საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია „ედლაინმა“ ნიკანორ მელიასგან ცრუ ინფორმაციის საჯარო უარყოფის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა
კომპანია „ედლაინმა“ ნიკანორ მელიასგან ცრუ ინფორმაციის საჯარო უარყოფის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია „ედ­ლა­ინ­მა“ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას­გან მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­როდ უარ­ყო­ფა მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც „პა­ლიტ­რა­მე­დი­ის“ იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ანა სამ­სო­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ სა­ჯა­როდ უნდა უარ­ყოს მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რომ აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რი, რო­მელ­შიც „პა­ლიტ­რა­მე­დი­ის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვალ­მა შპს „ედ­ლა­ინ­მა“ გა­ი­მარ­ჯვა, უკონ­კუ­რენ­ტო იყო.

„ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ტენ­დე­რი იყო უკონ­კუ­რენ­ტო და კო­რუფ­ცი­უ­ლი, გა­ა­კე­თა მა­შინ, რო­დე­საც ტენ­დე­რის დე­ტა­ლე­ბი არ იყო გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი. ეს ტენ­დე­რი იყო NAT, რაც კა­ნო­ნის თა­ნახ­მად ნიშ­ნავს იმას, რომ მა­ნამ­დე, სა­ნამ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან არ გა­ფორმ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია ტენ­დე­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე, შე­თა­ვა­ზე­ბულ თან­ხებ­ზე და სხვა დე­ტა­ლებ­ზე არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ტენ­დე­რის დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ტენ­დე­რი იყო კონ­კუ­რენ­ტუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა არის ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი და ლა­ხავს კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ან რე­პუ­ტა­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს, რათა სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­ე­კის­როს ცრუ ცნო­ბე­ბის სა­ჯა­როდ უარ­ყო­ფა“, - გა­ნა­ცხა­და ანა სამ­სო­ნი­ამ.

ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ტენ­დე­რი იყო უკონ­კუ­რენ­ტო, 1-ელ მა­ისს გა­ა­კე­თა. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რის შე­დე­გე­ბი 4 მა­ისს გახ­და ცნო­ბი­ლი. გა­ი­მარ­ჯვა შპს „ედ­ლა­ინ­მა“, რო­მელ­მაც სა­წყის ფას­ზე (887000 ლარი) 177 399 ლა­რით ნაკ­ლე­ბი შეს­თა­ვა­ზა - 709601 ლარი. მისი კონ­კუ­რენ­ტი იყო შპს „სვოტ პრო­დაქ­შე­ნი“ – 887000 ლარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

კომპანია „ედლაინმა“ ნიკანორ მელიასგან ცრუ ინფორმაციის საჯარო უარყოფის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კომპანია „ედლაინმა“ ნიკანორ მელიასგან ცრუ ინფორმაციის საჯარო უარყოფის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

სარეკლამო კომპანია „ედლაინმა“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკანორ მელიასგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოითხოვა.

როგორც „პალიტრამედიის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა სამსონიამ განაცხადა, ნიკანორ მელიამ საჯაროდ უნდა უარყოს მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალმა შპს „ედლაინმა“ გაიმარჯვა, უკონკურენტო იყო.

„ნიკანორ მელიამ განცხადება იმის შესახებ, რომ ტენდერი იყო უკონკურენტო და კორუფციული, გააკეთა მაშინ, როდესაც ტენდერის დეტალები არ იყო გასაჯაროებული. ეს ტენდერი იყო NAT, რაც კანონის თანახმად ნიშნავს იმას, რომ მანამდე, სანამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან არ გაფორმდება ხელშეკრულება, ინფორმაცია ტენდერის მონაწილეებზე, შეთავაზებულ თანხებზე და სხვა დეტალებზე არ არის ხელმისაწვდომი. ტენდერის დეტალების გასაჯაროების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტენდერი იყო კონკურენტული. შესაბამისად, ნიკანორ მელიას განცხადება არის ცილისმწამებლური და ლახავს კომპანიის საქმიან რეპუტაციას. შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს, რათა სასამართლოს ძალით ნიკანორ მელიას დაეკისროს ცრუ ცნობების საჯაროდ უარყოფა“, - განაცხადა ანა სამსონიამ.

ნიკანორ მელიამ განცხადება იმის შესახებ, რომ ტენდერი იყო უკონკურენტო, 1-ელ მაისს გააკეთა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ტენდერის შედეგები 4 მაისს გახდა ცნობილი. გაიმარჯვა შპს „ედლაინმა“, რომელმაც საწყის ფასზე (887000 ლარი) 177 399 ლარით ნაკლები შესთავაზა - 709601 ლარი. მისი კონკურენტი იყო შპს „სვოტ პროდაქშენი“ – 887000 ლარი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები