საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბიბლუსი“ 10 წლისაა - როგორ იქმნებოდა კომპანიის 10 წლიანი ისტორია
„ბიბლუსი“ 10 წლისაა - როგორ იქმნებოდა კომპანიის 10 წლიანი ისტორია

2018 წელი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "ბიბ­ლუ­სის­თვის" სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლია - ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის საყ­ვა­რე­ლი კომ­პა­ნია 23 მა­ისს 10 წლის ხდე­ბა. "ბიბ­ლუ­სის" პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია 2008 წელს თბი­ლის­ში, იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე გა­იხ­სნა. სწო­რედ ეს პა­ტა­რა მა­ღა­ზია გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის შექ­მნის, რო­მე­ლიც 10 წლის შემ­დეგ 56 ფი­ლი­ალს აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში და ემ­სა­ხუ­რე­ბა ერთ მი­ზანს: წიგ­ნის კი­თხვა კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დოს მკი­თხველ­ში. იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ იქ­მნე­ბო­და "ბიბ­ლუ­სის" 10 წლი­ა­ნი ის­ტო­რია, "კვი­რის პა­ლიტ­რა" კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს ირაკ­ლი გაგ­ნი­ძეს ესა­უბ­რა:

- ათი წლის წინ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობ­და შუ­ა­მა­ვა­ლი მკი­თხველ­სა და წიგნს შო­რის, რო­მე­ლიც კი­თხვის მოყ­ვა­რუ­ლებს რო­გორც კლა­სი­კურ, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის ხა­რის­ხი­ან და მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს შეს­თა­ვა­ზებ­და. ალ­ბათ, სწო­რედ ასე­თი ვი­თა­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და, რომ წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის დო­ნეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ბა­ლი იყო. „ბიბ­ლუ­სის“ შექ­მნის იდე­აც ამი­ტომ გაჩ­ნდა - თავ­და­პირ­ვე­ლად, არა­ვის უფიქ­რია ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელ­ზე, ანა­ლი­ზიც კი არ გაგ­ვი­კე­თე­ბია რა შე­მო­სა­ვალს მოგ­ვი­ტან­და პირ­ვე­ლი მა­ღა­ზი­ის გახ­სნა, უბ­რა­ლოდ, გაჩ­ნდა იდეა – წიგ­ნი მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა მკი­თხვე­ლის­თვის და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თი­თო­ე­ულ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ენ­თუ­ზი­აზ­მის დო­ნე­ზე და­ი­წყო. პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე გავ­ხსე­ნით. „ბიბ­ლუ­სის“და­არ­სე­ბი­დან მა­ლე­ვე სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ერთ-ერთ ბანკს ვეს­ტუმ­რე და რო­დე­საც ოპე­რა­ტორს ჩემი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ შე­ი­ძი­ნა მის­თვის საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი, რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი იყო მომ­სა­ხუ­რე­ბით და მა­ღა­ზი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­თი. მივ­ხვდი, რომ „ბიბ­ლუ­სი“ მა­ლე­ვე იქცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საყ­ვა­რელ ბრენ­დად.

- იდე­ამ რომ ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლა, „ბიბ­ლუ­სის“ წარ­მო­უდ­გენ­ლად სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბი­და­ნაც ჩანს - 10 წლის წინ, ერთი მა­ღა­ზი­ით და­წყე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, დღეს 56 ფი­ლი­ალს აერ­თი­ა­ნებს. გარ­და სწო­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო იდე­ი­სა, კი­დევ რამ გა­ნა­პი­რო­ბა „ბიბ­ლუ­სის“ 10-წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბა?

- მარ­თლაც, პირ­ველ მა­ღა­ზი­ას მა­ლე­ვე რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ა­ლი მოჰ­ყვა არამ­ხო­ლოდ დე­და­ქა­ლაქ­ში, რე­გი­ო­ნებ­შიც. წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი ფორ­მუ­ლა, ალ­ბათ, თა­ნამ­შრომ­ლებ­შია - თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გრძნობს, რომ ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებს, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ბიზ­ნე­სია და ემ­სა­ხუ­რე­ბა წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის იდე­ას. ამ მხრი­ვაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი გვაქვს, რაც არამ­ხო­ლოდ „ბიბ­ლუ­სის­თვის“, ქვეყ­ნის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ა­ვა­ნია - წიგნ­ზე მო­თხოვ­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, მკი­თხვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. პირ­ვე­ლი­ვე წლებ­ში უამ­რა­ვი მხარ­დამ­ჭე­რი გა­მოგ­ვიჩ­ნდა არამ­ხო­ლოდ გა­მომ­ცემ­ლებ­ში, სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სის წარ­მომ­დგენ­ლე­ბის მხრი­და­ნაც. არ და­მა­ვი­წყდე­ბა პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­დე­საც „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ას­თან კონ­კრე­ტუ­ლი წიგ­ნის შე­სა­ძე­ნად თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი რიგ­ში სა­ა­თო­ბით იდ­გნენ. ჩვენ ეს შევ­ძე­ლით - დღეს თუ მო­ზარ­დებ­ში კი­თხვა ისევ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ამა­ში წვლი­ლი „ბიბ­ლუს­საც“ მი­უ­ძღვის, ერთ-ერთ მთა­ვარ მო­ნა­პოვ­რად სწო­რედ ამას მი­ვიჩ­ნევთ. სტა­ტის­ტი­კას თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც დღეს ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რია და წიგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­შია ჩარ­თუ­ლი, მო­ზარ­დე­ბი არი­ან, ეს სეგ­მენ­ტი კი წიგ­ნის ბიზ­ნეს­ში, 6-7 წლის წინ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობ­და. „ბიბ­ლუ­სი“ ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის ნა­წი­ლი გახ­და.

- გარ­და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი წიგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნი­სა, „ბიბ­ლუს­ში“ მო­ე­წყო კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოც ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის...

- დღეს „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა“ მულ­ტფუნ­ქცი­უ­რი ად­გი­ლია, სა­დაც წიგ­ნის კი­თხვის­თვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი. გა­ლე­რეა აერ­თი­ა­ნებს კაფე - „პი­ა­ტო­საც“, სა­დაც მო­სულ სტუ­მარს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში და­ა­გე­მოვ­ნოს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კერ­ძე­ბი და ისი­ა­მოვ­ნოს სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნის კი­თხვით. ასე­ვე გვაქვს სა­ბავ­შვო სივ­რცე, სამ­კი­თხვე­ლო და ა.შ. „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა“ არის სივ­რცე, რო­მე­ლიც მრა­ვალ მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებს და რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში. თუმ­ცა ჩვე­ნი ყვე­ლა ფი­ლი­ა­ლის ძი­რი­თად მი­ზანს რო­გორც ყო­ველ­თვის, ახ­ლაც წარ­მო­ად­გენს „ბიბ­ლუს­ში“ მო­სუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად გა­ამ­ძაფ­რებს მათ­ში მეტი წიგ­ნის წა­კი­თხვის სურ­ვილს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

„ბიბლუსი“ 10 წლისაა - როგორ იქმნებოდა კომპანიის 10 წლიანი ისტორია

„ბიბლუსი“ 10 წლისაა - როგორ იქმნებოდა კომპანიის 10 წლიანი ისტორია

2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისთვის" საიუბილეო წელია - ქართველი მკითხველის საყვარელი კომპანია 23 მაისს 10 წლის ხდება. "ბიბლუსის" პირველი მაღაზია 2008 წელს თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე გაიხსნა. სწორედ ეს პატარა მაღაზია გახდა საფუძველი საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელის შექმნის, რომელიც 10 წლის შემდეგ 56 ფილიალს აერთიანებს სხვადასხვა რეგიონში და ემსახურება ერთ მიზანს: წიგნის კითხვა კიდევ უფრო პოპულარული გახადოს მკითხველში. იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა "ბიბლუსის" 10 წლიანი ისტორია, "კვირის პალიტრა" კომპანიის დირექტორს ირაკლი გაგნიძეს ესაუბრა:

- ათი წლის წინ, ფაქტობრივად, არ არსებობდა შუამავალი მკითხველსა და წიგნს შორის, რომელიც კითხვის მოყვარულებს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურის ხარისხიან და მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებდა. ალბათ, სწორედ ასეთი ვითარება განაპირობებდა, რომ წიგნის პოპულარიზაციის დონეც საზოგადოებაში დაბალი იყო. „ბიბლუსის“ შექმნის იდეაც ამიტომ გაჩნდა - თავდაპირველად, არავის უფიქრია ფინანსურ სარგებელზე, ანალიზიც კი არ გაგვიკეთებია რა შემოსავალს მოგვიტანდა პირველი მაღაზიის გახსნა, უბრალოდ, გაჩნდა იდეა – წიგნი მიგვეწოდებინა მკითხველისთვის და მისი განხორციელება თითოეულმა თანამშრომელმა ენთუზიაზმის დონეზე დაიწყო. პირველი მაღაზია იოსებიძის ქუჩაზე გავხსენით. „ბიბლუსის“დაარსებიდან მალევე საბანკო ოპერაციის შესასრულებლად, ერთ-ერთ ბანკს ვესტუმრე და როდესაც ოპერატორს ჩემი სამუშაო ადგილის შესახებ ვუთხარი, აღფრთოვანებული მიყვებოდა, როგორ შეიძინა მისთვის საყვარელი წიგნები, რამდენად კმაყოფილი იყო მომსახურებით და მაღაზიაში არსებული გარემოთი. მივხვდი, რომ „ბიბლუსი“ მალევე იქცა საზოგადოებისთვის საყვარელ ბრენდად.

- იდეამ რომ ნამდვილად გაამართლა, „ბიბლუსის“ წარმოუდგენლად სწრაფი განვითარებიდანაც ჩანს - 10 წლის წინ, ერთი მაღაზიით დაწყებული ბიზნესი, დღეს 56 ფილიალს აერთიანებს. გარდა სწორი და საზოგადოებისთვის საჭირო იდეისა, კიდევ რამ განაპირობა „ბიბლუსის“ 10-წლიანი წარმატება?

- მართლაც, პირველ მაღაზიას მალევე რამდენიმე ფილიალი მოჰყვა არამხოლოდ დედაქალაქში, რეგიონებშიც. წარმატების მთავარი ფორმულა, ალბათ, თანამშრომლებშია - თითოეული მათგანი გრძნობს, რომ ბევრად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ ბიზნესია და ემსახურება წიგნის პოპულარიზაციის იდეას. ამ მხრივაც მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს, რაც არამხოლოდ „ბიბლუსისთვის“, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოავანია - წიგნზე მოთხოვნა და შესაბამისად, მკითხველების რაოდენობა გაიზარდა. პირველივე წლებში უამრავი მხარდამჭერი გამოგვიჩნდა არამხოლოდ გამომცემლებში, სხვადასხვა ბიზნესის წარმომდგენლების მხრიდანაც. არ დამავიწყდება პირველი შთაბეჭდილება, როდესაც „ბიბლუსის“ მაღაზიასთან კონკრეტული წიგნის შესაძენად თინეიჯერები რიგში საათობით იდგნენ. ჩვენ ეს შევძელით - დღეს თუ მოზარდებში კითხვა ისევ პოპულარული გახდა, ამაში წვლილი „ბიბლუსსაც“ მიუძღვის, ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად სწორედ ამას მივიჩნევთ. სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც დღეს ყველაზე აქტიურია და წიგნების არჩევასა და პოპულარიზაციაშია ჩართული, მოზარდები არიან, ეს სეგმენტი კი წიგნის ბიზნესში, 6-7 წლის წინ, ფაქტობრივად, არ არსებობდა. „ბიბლუსი“ ქვეყნისა და ხალხის ნაწილი გახდა.

- გარდა მრავალფეროვანი წიგნების არჩევანისა, „ბიბლუსში“ მოეწყო კომფორტული გარემოც ლიტერატურის მოყვარულთათვის...

- დღეს „ბიბლუსი გალერეა“ მულტფუნქციური ადგილია, სადაც წიგნის კითხვისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. გალერეა აერთიანებს კაფე - „პიატოსაც“, სადაც მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს სასიამოვნო გარემოში დააგემოვნოს არაჩვეულებრივი კერძები და ისიამოვნოს სასურველი წიგნის კითხვით. ასევე გვაქვს საბავშვო სივრცე, სამკითხველო და ა.შ. „ბიბლუსი გალერეა“ არის სივრცე, რომელიც მრავალ მიმართულებას აერთიანებს და რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება მომავალში. თუმცა ჩვენი ყველა ფილიალის ძირითად მიზანს როგორც ყოველთვის, ახლაც წარმოადგენს „ბიბლუსში“ მოსული მომხმარებელისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, რომელიც თავისთავად გაამძაფრებს მათში მეტი წიგნის წაკითხვის სურვილს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს