მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“ წევრი გახდა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“ წევრი გახდა

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი „შუა დე­რეფ­ნის“, იგი­ვე „ტრანსკას­პი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­სპორ­ტო მარ­შრუ­ტის (TITR)“ ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია გახ­და. ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბა­ქო­ში TITR-ის სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს.

ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ანაკ­ლი­ის პორ­ტის გა­წევ­რი­ა­ნე­ბას კენ­ჭისყრა­ზე საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რმა ერ­თხმად და­უ­ჭი­რა მხა­რი.

„ტრანსკას­პი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­ზი­ტო მარ­შრუ­ტი“ აბ­რე­შუ­მის გზის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებ­სა და რე­გი­ო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­თა­მა­შე­ებს აერ­თი­ა­ნებს. მისი წევ­რე­ბი არი­ან წამ­ყვა­ნი სა­ზღვაო და სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ე­ბი ყა­ზა­ხე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, ჩი­ნე­თი­დან და თურ­ქე­თი­დან. გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს შუა დე­რეფ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, აზი­ა­სა და ევ­რო­პას შო­რის ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა-გა­მარ­ტი­ვე­ბას და სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ტა­რი­ფე­ბის შე­მუშ­ვე­ბას. და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთს შო­რის ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის თვალ­საზ­რი­სით, შუა დე­რე­ფა­ნი კონ­კუ­რენ­ცი­ას ჩრდი­ლო­ე­თი­სა და სამ­ხრე­თის მარ­შრუ­ტებს უწევს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხა­რე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია რე­გი­ო­ნის ყვე­ლა მო­თა­მა­ში­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა და დე­რეფ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძი­რე­უ­ლია მიმ­დი­ნა­რე მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა.

“შუა დე­რეფ­ნის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმ მხრი­ვაც, რომ იგ­რძნო­ბო­და მხარ­და­ჭე­რა და დიდი მო­ლო­დი­ნი, რო­მე­ლიც ახა­ლი პორ­ტის მი­მართ ჩვენს პარტნი­ო­რებს აქვთ. სა­ქარ­თვე­ლო „ტრანსკას­პი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­ზი­ტო მარ­შრუ­ტის“ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შეა. ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის არ­სე­ბო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შუა დე­რეფ­ნის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. ანაკ­ლი­ის პორ­ტს მი­მართ ინ­ტე­რე­სი საგ­რძნობ­ლად მა­ტუ­ლობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ჯერ არ ოპე­რი­რებს და მშე­ნებ­ლო­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზეა. ეს კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ისე მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ახვლე­დი­ან­მა.

TITR-ის სხდო­მა ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე სერ­თა­შო­რი­სო სა­პორ­ტო კონ­ფე­რენ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ი­მარ­თა. „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ და „ანაკ­ლია სითი“ ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე „პორ­ტე­ბი­სა და ნავ­სად­გუ­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (IAPH)” კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან, სა­დაც შეხ­ვედ­რებს მარ­თა­ვენ სა­ზღვაო და სატ­რან­სპორ­ტო სექ­ტო­რის წამ­ყვან სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­თან.

ანაკ­ლი­ის პორ­ტით „ტრანსკას­პი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­სპორ­ტო მარ­შრუ­ტის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 2018 წლის იან­ვარ­ში და­ინ­ტე­რეს­დნენ. TITR-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან ერ­თად, „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ უკვე თა­ნამ­შრომ­ლობს შუა დე­რეფ­ნის სტრა­ტე­გი­ულ პორ­ტებ­თან, რო­გო­რე­ბიც არი­ან კუ­რი­კი (ყა­ზა­ხე­თი), აქ­ტაუ (ყა­ზა­ხე­თი), ხორ­გო­სი (ყა­ზა­ხე­თი-ჩი­ნე­თი), ბა­ქოს პორ­ტი (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი).

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“ წევრი გახდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“ წევრი გახდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“, იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR)“ ასოცირებული წევრი ორგანიზაცია გახდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბაქოში TITR-ის სხდომაზე მიიღეს.

ასოციაციაში ანაკლიის პორტის გაწევრიანებას კენჭისყრაზე საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტი“ აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილე ქვეყნებსა და რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშეებს აერთიანებს. მისი წევრები არიან წამყვანი საზღვაო და სატრანსპორტო კომპანიები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან. გაერთიანება მიზნად ისახავს შუა დერეფნის პოპულარიზაციას, აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვის პროცედურების დაჩქარება-გამარტივებას და სპეციალური შეღავათიანი ტარიფების შემუშვებას. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი კონკურენციას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტებს უწევს. ორგანიზაციის მხარეები თანხმდებიან, რომ ანაკლიის პორტის პოპულარიზაცია რეგიონის ყველა მოთამაშისათვის მნიშვნელოვანი ამოცანაა და დერეფნის განვითარებისთვის ძირეულია მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით დასრულება.

“შუა დერეფნის წევრებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ იგრძნობოდა მხარდაჭერა და დიდი მოლოდინი, რომელიც ახალი პორტის მიმართ ჩვენს პარტნიორებს აქვთ. საქართველო „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა ჩვენს ქვეყანაში შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის აუცილებელი პირობაა. ანაკლიის პორტს მიმართ ინტერესი საგრძნობლად მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ ოპერირებს და მშენებლობის ადრეულ ეტაპზეა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

TITR-ის სხდომა ბაქოში მიმდინარე სერთაშორისო საპორტო კონფერენციის პარალელურად გაიმართა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და „ანაკლია სითი“ ბაქოში მიმდინარე „პორტებისა და ნავსადგურების საერთაშორისო გაერთიანების (IAPH)” კონფერენციის მონაწილეები არიან, სადაც შეხვედრებს მართავენ საზღვაო და სატრანსპორტო სექტორის წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან.

ანაკლიის პორტით „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წარმომადგენლები 2018 წლის იანვარში დაინტერესდნენ. TITR-ში გაწევრიანებასთან ერთად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ უკვე თანამშრომლობს შუა დერეფნის სტრატეგიულ პორტებთან, როგორებიც არიან კურიკი (ყაზახეთი), აქტაუ (ყაზახეთი), ხორგოსი (ყაზახეთი-ჩინეთი), ბაქოს პორტი (აზერბაიჯანი).

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი