პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ვისმინები, როგორც ტელეფონი "ნაცების" დროს..." - ბერა პოლიტიკოსებსა და სასულიერო პირებს სკანდალურ სიმღერას უძღნის
"დღეს ვისმინები, როგორც ტელეფონი "ნაცების" დროს..." - ბერა პოლიტიკოსებსა და სასულიერო პირებს სკანდალურ სიმღერას უძღნის

"3 წლის დაგ­რო­ვე­ბუ­ლი სათ­ქმე­ლი..." - ამ კო­მენ­ტა­რით გა­ავ­რცე­ლა რე­პერ­მა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ახა­ლი სიმ­ღე­რა "ჩემო ძმაო", რო­მელ­საც რე­პერ Sf-x-თან (ზაზა ნო­ზა­ძეს­თან) ერ­თად ას­რუ­ლებს.

სიმ­ღე­რის ტექ­სტი პო­ლი­ტი­კუ­რია და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სკან­და­ლუ­რიც - მას­ში რე­პე­რი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ კრი­ტი­კულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გად­მოს­ცემს, მათ შო­რის, კრი­ტი­კუ­ლია თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­მართ.

"ალერ­გია მაქვს იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც მა­ტყუ­ე­ბენ ჩემი ქვეყ­ნის ნარ­ჩე­ნე­ბით კბი­ლებ­ზე... მე არ ვიცი რას იკად­რებს კაცი კა­ბით, ვინც შენ სა­ი­დუმ­ლოს იბა­რებს... ვინც ჩემს გამო ეწა­მა, მხო­ლოდ მი­სას ვი­წა­მებ..." - ეს ფრა­ზე­ბია ბე­რას ახა­ლი სიმ­ღე­რი­დან.

მსმე­ნელს რე­პე­რი ე.წ. ჩა­დე­ბის თე­მას ახ­სე­ნებს და რე­პავს: "ვებ­რძო­დი სის­ტე­მას, ვი­ყა­ვი 16 წლის, დღეს პრო­ტეს­ტი ად­ვი­ლია ყო­ვე­ლი შემ­დე­გის­თვის... ერთი კი­თხვა მაქვს თქვენ­თან ყვე­ლას­თან: თქვით სად იყა­ვით მა­შინ, როცა თქვენ სა­კუ­თარ ძმებს აწა­მებ­დნენ... ნუთუ ჩა­დე­ბე­ბი არ იყო "ბირ­ჟა მა­ფი­ას" გარ­და, ენა ჩა­გი­ვარ­და ქვე­ყა­ნას მა­ფია რომ მარ­თავ­და..."

მო­უს­მი­ნეთ ბე­რას ახალ სიმ­ღე­რას

„ყვე­ლა­ნი სა­უბ­რობთ ფულ­ზე, მე გე­ტყვით მარ­ტი­ვი ენით ჯერ არა­ვინ გამ­დიდ­რე­ბუ­ლა კო­მენ­ტა­რე­ბის წე­რით“ - ნათ­ქვა­მია სიმ­ღე­რის ტექ­სტში. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ასე­ვე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გამ­დიდ­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა "ავი­წყდე­ბათ, რომ ის­ტო­რია გა­მო­გო­ნილ გმი­რებს არ ცნობს".

რე­პე­რი სიმ­ღე­რა­ში მშობ­ლებ­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მათ­ზე ლო­ცუ­ლობს და მის ნდო­ბას მხო­ლოდ ძა­ლი­ან ახლო ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ: "ჩემი ღმერ­თი ჩემ­ში არის, მას არ ვე­ძებ გა­რეთ. ვლო­ცუ­ლობ ორ ადა­მი­ან­ზე, არ ვიცი ვინ მყავს მათ გარ­და - ერ­თმა მა­ტა­რა 9 თვე, მე­ო­რემ კა­ცად გამ­ზარ­და"...

სიმ­ღე­რის ბო­ლოს, ბერა სა­ინ­ტე­რე­სო გზავ­ნილს უგ­ზავ­ნის მსმე­ნელს - რე­პავს იმა­ზე, რომ "სამ­შობ­ლოს ერ­თი­ა­ნი გუნ­დით და­უბ­რუნ­და და თუ ვინ­მეს ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა სურს, ამის­თვის წყე­ნა უნდა და­ი­ვი­წყონ და სა­ერ­თო მტერს ერ­თად და­უ­პი­რის­პირ­დნენ".

00:00 / 00:00

"დღეს ვისმინები, როგორც ტელეფონი "ნაცების" დროს..." - ბერა პოლიტიკოსებსა და სასულიერო პირებს სკანდალურ სიმღერას უძღნის

"დღეს ვისმინები, როგორც ტელეფონი "ნაცების" დროს..." - ბერა პოლიტიკოსებსა და სასულიერო პირებს სკანდალურ სიმღერას უძღნის

"3 წლის დაგროვებული სათქმელი..." - ამ კომენტარით გაავრცელა რეპერმა ბერა ივანიშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ახალი სიმღერა "ჩემო ძმაო", რომელსაც რეპერ Sf-x-თან (ზაზა ნოზაძესთან) ერთად ასრულებს.

სიმღერის ტექსტი პოლიტიკურია და შეიძლება ითქვას, სკანდალურიც - მასში რეპერი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას გადმოსცემს, მათ შორის, კრიტიკულია თანამდებობის პირების და ეკლესიაში არსებული ვითარების მიმართ.

"ალერგია მაქვს იმ თანამდებობის პირებზე, რომლებიც მატყუებენ ჩემი ქვეყნის ნარჩენებით კბილებზე... მე არ ვიცი რას იკადრებს კაცი კაბით, ვინც შენ საიდუმლოს იბარებს... ვინც ჩემს გამო ეწამა, მხოლოდ მისას ვიწამებ..." - ეს ფრაზებია ბერას ახალი სიმღერიდან.

მსმენელს რეპერი ე.წ. ჩადების თემას ახსენებს და რეპავს: "ვებრძოდი სისტემას, ვიყავი 16 წლის, დღეს პროტესტი ადვილია ყოველი შემდეგისთვის... ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ყველასთან: თქვით სად იყავით მაშინ, როცა თქვენ საკუთარ ძმებს აწამებდნენ... ნუთუ ჩადებები არ იყო "ბირჟა მაფიას" გარდა, ენა ჩაგივარდა ქვეყანას მაფია რომ მართავდა..."

მოუსმინეთ ბერას ახალ სიმღერას

„ყველანი საუბრობთ ფულზე, მე გეტყვით მარტივი ენით ჯერ არავინ გამდიდრებულა კომენტარების წერით“ - ნათქვამია სიმღერის ტექსტში. ბერა ივანიშვილი ასევე მიანიშნებს, რომ ჩინოვნიკები თანამდებობაზე გამდიდრებას ცდილობენ, თუმცა "ავიწყდებათ, რომ ისტორია გამოგონილ გმირებს არ ცნობს".

რეპერი სიმღერაში მშობლებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათზე ლოცულობს და მის ნდობას მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანები იმსახურებენ: "ჩემი ღმერთი ჩემში არის, მას არ ვეძებ გარეთ. ვლოცულობ ორ ადამიანზე, არ ვიცი ვინ მყავს მათ გარდა - ერთმა მატარა 9 თვე, მეორემ კაცად გამზარდა"...

სიმღერის ბოლოს, ბერა საინტერესო გზავნილს უგზავნის მსმენელს - რეპავს იმაზე, რომ "სამშობლოს ერთიანი გუნდით დაუბრუნდა და თუ ვინმეს ქვეყნის გადარჩენა სურს, ამისთვის წყენა უნდა დაივიწყონ და საერთო მტერს ერთად დაუპირისპირდნენ".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს