგობარი, წარმატებული ქართველი მეცნიერი ვახტანგ შელია, რომელიც ამავე დროს კარატეში შავი ქამრის მფლობელია, სიეტლის სასაფლაოზე წავედით. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რომ იქვე, ბრუს ლის საფლავთან რამდენიმე მეტრში, საფლავის ქვაზე მართლმადიდებლური ჯვარი და წარწერა - ლიასო არიშიძე ამოვიკითხე".

როგორ მოხვდა ბრუს ლის საფლავის მახლობლად ქართველი, ვინ იყო და რატომ დაკრძალეს ის სიეტლის პრესტიჟულ სასაფლაოზე? - სწორედ ამ კითხვებზე პაუსხის გასაცემად დავიწყე ძიება.

არქივში რამდენიმე კვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ისტორიკოს რუსუდან დაუშვილს დავუკავშირდი, მან გაიხსენა, რომ დაახლოებით 5 წლის წინ ლიასო არიშიძეს, იგივე ლასე არეშიძეს, ერთი ქალბატონი ეძებდა და მისი ნომერი მომცა.

"გამარჯობა, სიეტლში ბრუს ლის ახლოს დაკრძალული ლიასო არიშიძეს, იგივე ჯონ ლასოს შთამომავალი ხომ არ ხართ?" - ვკითხე ქალბატონს."კი, ლასო არიშიძე ჩემი ბაბუის ბიძა იყო, ანუ ჩემი დიდიბებიის ძმა, მე მისი ერთერთი შთამომავალი ვარ", - მიპასუხა ჯონ ლასოს პირდაპირმა შთამომავალმა თეა ინწკირველმა.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...

ქალბატონ თეასთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ამბავს ლასე არეშიძეს, იგივე ჯონ ლასოს, შესახებ ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს მისი შთამომავალი უამბობს.

თეა ინწკირველი:

- მისი შთამომავლების ოჯახები ძალიან დიდი ხანი ვეძებდით მას. ჩემი ბიძაშვილი ირმა ნიჟარაძე 20 წელი ეძებდა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა აკაკი სურმავამ და ბატონმა ვოლტერ რეხვიაშვილმა მაპოვნინეს ბაბუაჩემის საფლავი. ლასე არეშიძეს ყავდა ძმები: ვიქტორი, ნესტორი და ივლიანე, ასევე ჰყავდა ერთი და - აკვირინე და მისი შთამომავლები ვართ ჩვენ, თვითონ ლასეს ცოლ-შვილი არ ჰყოლია. ლასეს საფლავი 4 წლის წინ აღმოვაჩინეთ...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ