პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია განსაკუთრებული გემოს ქართული პროდუქტი - "გემოვანის" გამოფენა-გაყიდვა თბილისში
როგორია განსაკუთრებული გემოს ქართული პროდუქტი - "გემოვანის" გამოფენა-გაყიდვა თბილისში

პრო­ექტ „გე­მო­ვა­ნის“ ფარ­გლებ­ში „თბი­ლი­სი ივენთ ჰოლ­ში“ ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კის სურ­სა­თის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა უკვე მე­ო­რედ გა­ი­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 80-მდე მწარ­მო­ე­ბელს ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კის პრო­დუქ­ცია ჰქონ­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, ყვე­ლი, თაფ­ლი, პური, ჩირი, ჩიფ­სი, ლორი, კუ­პა­ტი, ჩაი, ტკბი­ლე­უ­ლი და სხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი. გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე მი­სულ სტუმ­რებს პრო­დუქ­ცი­ის და­გე­მოვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც ჰქონ­დათ. რო­გორც შე­ძე­ნა­ზე, ისე დე­გუს­ტა­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო, რისი მო­ლო­დი­ნიც მე­წარ­მე­ებს წინა წელს გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ ჰქონ­დათ.

"გე­მო­ვა­ნის" დი­რექ­ტო­რი­სა და დამ­ფუძ­ნებ­ლის, ოთარ ნა­ჭყე­ბი­ას გან­მარ­ტე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია, ფერ­მე­რებს თა­ვი­ან­თი ნა­ტუ­რა­ლუ­რი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ და მათი წა­ხა­ლი­სე­ბა მოხ­დეს. გარ­და ამი­სა, ნა­ჭყე­ბი­ას თქმით, „გე­მო­ვა­ნის“ მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი ფუნ­ქცია და­უბ­რუნ­დეს.

„გე­მო­ვა­ნი არის ბრენ­დი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კის სურ­სათს აერ­თი­ა­ნებს. სა­ვაჭ­რო ნიშ­ნით „გე­მო­ვა­ნი“ იმ პრო­დუქ­ცი­ის ბრენ­დი­რე­ბა მოხ­დე­ბა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ამ ეგი­დით იქ­ნე­ბა წარ­მო­ე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნით სარ­გებ­ლობს. ჩვე­ნი „მზე­თამ­ზეს“ პური უკვე თით­ქმის ყვე­ლა სუ­პერ­მარ­კე­ტის ქსელ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. დღეს აგრო-სა­სურ­სა­თო მი­მარ­თუ­ლე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ტი­პის პრო­დუქ­ცი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი - პური, ყვე­ლი, თაფ­ლი, ღვი­ნო, სხვა­დას­ხვა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი, ბოსტნე­უ­ლი, ხილი...“ - აღ­ნიშ­ნა მან.

ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კის სურ­სა­თის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას დღეს თბი­ლი­სის მე­რი­ის ეკო­ნი­მი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ან­დრია ბა­სი­ლა­ი­აც და­ეს­წრო. მისი თქმით, თბი­ლი­სის მე­რია და „გე­მო­ვა­ნი“ ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თველ მე­წარ­მე­ებს თა­ვი­ან­თი ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

„მო­მე­წო­ნა, რომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას ასე­თი ფარ­თო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს და ბევ­რი ხალ­ხია მო­სუ­ლი, რად­გან ვფიქ­რობ, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წა­მო­წყე­ბაა. „გე­მო­ვან­თან“ ვმუ­შა­ობთ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა, ეს იყოს საკ­ვი­რაო ბაზ­რე­ბი, მე­რი­ის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე „გე­მო­ვა­ნის­თვის“ გა­მოვ­ყოთ გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი, რომ ფერ­მე­რებ­მა თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა მო­ა­ხერ­ხონ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის,“ - აღ­ნიშ­ნა ბა­სი­ლა­ი­ამ.

„გე­მო­ვა­ნის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია და­ა­გე­მოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა ფატ­მა სე­რენ იაზ­გან­მა, რო­მე­ლიც შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ვერ მა­ლავ­და. მისი შე­ფა­სე­ბით იდეა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და მისი წარ­მო­ე­ბის კულ­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რია.

„მიყ­ვარს ყვე­ლა თქვე­ნი ეროვ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი, მომ­წონს იდეა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი პრუ­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა ტრა­დი­ცი­აც სა­უ­კუ­ნე­ებს ით­ვლის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღორ­ძი­ნე­ბას იწყებს. ვფიქ­რობ, რომ ამ ტრა­დი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რი იდე­აა. ღვი­ნის, პუ­რის, ყვე­ლის სხვა­დას­ხვა ხი­ლის ჩი­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და აღორ­ძი­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მომ­წონს რომ ამ ყვე­ლა­ფერს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვხე­დავ,“ - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა.

ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კის სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბა­სა და ამ სფე­როს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ზე დღეს სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც ისა­უბ­რეს. ბოლ­ნე­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ეფ­რე­მის შე­ფა­სე­ბით, ქარ­თულ მი­წას აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­და­უ­ზო­გა­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მო­სა და თვი­სე­ბე­ბის მო­სა­ვა­ლი მოგ­ვცეს.

„ვფიქ­რობ, რომ აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სურ­სა­თის სა­ხე­ო­ბე­ბი არის ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი და­ვა­გე­მოვ­ნეთ და ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე გან­ვი­თა­რე­ბულ ეპო­ქა­ში აქ­ცენ­ტი სწო­რედ ხა­რის­ხი­ან და ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქ­ცი­ა­ზე გა­კეთ­დეს და არამ­ხო­ლოდ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე მოხ­დეს აქ­ცენ­ტის გა­და­ტა­ნა. ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რითი იკ­ვე­ბე­ბა ადა­მი­ა­ნი და მად­ლი­ან ქარ­თულ მი­წას გა­აჩ­ნია ყვე­ლა ის რე­სურ­სი, რომ შრო­მის შე­დე­გად ადა­მი­ანს მის­ცეს ყვე­ლა ის ნა­ყო­ფი, რაც მისი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია,“ - დას­ძი­ნა ბოლ­ნელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა ეფ­რემ­მა.

ქარ­თუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე თა­ვად მწარ­მო­ებ­ლე­ბი სი­ხა­რულს ვერ მა­ლავ­დნენ, რად­გან პრო­დუქ­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან დიდი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ანა მი­ქა­ძე არამ­ხო­ლოდ ყველს, არა­მედ სხვა სა­ხის პრო­დუქ­ტებ­საც გა­ეც­ნო და ცალ­სა­ხად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ასე­თი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ხორ­ცი თუ ხილი მას სხვა­გან არ­სად გა­უ­სინ­ჯავს.

„აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, რად­გან ასეთ სა­ოც­რე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, იმი­ტომ რომ ეს არის უკვე ევ­რო­პა, სა­დაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზად ჩაც­მუ­ლი, ძა­ლი­ან ლა­მაზ წინ­საფ­რე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­დუქ­ცი­ას წარ­მო­ად­გე­ნენ. პრო­დუქ­ცია იმ­დე­ნად მრა­ვალ­გვა­რია, რომ სა­ერ­თოდ და­მა­ვი­წყდა, მეყ­ვე­ლე რომ ვარ! იქით სა­ო­ცა­რი ლორი, მუ­რა­ბე­ბი, ჩურ­ჩხე­ლე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი არის უნი­კა­ლუ­რი და თუ ასე­თი გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა პერ­მა­ნენ­ტულ სა­ხეს მი­ი­ღებს, ერთი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სეგ­მენ­ტი ემა­ტე­ბა ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის ტუ­რის­ტულ სექ­ტორ­ში,“ - აღ­ნიშ­ნა ანა მი­ქა­ძემ.

„გე­მო­ვა­ნი“ სტუმ­რებს მას­პინ­ძლო­ბას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და, ამ პე­რი­ოდ­ში კი მე­წარ­მე­ებ­მა მო­ა­ხერ­ხეს, თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცი­ის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი სრუ­ლად წარ­მო­ედ­გი­ნათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექტ „გე­მო­ვა­ნის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რად ქარ­თუ­ლი სურ­სა­თის ბა­ზარ­ზე დამ­კვიდ­რე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეძე­ბენ ქარ­თუ­ლი ჯი­შის ნერ­გებს, შემ­დეგ ავ­რცე­ლე­ბენ. ასე­ვე, ზრდი­ან მო­თხოვ­ნას ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქ­ცი­ა­ზე და უზ­რუნ­ვე­ლო­ყო­ფენ მის მი­წო­დე­ბას. ისი­ნი ახა­ლი­სე­ბენ ფერ­მე­რებს, რომ მო­იყ­ვა­ნონ ნა­ტუ­რა­ლუ­რი სურ­სა­თი და შემ­დეგ მის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან, თა­ნაც საკ­მა­ოდ კარგ ფა­სად.

სა­მო­მავ­ლოდ „გე­მო­ვანს“ საკ­მა­ოდ ბევ­რი იდეა აქვს. მათ შო­რის, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მთლი­ა­ნად წა­ა­ხა­ლი­სოს ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბა - რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ხორ­ცე­უ­ლი, მარ­ცვლე­უ­ლი, ხილი, ბოსტნე­უ­ლი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ბრენდ „გე­მო­ვა­ნის“ ქვეშ გა­ა­ერ­თი­ა­ნოს.

ფოტო: ელი სა­რა­ლი­ძე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

როგორია განსაკუთრებული გემოს ქართული პროდუქტი - "გემოვანის" გამოფენა-გაყიდვა თბილისში

როგორია განსაკუთრებული გემოს ქართული პროდუქტი - "გემოვანის" გამოფენა-გაყიდვა თბილისში

პროექტ „გემოვანის“ ფარგლებში „თბილისი ივენთ ჰოლში“ ქართული გენეტიკის სურსათის გამოფენა-გაყიდვა უკვე მეორედ გაიმართა.

ღონისძიებაზე 80-მდე მწარმოებელს ნატურალური, ქართული გენეტიკის პროდუქცია ჰქონდა წარმოდგენილი, მათ შორის ქართული ღვინო, ყველი, თაფლი, პური, ჩირი, ჩიფსი, ლორი, კუპატი, ჩაი, ტკბილეული და სხვა დასახელების პროდუქტები. გამოფენა-გაყიდვაზე მისულ სტუმრებს პროდუქციის დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. როგორც შეძენაზე, ისე დეგუსტაციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, რისი მოლოდინიც მეწარმეებს წინა წელს გამართული ღონისძიების შემდეგ ჰქონდათ.

"გემოვანის" დირექტორისა და დამფუძნებლის, ოთარ ნაჭყებიას განმარტებით, ღონისძიების მიზანია, ფერმერებს თავიანთი ნატურალური წარმოების პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მიეცეთ და მათი წახალისება მოხდეს. გარდა ამისა, ნაჭყებიას თქმით, „გემოვანის“ მიზანია, საქართველოს აგრარული ფუნქცია დაუბრუნდეს.

„გემოვანი არის ბრენდი, რომელიც ქართული გენეტიკის სურსათს აერთიანებს. სავაჭრო ნიშნით „გემოვანი“ იმ პროდუქციის ბრენდირება მოხდება, რომელიც უშუალოდ ამ ეგიდით იქნება წარმოებული და ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ჩვენი „მზეთამზეს“ პური უკვე თითქმის ყველა სუპერმარკეტის ქსელშია წარმოდგენილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს აგრო-სასურსათო მიმართულებით აბსოლუტურად ყველა ტიპის პროდუქციაა წარმოდგენილი - პური, ყველი, თაფლი, ღვინო, სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი, ბოსტნეული, ხილი...“ - აღნიშნა მან.

ქართული გენეტიკის სურსათის გამოფენა-გაყიდვას დღეს თბილისის მერიის ეკონიმიკური სამსახურის უფროსი, ანდრია ბასილაიაც დაესწრო. მისი თქმით, თბილისის მერია და „გემოვანი“ ერთობლივად მუშაობენ კონცეფციაზე, რომელიც ქართველ მეწარმეებს თავიანთი ნატურალური პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება.

„მომეწონა, რომ ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას ასეთი ფართო გამოხმაურება აქვს და ბევრი ხალხია მოსული, რადგან ვფიქრობ, ქართული პროდუქციის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. „გემოვანთან“ ვმუშაობთ კონცეფციაზე, როგორ შეიძლება ამ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ. მაგალითად, შეიძლება, ეს იყოს საკვირაო ბაზრები, მერიის მიერ დაანონსებულ ღონისძიებებზე „გემოვანისთვის“ გამოვყოთ გარკვეული ადგილები, რომ ფერმერებმა თავიანთი პროდუქციის მიწოდება მოახერხონ მომხმარებლისთვის,“ - აღნიშნა ბასილაიამ.

„გემოვანის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქართული პროდუქცია დააგემოვნა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა, რომელიც შთაბეჭდილებებს ვერ მალავდა. მისი შეფასებით იდეა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და მისი წარმოების კულტურის შენარჩუნებას გულისხმობს, ძალიან ჭკვიანურია.

„მიყვარს ყველა თქვენი ეროვნული პროდუქტი, მომწონს იდეა, რომ ადგილობრივი პრუდუქტები, რომელთა ტრადიციაც საუკუნეებს ითვლის, საქართველოში აღორძინებას იწყებს. ვფიქრობ, რომ ამ ტრადიციის გაგრძელება ძალიან ჭკვიანური იდეაა. ღვინის, პურის, ყველის სხვადასხვა ხილის ჩირის შენარჩუნება და აღორძინება ძალიან მნიშვნელოვანია და მომწონს რომ ამ ყველაფერს საქართველოში ვხედავ,“ - აღნიშნა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

ქართული გენეტიკის სურსათის წარმოებასა და ამ სფეროსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებაზე დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემის შეფასებით, ქართულ მიწას აქვს პოტენციალი, რომ ადამიანების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, განსაკუთრებული გემოსა და თვისებების მოსავალი მოგვცეს.

„ვფიქრობ, რომ აქ წარმოდგენილი სურსათის სახეობები არის ძალიან მრავალფეროვანი, რამდენიმე მათგანი დავაგემოვნეთ და ვფიქრობ, ძალიან მნიშვენლოვანია, რომ თანამედროვე განვითარებულ ეპოქაში აქცენტი სწორედ ხარისხიან და ნატურალურ პროდუქციაზე გაკეთდეს და არამხოლოდ რაოდენობაზე მოხდეს აქცენტის გადატანა. ძალზედ მნიშვნელოვანია, რითი იკვებება ადამიანი და მადლიან ქართულ მიწას გააჩნია ყველა ის რესურსი, რომ შრომის შედეგად ადამიანს მისცეს ყველა ის ნაყოფი, რაც მისი ცხოვრებისათვის აუცილებელია,“ - დასძინა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა.

ქართული ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაზე თავად მწარმოებლები სიხარულს ვერ მალავდნენ, რადგან პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძე არამხოლოდ ყველს, არამედ სხვა სახის პროდუქტებსაც გაეცნო და ცალსახად აღნიშნავდა, რომ ასეთი გემოვნური თვისებების მქონე ხორცი თუ ხილი მას სხვაგან არსად გაუსინჯავს.

„აღფრთოვანებული ვარ, რადგან ასეთ საოცრებას ნამდვილად არ ველოდი, იმიტომ რომ ეს არის უკვე ევროპა, სადაც ძალიან ლამაზად ჩაცმული, ძალიან ლამაზ წინსაფრებიანი ადამიანები მრავალფეროვან პროდუქციას წარმოადგენენ. პროდუქცია იმდენად მრავალგვარია, რომ საერთოდ დამავიწყდა, მეყველე რომ ვარ! იქით საოცარი ლორი, მურაბები, ჩურჩხელებია, ყველაფერი არის უნიკალური და თუ ასეთი გამოფენა-გაყიდვა პერმანენტულ სახეს მიიღებს, ერთი ძალიან სერიოზული სეგმენტი ემატება ქვეყანას, მათ შორის ტურისტულ სექტორში,“ - აღნიშნა ანა მიქაძემ.

„გემოვანი“ სტუმრებს მასპინძლობას რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდა, ამ პერიოდში კი მეწარმეებმა მოახერხეს, თავიანთი პროდუქციის დადებითი მხარეები სრულად წარმოედგინათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტ „გემოვანის“ წარმომადგენლები გენეტიკურად ქართული სურსათის ბაზარზე დამკვიდრებით არიან დაინტერესებულნი. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ ქართული ჯიშის ნერგებს, შემდეგ ავრცელებენ. ასევე, ზრდიან მოთხოვნას ნატურალურ პროდუქციაზე და უზრუნველოყოფენ მის მიწოდებას. ისინი ახალისებენ ფერმერებს, რომ მოიყვანონ ნატურალური სურსათი და შემდეგ მის რეალიზებაში ეხმარებიან, თანაც საკმაოდ კარგ ფასად.

სამომავლოდ „გემოვანს“ საკმაოდ ბევრი იდეა აქვს. მათ შორის, ქართულ ბაზარზე მთლიანად წაახალისოს ქართული წარმოება - რძის პროდუქტები, ხორცეული, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და ეს ყველაფერი ბრენდ „გემოვანის“ ქვეშ გააერთიანოს.

ფოტო: ელი სარალიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი