კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იქნება ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი - პოლიტოლოგების წინასაარჩევნო პროგნოზები
ვინ იქნება ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი - პოლიტოლოგების წინასაარჩევნო პროგნოზები

2018 წლის ოქ­ტომ­ბე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში იმ თა­რი­ღად დარ­ჩე­ბა, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ბო­ლო­ჯერ აირ­ჩევს სა­კუ­თარ პრე­ზი­დენტს. ბო­ლო­ჯერ გა­დავ­წყვეტთ, თუ ვინ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე; ვინ იქ­ნე­ბა ის ხმა, რო­მე­ლიც პარ­ტი­უ­ლი მი­კუთ­ვნე­ბუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის პრობ­ლე­მას გა­ნურ­ჩევ­ლად გა­აჟ­ღე­რებს.

მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მკვეთ­რად შე­უკ­ვე­ცეს (გან­სა­კუთ­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ), ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ისიც კი იფიქ­როს, რომ აზრი აღარ აქვს, ვინ და­ი­კა­ვებს ამ პოსტს. თუმ­ცა, აზრი დიახ რომ აქვს, რად­გან ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებს მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა ამ­ჯო­ბი­ნოს, იფიქ­როს სა­ხელ­მწი­ფო­ზე და არა ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე.

შექ­მნი­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია იმან, თუ რო­გორ გა­და­წყვე­ტენ ბოლო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე პარ­ტი­ე­ბი ოპო­ნი­რე­ბას. ზო­გი­ერ­თი (მაგ, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) სა­ერ­თოდ არ აპი­რებს დრო­ი­სა და რე­სურ­სის ამ არ­ჩევ­ნებ­ზე და­ხარ­ჯვას და შე­სა­ბა­მი­სად, არც კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნას, ზო­გი­ერ­თი კი პი­რი­ქით - სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­და­ტის და­მარ­ცხე­ბის მიზ­ნით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით ბრძო­ლას გეგ­მავს.

პრე­მი­ე­რი ივა­ნიშ­ვი­ლი და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, 2013 წელი

სა­უბ­რე­ბი, რომ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი სა­ერ­თო კან­დი­და­ტის გარ­შე­მო კონ­სო­ლი­და­ცი­ას აპი­რებს, რამ­დე­ნი­მე თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ­გვა­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მომ­ხრე და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა“. სა­ერ­თო კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნის მომ­ხრეა პარ­ტია „ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი, გი­ორ­გი ვა­შა­ძეც, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ა­ზე ჯერ კი­დევ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის დროს სა­უბ­რობ­და და მათ პრა­ი­მე­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას სთა­ვა­ზობ­და. არ­ჩევ­ნებ­ზე ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მხარს უჭე­რენ „ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბიც“. პარ­ტი­ის ლი­დე­რის, მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძის აზ­რით, ქვე­ყა­ნას უპარ­ტიო პრე­ზი­დენ­ტი სჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ოპო­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შეძ­ლონ. მი­სი­ვე თქმით, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი და მი­სა­ღე­ბია. ამა­ვე აზრს იზი­ა­რე­ბენ პარ­ტი­ა­ში „თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი“ და თვლი­ან, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად არ სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა არც კონ­სულ­ტა­ცი­ებ­სა და შე­საძ­ლო შე­თან­ხმე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ პრო­რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე პარ­ტი­ე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ოპო­ზი­ცი­ის ერთი კან­დი­და­ტის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს პო­ლი­ტო­ლოგ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა. მათი აზ­რით, ამ­გვა­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის სურ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ას ყო­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ უჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში არაფ­რით არ სრულ­დე­ბა.

„ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი რი­ტო­რი­კის ნა­წი­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უშე­დე­გოდ. ამა­ში რომ დავ­რწმუნ­დეთ, უნდა გა­დავ­ხე­დოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის ლან­დშაფტს - თუ ჩვენ ავი­ღებთ ისეთ პარ­ტი­ებს, რომ­ლებ­საც პულ­სი ესინ­ჯე­ბათ, ვნა­ხავთ, რომ მათ შო­რის ან­ტა­გო­ნიზ­მი იმა­ზე უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე მათ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის. მა­გა­ლი­თად, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - მათ ახლა ერ­თმა­ნე­თი უფრო მე­ტად ეზი­ზღე­ბათ, ვიდ­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". იგი­ვე "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" და თუნ­დაც ეს ორი­ვე პარ­ტია. მათი კონ­სო­ლი­და­ცია თუნ­დაც სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნით, ჩემი აზ­რით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია ბევ­რი მი­ზე­ზის გამო. მტრე­ბი მა­შინ ერ­თი­ან­დე­ბი­ან ერთი მიზ­ნის­თვის, როცა ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მათ კი ამის მი­ზე­ზი არ აქვთ,“ - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ოპო­ზი­ცია პარ­ტი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის გვერ­დზე გა­და­დე­ბას და სა­ერ­თო კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნას შეძ­ლებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ გა­მარ­ჯვე­ბა ოპო­ზი­ცი­ას არ და­უთ­მოს.

„ოც­ნე­ბა არც ერთი რე­ა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტის გა­მარ­ჯვე­ბას არ და­უშ­ვებს. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. რა თქმა უნდა, ოპო­ზი­ცი­ურ­მა კან­დი­დატ­მა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს (პრო­ცენ­ტებს ვგუ­ლის­ხმობ), მაგ­რამ "ოც­ნე­ბა" არ დათ­მობს გა­მარ­ჯვე­ბას. თუ რა თქმა უნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ჭი­რო დო­ზით არ გა­მო­ფხიზ­ლდა. ძა­ლი­ან რთუ­ლად წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ოპო­ზი­ცი­ის ყვე­ლა­ზე უკე­თეს­მა კან­დი­დატ­მაც კი მო­ა­ხერ­ხოს გა­მარ­ჯვე­ბა“ - გა­ნა­ცხა­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აუ­დი­ტის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პო­ლი­ტო­ლო­გი­ის დოქ­ტორ­მა, არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

იმის­თვის, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ­მა კან­დი­დატ­მა არ მო­ი­პო­ვოს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე მოძ­ვე­ლე­ბულ, მაგ­რამ კარ­გად ნა­ცად ხერ­ხს მი­მარ­თავს. უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია, რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის წარ­მო­ჩე­ნას „სის­ხლი­ან ცხრა წელ­ზე“ სა­უბ­რით ცდი­ლობს. ეს ტენ­დენ­ცია კი არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში უფრო ძლი­ერ­დე­ბა.

„მცი­რე შან­სია, რომ ოპო­ზი­ცი­ამ კონ­სო­ლი­და­ცია მო­ახ­დი­ნოს, მაგ­რამ თუ მა­ინც შეძ­ლე­ბენ ერთ კან­დი­დატ­ზე შე­ჯე­რე­ბას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას იმა­ზე აა­გებს, რომ ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტია. აქამ­დეც მათი ძი­რი­თა­დი გზავ­ნი­ლი ეს იყო - რომ ჩვენ ვართ ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­უძ­ლე­ბელს ხდის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ არ­ჩევ­ნებ­ზეც ეს მო­ტი­ვი დარ­ჩე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ნო­დი­ამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

მარ­თა­ლია პა­რა­დოქ­სუ­ლად ჟღერს, თუმ­ცა ფაქ­ტია - ერთი მხრივ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხარ­და­ჭე­რას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი გან­სა­ზღვრავს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლია ის, რაც პარ­ტი­ა­სა და მის სი­ახ­ლო­ვეს მყოფ პი­რებს არ­ჩევ­ნებ­ზე დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს. თუ პო­ლი­ტო­ლოგ­თა მო­საზ­რე­ბებს და­ვეყ­რდნო­ბით, ოქ­ტომ­ბრის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, „სის­ხლი­ან სა­ა­კაშ­ვილ­სა“ და „ცო­ცხებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ბებს“ სულ უფრო ხში­რად მო­ვის­მენთ. ამ­დე­ნად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ მო­უ­წევს, „მცუ­რავ ხე­ებ­სა“ და „ცო­ცხებს“ შო­რის არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს.

„ყვე­ლა­ფე­რი მი­შას ბრა­ლი იყო - ეს არის ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა, რომ ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი აპა­ტი­ოს. ერთი მხრივ, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ლა­პა­რა­კობს სის­ხლი­ან 9 წელ­ზე და მე­ო­რე მხრივ, მზად არის ყვე­ლას გა­უ­რიგ­დეს, ვინც მი­შას შე­ა­გი­ნებს. რო­გორ აბ­სურ­დამ­დე მი­ვე­დით იცით, რომ ნი­ურ­ბერ­გის პრო­ცეს­ზე რომ ამ­დგა­რი­ყო პრო­კუ­რო­რი და ყვე­ლას­თვის გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ასე­თი პი­რო­ბით: თქვენ ჰიტ­ლერს შე­ა­გი­ნეთ და არა თუ გა­პა­ტი­ებთ ყვე­ლა­ფერს, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც კი დაგ­ტო­ვებთ. აი, და­ახ­ლო­ე­ბით ასე მო­იქ­ცა ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს მიშა ხომ არ აშა­ვებ­და?!“ - აღ­ნიშ­ნავს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე არი­ან ისე­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ნი­რე­ბა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით გა­და­წყვი­ტეს. მა­გა­ლი­თად, პარ­ტია „გირჩმა“ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე უკვე და­ა­სა­ხე­ლა. სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს არც "შე­ნე­ბის" მოძ­რა­ო­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი. თუმ­ცა, თუ პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვილს და­ვე­სეს­ხე­ბით, ამ პარ­ტი­ებს „პულ­სი არ ესინ­ჯე­ბათ“.

და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად ბრძო­ლა გა­და­წყვი­ტა „ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლო­მაც“, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­რი­გე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­უ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა „ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ არც ვა­ნი­სა და ხო­ნის არ­ჩევ­ნე­ბის დროს არ გა­ი­ზი­ა­რა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კან­დი­და­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მარ­ტომ უშე­დე­გოდ იბ­რძო­ლა. პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მათი ბრძო­ლა ასე­თი­ვე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა უახ­ლო­ე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

„ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ლო­ი­ა­ლო­ბა (უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი) რა თქმა უნდა, მი­ი­ღო და ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რა­მის სა­ნაც­ვლოდ - მი­შას შე­ა­გი­ნე. ჩვენ­თან ხომ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­დულ­გენ­ცი­ე­ბი ამ ნიშ­ნით იწე­რე­ბა - ვინც მი­შას შე­ა­გი­ნებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მზად არის გა­მო­უ­წე­როს ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტი­ვი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ არ იბ­რძვის ზო­გა­დად ამომ­რჩევ­ლის­თვის, მისი ბრძო­ლის ველი არის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამომ­რჩევ­ლის გად­მო­ქაჩ­ვა. ამომ­რჩე­ველს, ვინც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ უარი უთხრა, მი­შა­ზე ნაკ­ლე­ბად არ ეზი­ზღე­ბა ბო­კე­რია, თუ უფრო მე­ტად არა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამომ­რჩევ­ლის­თვის ბრძო­ლა მათ­თვის, უახ­ლო­ეს წლებ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპერ­სპექ­ტი­ვოა,“ - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ვინ იქ­ნე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თან საბ­რძოლ­ვე­ლა­დაც ოპო­ზი­ცია ერ­თად თუ ცალ-ცალ­კე ასე ემ­ზა­დე­ბა, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ჯერ არ გა­უ­სა­ჯა­რო­ვე­ბია. შე­საძ­ლოა, ამ ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბა ჯერ თა­ვა­დაც კი არ იცო­დეს. არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნის თქმით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­ჭი­რო კან­დი­და­ტის პოვ­ნა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა.

„ქარ­თულ ოც­ნე­ბას, რა თქმა უნდა, უჭირს თა­ვის­თვის სა­ჭი­რო კან­დი­და­ტის პოვ­ნა. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ვი­საც ბი­ძი­ნა კან­დი­და­ტო­ბას შეს­თა­ვა­ზებს, არა­ერ­თი მათ­გა­ნი უარს ეტყვის. პო­ლიტ­საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ივა­ნიშ­ვილს გა­ნახ­ლე­ბის არც რე­სურ­სი, არს სურ­ვი­ლი და არც უნა­რი აღარ გა­აჩ­ნია,“ - აღ­ნიშ­ნა არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა.

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ნო­დია ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ჯე­რად შე­ეც­დე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მსგავ­სი შეც­დო­მა აღარ გა­ი­მე­ო­როს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ერ­თგუ­ლი ფი­გუ­რა იყო­ლი­ოს.

„ოპო­ზი­ცია არის ძა­ლი­ან სუს­ტი, სი­მეტ­რი­ას ისი­ნი ვერ შექ­მნი­ან ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში. ამომ­რჩევ­ლის თვალ­ში ეს არის არ­ჩევ­ნე­ბი ცუდ­სა და უა­რესს შო­რის. მას არ მოს­წონს არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და არც ოპო­ზი­ცია (არც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, არც ცალ-ცალ­კე). შე­სა­ბა­მი­სად, ამომ­რჩე­ვე­ლი მზად არის ერთჯე­რა­დად გა­ი­ყი­დოს,“ - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ერ­თა­დერ­თი, ვი­საც ამ შე­დე­გის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია, ისევ სა­ზო­გა­დო­ე­ბაა. იმი­სათ­ვის, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი შე­იც­ვა­ლოს, სა­ერ­თო მიზ­ნის გარ­შე­მო კონ­სო­ლი­და­ცია ოპო­ზი­ცი­ა­ზე მე­ტად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რე­ა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა არა წელს, არა­მედ 2020 წლის­თვის გა­ი­მარ­თე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ არ­ჩევ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბაც პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­სა­ვით და­ბა­ლია.

და მა­ინც, მა­შინ როცა ოქ­ტომ­ბერ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­დალს ბო­ლო­ჯერ ავირ­ჩევთ, ალ­ბათ, ჯო­ბია ნი­ჰი­ლიზ­მი ცოტა ხნით გვერ­დით გა­დავ­დოთ, რად­გან ჩვენს ნაც­ვლად ამ არ­ჩე­ვანს უკვე 2020 წელს არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი გა­ა­კე­თებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ვინ იქნება ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი - პოლიტოლოგების წინასაარჩევნო პროგნოზები

ვინ იქნება ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი - პოლიტოლოგების წინასაარჩევნო პროგნოზები

2018 წლის ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში იმ თარიღად დარჩება, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ბოლოჯერ აირჩევს საკუთარ პრეზიდენტს. ბოლოჯერ გადავწყვეტთ, თუ ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო არენაზე; ვინ იქნება ის ხმა, რომელიც პარტიული მიკუთვნებულობის მიუხედავად, ყველა მოქალაქის პრობლემას განურჩევლად გააჟღერებს.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უფლებამოსილება მკვეთრად შეუკვეცეს (განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ), ზოგიერთმა შეიძლება ისიც კი იფიქროს, რომ აზრი აღარ აქვს, ვინ დაიკავებს ამ პოსტს. თუმცა, აზრი დიახ რომ აქვს, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც პარტიულ ინტერესებს მოქალაქეთა ინტერესები უნდა ამჯობინოს, იფიქროს სახელმწიფოზე და არა ძალაუფლებაზე.

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, დიდი ინტერესი გამოიწვია იმან, თუ როგორ გადაწყვეტენ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიები ოპონირებას. ზოგიერთი (მაგ, რესპუბლიკური პარტია) საერთოდ არ აპირებს დროისა და რესურსის ამ არჩევნებზე დახარჯვას და შესაბამისად, არც კანდიდატის წარდგენას, ზოგიერთი კი პირიქით - სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების მიზნით, გაერთიანებული ძალებით ბრძოლას გეგმავს.

პრემიერი ივანიშვილი და საპრეზიდენტო კანდიდატი მარგველაშვილი, 2013 წელი

საუბრები, რომ ოპოზიციის ნაწილი საერთო კანდიდატის გარშემო კონსოლიდაციას აპირებს, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამგვარი გაერთიანების მომხრე და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ინიციატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. საერთო კანდიდატის წარდგენის მომხრეა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძეც, რომელიც ოპოზიციის კონსოლიდაციაზე ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნების დროს საუბრობდა და მათ პრაიმერების ჩატარებას სთავაზობდა. არჩევნებზე ოპოზიციური ძალების გაერთიანებას მხარს უჭერენ „ახალი მემარჯვენეებიც“. პარტიის ლიდერის, მამუკა კაციტაძის აზრით, ქვეყანას უპარტიო პრეზიდენტი სჭირდება იმისათვის, რომ ოპოზიციურმა ძალებმა გაერთიანება შეძლონ. მისივე თქმით, მარგველაშვილის კანდიდატურა ამ ეტაპზე ყველაზე სასურველი და მისაღებია. ამავე აზრს იზიარებენ პარტიაში „თავისუფალი დემოკრატები“ და თვლიან, რომ გიორგი მარგველაშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც „ქართული ოცნების“ პირობებში ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. გაერთიანებაზე აქტიურად არ საუბრობენ, თუმცა არც კონსულტაციებსა და შესაძლო შეთანხმებას გამორიცხავენ პრორუსული ორიენტაციის მქონე პარტიები.

მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანების შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს პოლიტოლოგთა უმრავლესობა. მათი აზრით, ამგვარი გაერთიანებების სურვილი ოპოზიციას ყოველი არჩევნების წინ უჩნდება ხოლმე, რაც საბოლოო ჯამში არაფრით არ სრულდება.

„ეს არის პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი, აბსოლუტურად უშედეგოდ. ამაში რომ დავრწმუნდეთ, უნდა გადავხედოთ პოლიტიკური ელიტის ლანდშაფტს - თუ ჩვენ ავიღებთ ისეთ პარტიებს, რომლებსაც პულსი ესინჯებათ, ვნახავთ, რომ მათ შორის ანტაგონიზმი იმაზე უფრო მაღალია, ვიდრე მათსა და ხელისუფლებას შორის. მაგალითად, "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" - მათ ახლა ერთმანეთი უფრო მეტად ეზიზღებათ, ვიდრე "ქართული ოცნება". იგივე "პატრიოტთა ალიანსი" და თუნდაც ეს ორივე პარტია. მათი კონსოლიდაცია თუნდაც საარჩევნო მიზნით, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გამორიცხულია ბევრი მიზეზის გამო. მტრები მაშინ ერთიანდებიან ერთი მიზნისთვის, როცა ქვეყანაში რევოლუციური მდგომარეობაა. მათ კი ამის მიზეზი არ აქვთ,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიცია პარტიული ამბიციების გვერდზე გადადებას და საერთო კანდიდატის წარდგენას შეძლებს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამარჯვება ოპოზიციას არ დაუთმოს.

„ოცნება არც ერთი რეალური ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას არ დაუშვებს. ეს გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ოპოზიციურმა კანდიდატმა შეიძლება მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს (პროცენტებს ვგულისხმობ), მაგრამ "ოცნება" არ დათმობს გამარჯვებას. თუ რა თქმა უნდა, საზოგადოება საჭირო დოზით არ გამოფხიზლდა. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ოპოზიციის ყველაზე უკეთესმა კანდიდატმაც კი მოახერხოს გამარჯვება“ - განაცხადა დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგიის დოქტორმა, არმაზ ახვლედიანმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა კანდიდატმა არ მოიპოვოს, მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება უკვე მოძველებულ, მაგრამ კარგად ნაცად ხერხს მიმართავს. უკვე მეექვსე წელია, რაც „ქართული ოცნება“ საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას „სისხლიან ცხრა წელზე“ საუბრით ცდილობს. ეს ტენდენცია კი არჩევნების პერიოდში უფრო ძლიერდება.

„მცირე შანსია, რომ ოპოზიციამ კონსოლიდაცია მოახდინოს, მაგრამ თუ მაინც შეძლებენ ერთ კანდიდატზე შეჯერებას, ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიას იმაზე ააგებს, რომ ეს სააკაშვილის კანდიდატია. აქამდეც მათი ძირითადი გზავნილი ეს იყო - რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც შეუძლებელს ხდის ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას და სავარაუდოდ, ამ არჩევნებზეც ეს მოტივი დარჩება,“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

მართალია პარადოქსულად ჟღერს, თუმცა ფაქტია - ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი განსაზღვრავს, ხოლო მეორე მხრივ, სწორედ სააკაშვილის სახელია ის, რაც პარტიასა და მის სიახლოვეს მყოფ პირებს არჩევნებზე დარტყმას მიაყენებს. თუ პოლიტოლოგთა მოსაზრებებს დავეყრდნობით, ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, „სისხლიან სააკაშვილსა“ და „ცოცხებთან დაკავშირებულ ამბებს“ სულ უფრო ხშირად მოვისმენთ. ამდენად, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწევს, „მცურავ ხეებსა“ და „ცოცხებს“ შორის არჩევანი გააკეთოს.

„ყველაფერი მიშას ბრალი იყო - ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური ამოცანა, რომ ყველას ყველაფერი აპატიოს. ერთი მხრივ, ქართული ოცნება ლაპარაკობს სისხლიან 9 წელზე და მეორე მხრივ, მზად არის ყველას გაურიგდეს, ვინც მიშას შეაგინებს. როგორ აბსურდამდე მივედით იცით, რომ ნიურბერგის პროცესზე რომ ამდგარიყო პროკურორი და ყველასთვის გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება ასეთი პირობით: თქვენ ჰიტლერს შეაგინეთ და არა თუ გაპატიებთ ყველაფერს, არამედ ხელისუფლებაშიც კი დაგტოვებთ. აი, დაახლოებით ასე მოიქცა ქართული ოცნება. ყველაფერს მიშა ხომ არ აშავებდა?!“ - აღნიშნავს ხუხაშვილი.

პოლიტიკურ არენაზე არიან ისეთი ოპოზიციური ძალებიც, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ოპონირება საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს. მაგალითად, პარტია „გირჩმა“ პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე უკვე დაასახელა. საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს არც "შენების" მოძრაობის დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი. თუმცა, თუ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს დავესესხებით, ამ პარტიებს „პულსი არ ესინჯებათ“.

დანარჩენებისგან განცალკევებულად ბრძოლა გადაწყვიტა „ევროპულმა საქართველომაც“, რომელსაც ოპოზიციური ძალები ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. საერთო ოპოზიციური სულისკვეთება „ევროპულმა საქართველომ“ არც ვანისა და ხონის არჩევნების დროს არ გაიზიარა და ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ მარტომ უშედეგოდ იბრძოლა. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მათი ბრძოლა ასეთივე წარუმატებელი იქნება უახლოესი წლების განმავლობაში.

„ევროპულმა საქართველომ ხელისუფლების მხრიდან ლოიალობა (უსაფრთხოების გარანტიები) რა თქმა უნდა, მიიღო და ძალიან მარტივი რამის სანაცვლოდ - მიშას შეაგინე. ჩვენთან ხომ პოლიტიკური ინდულგენციები ამ ნიშნით იწერება - ვინც მიშას შეაგინებს, ხელისუფლება მზად არის გამოუწეროს ნებისმიერი პატივი. ხშირ შემთხვევაში, ევროპული საქართველოს და ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. „ევროპული საქართველო“ არ იბრძვის ზოგადად ამომრჩევლისთვის, მისი ბრძოლის ველი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გადმოქაჩვა. ამომრჩეველს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა, მიშაზე ნაკლებად არ ეზიზღება ბოკერია, თუ უფრო მეტად არა. აქედან გამომდინარე ამომრჩევლისთვის ბრძოლა მათთვის, უახლოეს წლებში, აბსოლუტურად უპერსპექტივოა,“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ვინ იქნება ის ადამიანი, ვისთან საბრძოლველადაც ოპოზიცია ერთად თუ ცალ-ცალკე ასე ემზადება, „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ გაუსაჯაროვებია. შესაძლოა, ამ ადამიანის ვინაობა ჯერ თავადაც კი არ იცოდეს. არმაზ ახვლედიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საჭირო კანდიდატის პოვნა ძალიან გაუჭირდება.

„ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, უჭირს თავისთვის საჭირო კანდიდატის პოვნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ბიძინა კანდიდატობას შესთავაზებს, არაერთი მათგანი უარს ეტყვის. პოლიტსაბჭოს შემადგენლობამ აჩვენა, რომ ივანიშვილს განახლების არც რესურსი, არს სურვილი და არც უნარი აღარ გააჩნია,“ - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ ხელისუფლება ამჯერად შეეცდება მარგველაშვილის მსგავსი შეცდომა აღარ გაიმეოროს და მაქსიმალურად ერთგული ფიგურა იყოლიოს.

„ოპოზიცია არის ძალიან სუსტი, სიმეტრიას ისინი ვერ შექმნიან ვერცერთ შემთხვევაში. ამომრჩევლის თვალში ეს არის არჩევნები ცუდსა და უარესს შორის. მას არ მოსწონს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია (არც გაერთიანებული, არც ცალ-ცალკე). შესაბამისად, ამომრჩეველი მზად არის ერთჯერადად გაიყიდოს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ერთადერთი, ვისაც ამ შედეგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეუძლია, ისევ საზოგადოებაა. იმისათვის, რომ მოსალოდნელი შედეგი შეიცვალოს, საერთო მიზნის გარშემო კონსოლიდაცია ოპოზიციაზე მეტად, საზოგადოებას სჭირდება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რეალური ძალაუფლებისთვის ბრძოლა არა წელს, არამედ 2020 წლისთვის გაიმართება, საზოგადოების ამ არჩევნებით დაინტერესებაც პრეზიდენტის უფლებამოსილებასავით დაბალია.

და მაინც, მაშინ როცა ოქტომბერში ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს ბოლოჯერ ავირჩევთ, ალბათ, ჯობია ნიჰილიზმი ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ, რადგან ჩვენს ნაცვლად ამ არჩევანს უკვე 2020 წელს არჩეული პარლამენტი გააკეთებს...

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე პირი

"სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია" - რას ამბობს სოზარ სუბარი 20-21 ივნისის მოვლენებზე

პარლამენტში ორი პოლიტიკური ჯგუფი - "მოქალაქეები" და "გირჩი" რეგისტრირდება