ავტორი:

კამპანიის "ძალა ევროპაშია" ფარგლებში ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა

კამპანიის "ძალა ევროპაშია" ფარგლებში ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა

კოალიციამ „ევროატლანტიკური საქართველოსთვის” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კამპანიის "ძალა ევროპაშია" ფარგლებში ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართეს. ორგანიზატორთა თქმით, კამპანიის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელში ჩართვაც ვებ-გვერდის საშუალებით უკვე ყველა მოქალაქეს შეუძლია.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, კახა მაღრაძის თქმით, შეიქმნა ვირტუალური რუკაც, რომელზეც ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი დაფიქსირდება, ვინც სხვადასხვა რეგიონიდან კამპანიის მხარდამჭერი გახდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი პოლიტიკა გავატაროთ, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან დააახლოვებს. ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი და ეს შეხვედრები ძირითადად რეგიონებში ჩატარდება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია, რას გვაძლევს ევროპა და რა ტიპის პროგრამები ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით.

ასევე, გავაცნოთ ის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ნატო-ს წევრობა საქართველოსთვის. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას რუსეთთან ურთიერთობის მიმართებაში აქვს"- განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

გარდა შეხვედრებისა, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია მედიაპროექტებიც. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ისინი გამოიყენებენ ყველა მედია საშუალებას იმისათვის, რომ მოსახლეობას შეახსენონ, რატომ არის ძალა ევროპაში.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, სწორედ ასეთი საყოველთაო სახალხო კამპანიის შედეგად ერთი მხრივ, საქართველო მიაღწევს უფრო სწრაფ და ეფქტურ ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და მეორე მხრივ, შემცირდება სივრცე რუსული პროპაგანდისთვის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი