პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი აზიელია - ძინპინმა ყველა მილიარდერი უკან ჩამოიტოვა
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი აზიელია - ძინპინმა ყველა მილიარდერი უკან ჩამოიტოვა

ჟურ­ნალ Forbes-ის გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში, ბოლო 5 წლის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლად რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი აღარ ლი­დე­რობს. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნია.

2013 წლი­დან სი ძინ­პი­ნი ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტია. მას უკა­ვია, ასე­ვე, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა.

ძინ­პი­ნი პე­კინ­ში და­ი­ბა­და, 1953 წლის ივ­ნის­ში. მისი სპე­ცი­ა­ლო­ბაა ქი­მი­უ­რი ინ­ჟი­ნე­რია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მარ­ქსიზ­მის თე­ო­რი­ა­სა და იდე­ო­ლო­გი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­გის­ტრის ხა­რის­ხი და­იც­ვა.

პრე­ზი­დენ­ტის ცოლი, პენგ ლი­უ­ა­ნი ცნო­ბი­ლი ჩი­ნე­ლი ფოლკ­მომ­ღე­რა­ლია.

წყვილს ჰყავს შვი­ლი, გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და ინ­გლი­სუ­რი ენის ფა­კულ­ტე­ტე­ბი და­ამ­თავ­რა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას მისი ვი­ნა­ო­ბა არა­ვინ იცო­და, გო­გო­ნა სხვა სა­ხე­ლით და გვა­რით იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

სი ძინ­პინს ძა­ლი­ან უყ­ვარს ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მე­ბი, მათ შო­რის „რი­გი­თი რა­ი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად“. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის პრე­ზი­დენტს დრო არ რჩე­ბა, არა­სო­დეს წუ­წუ­ნებს და მუ­შა­ო­ბა მის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ძინ­პინს ჰყავს ოთხი ძმა და ორი და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი აზიელია - ძინპინმა ყველა მილიარდერი უკან ჩამოიტოვა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი აზიელია - ძინპინმა ყველა მილიარდერი უკან ჩამოიტოვა

ჟურნალ Forbes-ის გავლენიანი ადამიანების რეიტინგში, ბოლო 5 წლის მანძილზე პირველად რუსეთის პრეზიდენტი აღარ ლიდერობს. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი, გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინია.

2013 წლიდან სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტია. მას უკავია, ასევე, კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა.

ძინპინი პეკინში დაიბადა, 1953 წლის ივნისში. მისი სპეციალობაა ქიმიური ინჟინერია, თუმცა მოგვიანებით მარქსიზმის თეორიასა და იდეოლოგიურ განათლებაში მაგისტრის ხარისხი დაიცვა.

პრეზიდენტის ცოლი, პენგ ლიუანი ცნობილი ჩინელი ფოლკმომღერალია.

წყვილს ჰყავს შვილი, გოგონა, რომელმაც ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და ინგლისური ენის ფაკულტეტები დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლისას მისი ვინაობა არავინ იცოდა, გოგონა სხვა სახელით და გვარით იყო დარეგისტრირებული.

სი ძინპინს ძალიან უყვარს ჰოლივუდური ფილმები, მათ შორის „რიგითი რაიანის გადასარჩენად“. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ პირადი ცხოვრებისთვის პრეზიდენტს დრო არ რჩება, არასოდეს წუწუნებს და მუშაობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ძინპინს ჰყავს ოთხი ძმა და ორი და.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე