მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი": ტაქსის ლიცეზია 1-წლიანი იქნება და, მინიმუმ, 50 ლარი ეღირება
"რეზონანსი": ტაქსის ლიცეზია 1-წლიანი იქნება და, მინიმუმ, 50 ლარი ეღირება

ტაქ­სით გა­დაყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად მძღო­ლებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, 50-დან 100 ლა­რამ­დე თან­ხის გა­დახ­და მო­უ­წევთ. მარ­თა­ლია, მე­რი­ა­ში ნე­ბარ­თვის პი­რო­ბებ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი თქმუ­ლა, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ე. წ. „ფურ­ცლე­ბის სა­ფა­სუ­რი“ 100 ლა­რამ­დეც შე­იძ­ლე­ბა იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ცენ­ზი­ის ვა­დას, მის შე­სა­ხე­ბაც ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ბა­რი ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­და­სა­ხა­დი იქ­ნე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი და არა ერთჯე­რა­დი.

ტრან­სპორ­ტის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ცვლი­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს შე­უქ­მნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ელე­მენ­ტა­რულ დო­ნე­ზეც კი არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ტაქ­სით მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რიც გა­ორ­მაგ­დეს და მო­თხოვ­ნა საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ ტაქ­სით გა­დაყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვის პი­რო­ბებს, მისი გა­ცე­მის ფას­სა და გა­დახ­დის წესს და­ამ­ტკი­ცებს დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო.

საკ­რე­ბუ­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნელ რე­გუ­ლა­ცი­ა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რო­ბენ. სატ­რან­სპორ­ტო სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თედო ისა­კა­ძე ამ­ბობს, რომ დე­ტა­ლე­ბი "ოპ­ტი­მა­ლურ ვა­და­ში" და­ზუს­ტდე­ბა.

„გარ­კვე­უ­ლი კონ­ტუ­რე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მია შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, რა­ზეც აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ. სპე­ცი­ა­ლის­ტებს აქვთ სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი, რა­ზეც კო­მენ­ტარს ნამ­დვი­ლად ვერ გა­მოვ­თქვამ. ნე­ბის­მი­ერ ასეთ სა­კითხს სიფრ­თხი­ლით უნდა მი­ვუდ­გეთ. ზო­გა­დად, ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის ვა­რი­ან­ტი იმ­დე­ნია, რამ­დე­ნი ქა­ლა­ქიც არ­სე­ბობს. ჩვენ ვცდი­ლობთ, სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლი შევ­თა­ვა­ზოთ მო­სახ­ლე­ო­ბას, რათა მგზავ­რო­ბა უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­დეს. არ ვფიქ­რობ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს ამით პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბა, პი­რი­ქით, კი­დევ უფრო და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ­თან არ იქ­ნე­ბა ის სი­ტუ­ა­ცია, რომ მგზავ­რი ქუ­ჩა­ში ხე­ლის დაქ­ნე­ვით აჩე­რებ­დეს ტაქსს. ასე არ­სად, არც ერთ ცი­ვი­ლურ ქვე­ყა­ნა­ში არ ხდე­ბა, ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"რეზონანსი": ტაქსის ლიცეზია 1-წლიანი იქნება და, მინიმუმ, 50 ლარი ეღირება

"რეზონანსი": ტაქსის ლიცეზია 1-წლიანი იქნება და, მინიმუმ, 50 ლარი ეღირება

ტაქსით გადაყვანის ნებართვის მისაღებად მძღოლებს, სავარაუდოდ, 50-დან 100 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ. მართალია, მერიაში ნებართვის პირობებზე ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი თქმულა, თუმცა სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ე. წ. „ფურცლების საფასური“ 100 ლარამდეც შეიძლება იყოს. რაც შეეხება ლიცენზიის ვადას, მის შესახებაც ჯერჯერობით საუბარი ვარაუდის დონეზეა შესაძლებელი. დიდი ალბათობით, გადასახადი იქნება ყოველწლიური და არა ერთჯერადი.

ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ცვლილება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ქვეყანაში ელემენტარულ დონეზეც კი არ არის განვითარებული. მოსალოდნელია, რომ ტაქსით მგზავრობის საფასურიც გაორმაგდეს და მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდება.

ცნობილია, რომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის პირობებს, მისი გაცემის ფასსა და გადახდის წესს დაამტკიცებს დედაქალაქის საკრებულო.

საკრებულოში მოსალოდნელ რეგულაციაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ამბობს, რომ დეტალები "ოპტიმალურ ვადაში" დაზუსტდება.

„გარკვეული კონტურები გამოიკვეთა. სხვადასხვა მექანიზმია შესამუშავებელი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. სპეციალისტებს აქვთ საკუთარი არგუმენტები, რაზეც კომენტარს ნამდვილად ვერ გამოვთქვამ. ნებისმიერ ასეთ საკითხს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. ზოგადად, ტაქსების რეგულაციის ვარიანტი იმდენია, რამდენი ქალაქიც არსებობს. ჩვენ ვცდილობთ, საუკეთესო მოდელი შევთავაზოთ მოსახლეობას, რათა მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამით პრობლემა შეექმნება, პირიქით, კიდევ უფრო დარეგულირდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან არ იქნება ის სიტუაცია, რომ მგზავრი ქუჩაში ხელის დაქნევით აჩერებდეს ტაქსს. ასე არსად, არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ ხდება, ამისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო