ყოველ წელს, როცა კინოს მთავარი დღესასწაული ახლოვდება, საუბარი იწყება ნომინანტ ფილმებზე, მსახიობებზე, რეჟისორებზე და რაღა თქმა უნდა, ჩაცმულობაზე, თუ ვინ რა ბრენდის სამოსით წარსდგება ცერემონიალზე, რომელიც წლის მთავარი მოვლენაა. ახალი ცერემონიალის მოლოდინთან ერთად ყოველწლიურად ვიხსენებთ წარსულ დაჯილდოებებს, თუ ვინ როგორ გამოიყურებოდა ოსკარების დაჯოლდოებაზე. ბევრმა არც იცის, რომ 1997 წელს ოსკარების ცერემონიალს ქართველი მსახიობი ია ფარულავა დაესწრო.
ია ფარულავა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის (SAG-ის) წევრია. ის 1993 წლიდან 1998 წლამდე ლოს-ანჟელესში ცხოვრობდა. ჰოლივუდში ცხოვრებისას ის სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში, მუსიკალურ კლიპებში და დაბალბიუჯეტიან ფილმებში გადაიღეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჰოლივუდში მოღვაწეობისას ია ფარულავა რუსული წარმომავლობის მქონე, ჰოლივუდის წრეებისთვის კარგად ცნობილ თეატრალურ მოვაწესთან, გიორგი ჟდანოვთან გადიოდა სამსახიობო მასტერკლასებს. იასთან ერთად 90 წელს მიღწეულმა ჟდანოვმა, მისი მეგობრისა და თანამოაზრის მიხაილ ჩეხოვის სამსახიობო მეთოდის პრინციპების დახვეწასა და განახლებაზე იმუშავა... ნახეთ ფოტო