პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გუგული მაღრაძის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ საბაზო დაფინანსება და მხოლოდ სტუდენტების მიერ მიტანილ დაფინანსებაზე არ იყოს დამოკიდებული.
“როცა უმაღლესი სასწავლებელი დამოკიდებულია სტუდენტის მიერ მიტანილ ფულზე, ეს გარკვეულ უხერხულობებს ქმნის. ასეთ შემთხვევაში ყურადღებას აქცევ არა სწავლების ხარისხს, არამედ იმას, რომ შეინარჩუნო სტუდენტი. როდესაც უმაღლეს სასწავლებლებს აქვს საბაზისო დაფინანსება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მაღრაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“, განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას.
ამასთან, დეპუტატის თქმით, სხვადასხვა სპეციალობების მომზადებას სხვადასხვა ოდენობის თანხა სჭირდება და “ამიტომ უნივერსიტეტებს სწორი დაფინანსება ექნებათ“.