მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, ახალისებს ნარკოდანაშაულს" - შს მინისტრის მოადგილე
"დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, ახალისებს ნარკოდანაშაულს" - შს მინისტრის მოადგილე

"მსჯე­ლო­ბა, თით­ქოს „მე­ფედ­რო­ნი“ კლავს და სხვა სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კი ან „ჰე­რო­ი­ნი“ - არა, ისე­ვე, რო­გორც და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სა­უბ­რე­ბი ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, მხო­ლოდ ახა­ლი­სებს ნარ­კო­და­ნა­შა­ულს" - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბებს და აღ­ნიშ­ნა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა და ეს ბრძო­ლა კი­დევ უფრო გამ­კაცრ­დე­ბა.

„გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბებს, რომ თით­ქოს არ­სე­ბობს მავ­ნე და არა­მავ­ნე ნარ­კო­ტი­კე­ბი, რომ თით­ქოს „მე­ფედ­რო­ნი“ კლავს და სხვა სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კი ან „ჰე­რო­ი­ნი“ - არა. ამ­გვა­რი მსჯე­ლო­ბა, ისე­ვე, რო­გორც და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სა­უბ­რე­ბი ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, მხო­ლოდ ახა­ლი­სებს ნარ­კო­და­ნა­შა­ულს, ახ­დენს ნარ­კო­ტი­კე­ბის პრო­პა­გან­დას და ხელს უშ­ლის პრე­ვენ­ცი­ას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა და ეს ბრძო­ლა დღე­ვან­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე კი­დევ უფრო გამ­კაცრ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გამ­სა­ღებ­ლე­ბის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი და 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ყიდ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, ახალისებს ნარკოდანაშაულს" - შს მინისტრის მოადგილე

"დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, ახალისებს ნარკოდანაშაულს" - შს მინისტრის მოადგილე

"მსჯელობა, თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ - არა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ნარკოტიკებთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებს და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ - არა. ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლების დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად, 2 თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტის საშუალებით ყიდდნენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს