ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქსანში 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ქსანში სამგზავრო ავტობუსმა მართვა დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სსკ-ის 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.