პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ექიმის საოცარი ამბავი მეორე მსოფლიო ომიდან: "მეგონა გერმანელი იარაღს ამოიღებდა, მან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები მოიწმინდაო..."
ქართველი ექიმის საოცარი ამბავი მეორე მსოფლიო ომიდან: "მეგონა გერმანელი იარაღს ამოიღებდა, მან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები მოიწმინდაო..."

9 მა­ისს ნა­ციზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გერ­მა­ნი­ის ვერ­მახ­ტის არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დლო­ბამ კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ აქტს ხელი 8 მა­ისს მო­ა­წე­რა, მსოფ­ლი­ომ და საბ­ჭო­თა ხელმღვა­ნე­ლო­ბამ ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღედ, 9 მა­ი­სი და­ამ­კვიდ­რა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში სა­ქარ­თვე­ლომ 750 000 მე­ო­მა­რი გაგ­ზავ­ნა, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, მათ­გან 300 ათა­სი და­ი­ღუ­პა ან უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა... არც იმის უარ­ყო­ფა შე­იძ­ლე­ბა, რომ ათა­სო­ბით ქარ­თველს სა­კუ­თა­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის დრო­შის ქვეშ მო­უხ­და ბრძო­ლა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ცალ­კე­ულ გა­მო­ცე­მებს თუ არ ჩავ­თვლით, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში ქარ­თვე­ლე­ბის როლი სრულ­ყო­ფი­ლად არ არის შეს­წავ­ლი­ლი და ის­ტო­რი­ა­ში ეს ეპი­ზო­დი ძა­ლი­ან მწი­რია...

AMBEBI.GE უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის ნეშ­ტი­სა და საფ­ლა­ვე­ბის მო­ძი­ე­ბას ცდი­ლობს; უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა იპო­ვა წი­ნა­პა­რი, რო­მე­ლიც 70 წელ­ზე მეტ ხანს უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ეგო­ნათ. ეს ციკ­ლი გრძელ­დე­ბა...

დღეს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლის გა­მორ­ჩე­ულ ის­ტო­რი­ას წარ­მო­გიდ­გენთ - გრი­შა კა­კუ­შა­ძემ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში ყოფ­ნი­სას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა... (მთა­ვარ ფო­ტო­ზე გრი­შა კა­კუ­შა­ძე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად)

მა­დო­ნა კა­კუ­შა­ძე, გრი­შა კა­კუ­შა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი:

"მა­მამ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, მა­შინ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტიც მის ბა­ზა­ზე იყო და იქ სწავ­ლობ­და. გრი­გოლ მუ­ხა­ძეს­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ქი­რურ­გი­ის ფუ­ძემ­დებ­ლად ით­ვლე­ბა. კა­თედ­რა­ზეც მას­თან ერ­თად უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ ბაღ­დათ­ში, თა­ვის მშობ­ლი­ურ რა­ი­ონ­ში გა­ა­ნა­წი­ლეს. იქვე და­ქორ­წინ­და და 4 შვი­ლი ვყავ­დით. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი რომ და­ი­წყო, მა­შინ წა­ვე­დი სკო­ლა­ში... ახ­ლაც ჩა­მეს­მის ის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც მა­შინ რა­დი­ო­ში მო­ვის­მი­ნე - ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნია თავს დაგ­ვეს­ხაო... მა­მამ თავ­ში შე­მო­ირ­ტყა ხელი, - ომი იწყე­ბა და უნდა წა­ვი­დეო...

მარ­თლაც, მე­ო­რე დღეს მამა კო­მი­სა­რი­ატ­ში და­ი­ბა­რეს და პირ­და­პირ ფრონტზე გა­უშ­ვეს. უკ­რა­ი­ნა­ში, ქერჩში გა­უშ­ვეს, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა, მამა გა­დარ­ჩა... მა­ლე­ვე, ზა­პო­რო­ჟი­ეს ოლქი გერ­მა­ნე­ლებ­მა და­ბომ­ბეს და მა­მაც, სხვებ­თან ერ­თად ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

ქა­ლაქ­ში, ვი­საც შრო­მა შე­ეძ­ლო, გა­რე­კეს და სა­კონ­ცეტ­რა­ციო ბა­ნა­კე­ბის გზას გა­უ­ყე­ნეს, მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი დარ­ჩნენ სა­ცო­და­ვად მი­მო­ფან­ტუ­ლიო... მა­მას ად­გი­ლობ­რივ სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ქი­რურ­გად და­უ­წყია მუ­შა­ო­ბა, ენე­ბიც იცო­და, რუ­სუ­ლად და გერ­მა­ნუ­ლად სა­უბ­რობ­და. ერთ დღე­საც გერ­მა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი მის ჰოს­პი­ტალ­საც მი­ად­გნენ თურ­მე, სა­დაც უამ­რა­ვი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ხუ­ცი და ბავ­შვი ჰყავ­და შე­ფა­რე­ბუ­ლი...

მამა იხ­სე­ნებ­და: "ფან­ჯრი­დან რომ გა­და­ვი­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე, უკვე ჭიშ­კარს აღებ­დნენ, ერთი სამ­ხრე­ე­ბი­ა­ნი კაცი იყო, რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ციც ახ­ლდა... ჩავ­ვარ­დი ეზო­ში და ლა­მის მუხ­ლებ­ში ჩა­ვუ­ვარ­დი, მე ჩემი ოჯა­ხი და წვრილ­შვი­ლი მყავს და­ტო­ვე­ბუ­ლი, ამათ რომ ვუვ­ლი, ამით მათ ვე­ფე­რე­ბი, გე­მუ­და­რე­ბით, არ წა­იყ­ვა­ნოთ, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკს ვერ გა­უძ­ლე­ბენ და და­ი­ხო­ცე­ბი­ან, მე ვუვ­ლი მათ, და­მი­ტო­ვე­თო...

უცებ გერ­მა­ნელ­მა ჯი­ბის­კენ წა­ი­ღო ხელი, მე­გო­ნა, ია­რაღს ამო­ი­ღებ­და და და­მახ­ლი­და, მან კი, ცხვირ­სა­ხო­ცი ამო­ი­ღო და ცრემ­ლე­ბი მო­იწ­მინ­და... გა­ვოგნ­დი, ასე პირ­და­პირ პირ­ვე­ლად ვნა­ხე გერ­მა­ნე­ლი, თან შთა­გო­ნე­ბუ­ლი მქონ­და, რომ ყვე­ლა ფა­შის­ტი იყო და ამას არ ვე­ლო­დი - ისი­ნიც ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნე­ნო... შემ­დეგ და­ნარ­ჩე­ნებს ხე­ლით ანიშ­ნა, - წა­ვე­დით აქე­და­ნო და ყვე­ლა­ნი უსი­ტყვოდ გა­სუ­ლან..."

- ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე ტყვე­ო­ბა­ში იყო?

- იმ დროს, უკ­რა­ი­ნა თით­ქმის მთლი­ა­ნად გერ­მა­ნე­ლე­ბის ხელ­ში იყო, შემ­დეგ კი, ზა­პო­რო­ჟიე და­ბომ­ბეს. გა­ნად­გურ­და ის ჰოს­პი­ტა­ლი, სა­დაც მამა მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა, ის გა­დარ­ჩა... არა­და, მა­შინ, ჩვენ ოჯახ­მა მი­ი­ღო ცნო­ბა, რომ ის უკ­რა­ი­ნა­ში უგზო-უკვლოდ იყო და­კარ­გუ­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მამა და მას­თან ერ­თად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, მათი ნდო­ბა მო­ი­პო­ვა და ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა მის­ცეს... გარ­შე­მო, დავ­რდო­მი­ლი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი მო­ხუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ დარ­ჩე­ნი­ლი და მათ­თვის ექი­მი შვე­ბა იყო. მა­მაც და­დი­ო­და, მათ შეძ­ლე­ბისგვა­რად მკურ­ნა­ლობ­და.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ ქარ­თველ ექიმ­თან ვალ­ში არ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ და ვი­საც რა შე­ეძ­ლო, პურს, ყველს, კვერ­ცხსა და სხვა­დას­ხვა პრო­დუქტს ჩუქ­ნიდ­ნენ. მამა იხ­სე­ნებ­და, გრძე­ლი და გა­ნი­ე­რი პე­რან­გი მეც­ვა, წელ­ზე თო­კით გაკ­ვან­ძუ­ლი და ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რომ შევ­დი­ო­დი პრო­დუქტს პე­რან­გის შიგ­ნით ვიყ­რი­დი და იმ მში­ერ ხალ­ხს ვუ­რი­გებ­დიო...

- ომი როცა დამ­თავ­რდა ტყვე­ო­ბა­ში იყო?

- არა, გა­ი­პა­რა... გერ­მა­ნე­ლე­ბი მე­ძებ­დნენ, მაგ­რამ მინ­დორ­ში მყოფ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა მწყემსმა გა­და­მარ­ჩი­ნა, - მიხ­ვდა და ძრო­ხის თოკი მო­მა­ჩე­ჩა ხელ­ში, ვი­თომ ჩემი იყოო და ასე მო­ვა­ტყუ­ე­თო... უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა შე­ი­ფა­რეს და ასე ჩა­მო­აღ­წია კავ­კა­სი­ამ­დე, თუმ­ცა, იქ ქარ­თვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს და გა­ა­ციმ­ბი­რეს. პირ­და­პირ უთ­ქვამთ - ტყვედ რომ ჩა­ვარ­დი, თავი რა­ტომ არ მო­ი­კა­ლიო... ისე ცი­ო­და, რომ არ გავ­ყი­ნუ­ლი­ყა­ვი, ხის სკამ­ზე ვი­ძი­ნებ­დიო. და­ას­რუ­ლა პა­ტიმ­რო­ბის ვა­დაც და დაბ­რუნ­და.

ომის დამ­თავ­რე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ, სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბა მოგ­ვი­ვი­და, - ტყვედ ნამ­ყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა გა­და­ე­სახ­ლე­ბი­ნათ. ჩვენს გარ­შე­მო რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი გა­და­ა­სახ­ლეს, - დღემ­დე ყუ­რებ­ში მაქვს მათი წი­ვილ-კი­ვი­ლი. მამა კი, ჩვენ­მა კო­მი­სარ­მა, რო­მელ­საც მამა მკურ­ნა­ლობ­და, წის­ქვი­ლებ­ში და­მა­ლა და გა­და­არ­ჩი­ნა... თუმ­ცა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შიშ­ში გა­ა­ტა­რა, ყო­ველ­დღე ელო­და, რომ გა­მო­ი­ძა­ხებ­დნენ და გა­და­ა­სახ­ლებ­დნენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ქართველი ექიმის საოცარი ამბავი მეორე მსოფლიო ომიდან: "მეგონა გერმანელი იარაღს ამოიღებდა, მან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები მოიწმინდაო..."

ქართველი ექიმის საოცარი ამბავი მეორე მსოფლიო ომიდან: "მეგონა გერმანელი იარაღს ამოიღებდა, მან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები მოიწმინდაო..."

9 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ვერმახტის არმიის მთავარსარდლობამ კაპიტულაციის შესახებ აქტს ხელი 8 მაისს მოაწერა, მსოფლიომ და საბჭოთა ხელმღვანელობამ ფაშიზმზე გამარჯვების დღედ, 9 მაისი დაამკვიდრა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 750 000 მეომარი გაგზავნა, სხვადასხვა მონაცემებით, მათგან 300 ათასი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა... არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ათასობით ქართველს საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ ფაშისტური გერმანიის დროშის ქვეშ მოუხდა ბრძოლა. შეიძლება ითქვას, ცალკეულ გამოცემებს თუ არ ჩავთვლით, მეორე მსოფლიო ომში ქართველების როლი სრულყოფილად არ არის შესწავლილი და ისტორიაში ეს ეპიზოდი ძალიან მწირია...

AMBEBI.GE უკვე რამდენიმე წელია მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების ნეშტისა და საფლავების მოძიებას ცდილობს; უამრავმა ადამიანმა იპოვა წინაპარი, რომელიც 70 წელზე მეტ ხანს უგზო-უკვლოდ დაკარგული ეგონათ. ეს ციკლი გრძელდება...

დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილის გამორჩეულ ისტორიას წარმოგიდგენთ - გრიშა კაკუშაძემ საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას უამრავი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა... (მთავარ ფოტოზე გრიშა კაკუშაძე ქალიშვილთან ერთად)

მადონა კაკუშაძე, გრიშა კაკუშაძის ქალიშვილი:

"მამამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, მაშინ სამედიცინო უნივერსიტეტიც მის ბაზაზე იყო და იქ სწავლობდა. გრიგოლ მუხაძესთან ერთად მუშაობდა, რომელიც საქართველოში ქირურგიის ფუძემდებლად ითვლება. კათედრაზეც მასთან ერთად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ბაღდათში, თავის მშობლიურ რაიონში გაანაწილეს. იქვე დაქორწინდა და 4 შვილი ვყავდით. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მაშინ წავედი სკოლაში... ახლაც ჩამესმის ის სიტყვები, რომელიც მაშინ რადიოში მოვისმინე - ფაშისტური გერმანია თავს დაგვესხაო... მამამ თავში შემოირტყა ხელი, - ომი იწყება და უნდა წავიდეო...

მართლაც, მეორე დღეს მამა კომისარიატში დაიბარეს და პირდაპირ ფრონტზე გაუშვეს. უკრაინაში, ქერჩში გაუშვეს, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, მამა გადარჩა... მალევე, ზაპოროჟიეს ოლქი გერმანელებმა დაბომბეს და მამაც, სხვებთან ერთად ტყვეობაში აღმოჩნდა.

ქალაქში, ვისაც შრომა შეეძლო, გარეკეს და საკონცეტრაციო ბანაკების გზას გაუყენეს, მხოლოდ ბავშვები და მოხუცები დარჩნენ საცოდავად მიმოფანტულიო... მამას ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალში ქირურგად დაუწყია მუშაობა, ენებიც იცოდა, რუსულად და გერმანულად საუბრობდა. ერთ დღესაც გერმანელი სამხედროები მის ჰოსპიტალსაც მიადგნენ თურმე, სადაც უამრავი ადგილობრივი მოხუცი და ბავშვი ჰყავდა შეფარებული...

მამა იხსენებდა: "ფანჯრიდან რომ გადავიხედე, დავინახე, უკვე ჭიშკარს აღებდნენ, ერთი სამხრეებიანი კაცი იყო, რამდენიმე ჯარისკაციც ახლდა... ჩავვარდი ეზოში და ლამის მუხლებში ჩავუვარდი, მე ჩემი ოჯახი და წვრილშვილი მყავს დატოვებული, ამათ რომ ვუვლი, ამით მათ ვეფერები, გემუდარებით, არ წაიყვანოთ, საკონცენტრაციო ბანაკს ვერ გაუძლებენ და დაიხოცებიან, მე ვუვლი მათ, დამიტოვეთო...

უცებ გერმანელმა ჯიბისკენ წაიღო ხელი, მეგონა, იარაღს ამოიღებდა და დამახლიდა, მან კი, ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები მოიწმინდა... გავოგნდი, ასე პირდაპირ პირველად ვნახე გერმანელი, თან შთაგონებული მქონდა, რომ ყველა ფაშისტი იყო და ამას არ ველოდი - ისინიც ადამიანები იყვნენო... შემდეგ დანარჩენებს ხელით ანიშნა, - წავედით აქედანო და ყველანი უსიტყვოდ გასულან..."

- ომის დასრულებამდე ტყვეობაში იყო?

- იმ დროს, უკრაინა თითქმის მთლიანად გერმანელების ხელში იყო, შემდეგ კი, ზაპოროჟიე დაბომბეს. განადგურდა ის ჰოსპიტალი, სადაც მამა მუშაობდა, თუმცა, ის გადარჩა... არადა, მაშინ, ჩვენ ოჯახმა მიიღო ცნობა, რომ ის უკრაინაში უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. სინამდვილეში, მამა და მასთან ერთად გადარჩენილი ადამიანები საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. რაღაც დროის შემდეგ, მათი ნდობა მოიპოვა და ბანაკის ტერიტორიიდან გასვლის უფლება მისცეს... გარშემო, დავრდომილი და გაუბედურებული მოხუცები, ქალები და ბავშვები იყვნენ დარჩენილი და მათთვის ექიმი შვება იყო. მამაც დადიოდა, მათ შეძლებისგვარად მკურნალობდა.

უკრაინელები ცდილობდნენ ქართველ ექიმთან ვალში არ დარჩენილიყვნენ და ვისაც რა შეეძლო, პურს, ყველს, კვერცხსა და სხვადასხვა პროდუქტს ჩუქნიდნენ. მამა იხსენებდა, გრძელი და განიერი პერანგი მეცვა, წელზე თოკით გაკვანძული და ბანაკის ტერიტორიაზე რომ შევდიოდი პროდუქტს პერანგის შიგნით ვიყრიდი და იმ მშიერ ხალხს ვურიგებდიო...

- ომი როცა დამთავრდა ტყვეობაში იყო?

- არა, გაიპარა... გერმანელები მეძებდნენ, მაგრამ მინდორში მყოფმა უკრაინელმა მწყემსმა გადამარჩინა, - მიხვდა და ძროხის თოკი მომაჩეჩა ხელში, ვითომ ჩემი იყოო და ასე მოვატყუეთო... უკრაინელებმა შეიფარეს და ასე ჩამოაღწია კავკასიამდე, თუმცა, იქ ქართველებმა დააკავეს და გააციმბირეს. პირდაპირ უთქვამთ - ტყვედ რომ ჩავარდი, თავი რატომ არ მოიკალიო... ისე ციოდა, რომ არ გავყინულიყავი, ხის სკამზე ვიძინებდიო. დაასრულა პატიმრობის ვადაც და დაბრუნდა.

ომის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ, სტალინის ბრძანება მოგვივიდა, - ტყვედ ნამყოფი ადამიანები უნდა გადაესახლებინათ. ჩვენს გარშემო რამდენიმე ოჯახი გადაასახლეს, - დღემდე ყურებში მაქვს მათი წივილ-კივილი. მამა კი, ჩვენმა კომისარმა, რომელსაც მამა მკურნალობდა, წისქვილებში დამალა და გადაარჩინა... თუმცა, მთელი ცხოვრება შიშში გაატარა, ყოველდღე ელოდა, რომ გამოიძახებდნენ და გადაასახლებდნენ...

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე