10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა - ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა - ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს

სას­ტუმ­რო “ბილტმორ­ში”, სა­დაც ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის ყრი­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა. სას­ტუმ­რო­ში მი­ვიდ­ნენ ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ და­ვით ქევ­ხიშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ითხოვ­დნენ ყრი­ლო­ბა­ზე შეს­ვლას. თავ­და­პირ­ვე­ლად ყრი­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დარ­ბაზ­ში შე­ვი­და 8-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, თუმ­ცა შემ­დგომ მათი რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ გა­ი­ზარ­და და თით­ქმის სრუ­ლად შე­უშ­ვეს ყვე­ლა.

ყრი­ლო­ბა და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყრი­ლო­ბა­ზე ორ სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ: ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ან­გა­რი­შის მოს­მე­ნა და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა. დარ­ბაზ­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია კერ­ძო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის “ალ­გა­ნის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. სწო­რედ ისი­ნი არ უშ­ვებ­დნენ სპორ­ტსმე­ნებს იმ დარ­ბაზ­ში, სა­დაც ყრი­ლო­ბა ტარ­დე­ბა.

"მე ვი­ცავ არა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლის ყოფ­ნას, არა­მედ ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტს" - ამის შე­სა­ხებ ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა და­ვით ქევ­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ყრი­ლო­ბა­ზე შე­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და სხვა სპორ­ტსმე­ნე­ბი. რო­გორც ყრი­ლო­ბა­ზე შეს­ვლამ­დე ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ისი­ნი და­ვით ქევ­ხიშ­ვილს და­უს­ვამ­დნენ ყვე­ლა კი­თხვას, რაც მათ აქვთ.

თუმ­ცა, მა­ლე­ვე ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის ყრი­ლო­ბა და­ვით ქევ­ხიშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა ძი­უ­დო­ის­ტებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვეს. რო­გორც ძი­უ­დო­ის­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, ისი­ნი და­ე­ლო­დე­ბი­ან დღეს შექ­მნი­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რის ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ძი­უ­დო­ის­ტებ­მა ყრი­ლო­ბა­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია, ისა­უბ­რეს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე და დას­ვეს კონ­კრე­ტუ­ლი შე­კი­თხვე­ბი, თუმ­ცა და­ვით ქევ­ხიშ­ვილს და ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ამ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა არ უც­დი­ათ, რის შემ­დე­გაც მი­ი­ღეს ყრი­ლო­ბის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჭრი­კიშ­ვი­ლის თქმით, ყრი­ლო­ბა­ზე რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბას ან ექ­სცესს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა - ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა - ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს

სასტუმრო “ბილტმორში”, სადაც ძიუდოს ფედერაციის ყრილობა მიმდინარეობს, სიტუაცია დაიძაბა. სასტუმროში მივიდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებული სპორტსმენები, რომლებიც სრული შემადგენლობით ითხოვდნენ ყრილობაზე შესვლას. თავდაპირველად ყრილობის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დარბაზში შევიდა 8-კაციანი ჯგუფი, თუმცა შემდგომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდა და თითქმის სრულად შეუშვეს ყველა.

ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ყრილობაზე ორ საკითხს განიხილავენ: ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა და შექმნილ ვითარებაზე მსჯელობა. დარბაზთან მობილიზებულია კერძო დაცვის სამსახურის “ალგანის” თანამშრომლები. სწორედ ისინი არ უშვებდნენ სპორტსმენებს იმ დარბაზში, სადაც ყრილობა ტარდება.

"მე ვიცავ არა ამ თანამდებობაზე დავით ქევხიშვილის ყოფნას, არამედ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს" - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა.

ყრილობაზე შევიდნენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და სხვა სპორტსმენები. როგორც ყრილობაზე შესვლამდე ლიპარტელიანმა განაცხადა, ისინი დავით ქევხიშვილს დაუსვამდნენ ყველა კითხვას, რაც მათ აქვთ.

თუმცა, მალევე ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ძიუდოისტებმა განაცხადეს, ისინი დაელოდებიან დღეს შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას და სწორედ ამის მიხედვით იმოქმედებენ.

საქართველოს ნაკრების წევრის ავთანდილ ჭრიკიშვილის განმარტებით, ძიუდოისტებმა ყრილობაზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, ისაუბრეს ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიებზე და დასვეს კონკრეტული შეკითხვები, თუმცა დავით ქევხიშვილს და ფედერაციის წარმომადგენლებს ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა არ უცდიათ, რის შემდეგაც მიიღეს ყრილობის დატოვების გადაწყვეტილება. ჭრიკიშვილის თქმით, ყრილობაზე რაიმე დაპირისპირებას ან ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ