საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის საგანგაშო შედეგები - საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარი არ გააჩნია
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის საგანგაშო შედეგები - საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარი არ გააჩნია

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ცენ­ტრის კვლე­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ია კუ­ტა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში 9-10 წლის მოს­წავ­ლე­ე­ბის 14%-ს წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი უნა­რიც არ გა­აჩ­ნია.

ია კუ­ტა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, 2006 წელ­თან შე­და­რე­ბით ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­დე­გე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს, გა­ი­ზარ­და მათი სა­შუ­ა­ლო მიღ­წე­ვა, ამას­თან, შემ­ცირ­და იმ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე არა აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის უნა­რი. თუმ­ცა, 2016 წლის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მე­ო­თხეკ­ლა­სელ­თა 14%-ს მა­ინც უჭირს წა­კი­თხუ­ლი ტექ­სტის გა­აზ­რე­ბა.

„ეს არის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, ხუთ წე­ლი­წდ­ში ერთხელ ტარ­დე­ბა. პირ­ვე­ლად ჩვენ ამ კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ 2006 წელს, ამ­ჯე­რად ჩვენ 2016 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ვად­გი­ნეთ. პირ­ველ რიგ­ში უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 2006 წლი­დან 2011 წლამ­დე მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა კი­თხვა­ში ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­შუ­ა­ლო მიღ­წე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო ნიშ­ნულ­ზე და­ბა­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადსა­ღე­ბია ის ფაქ­ტი, რომ 9-10 წლის მოს­წავ­ლე­ე­ბის 14%-ს მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზეც არ აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კი­თხვის, წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის უნა­რი“, - გა­ნა­ცხა­და ია კუ­ტა­ლა­ძემ.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლის შე­ფა­სე­ბით, მე­ო­თხეკ­ლა­სელ მოს­წავ­ლეს, რო­მელ­საც უჭირს წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, სწავ­ლე­ბის მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა, ის ფაქ­ტობ­რი­ვად გან­წი­რუ­ლია აკა­დე­მი­უ­რი მარ­ცხის­თვის.

„ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მიგ­ნე­ბა აქვს კვლე­ვას. კი­თხვის უნა­რის შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო და მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტე­ბით. თი­თო­ე­ულ ტექსტს თან ახ­ლავს შე­კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­ზე პა­სუ­ხე­ბი­თაც ვა­ფა­სებთ რამ­დე­ნად იგებს და იაზ­რებს სხვა­დას­ხვა ტი­პის ტექ­სტე­ბი­დან მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოს­წავ­ლე, შე­უძ­ლია თუ არა ტექ­სტის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა და დას­კვნის გა­მო­ტა­ნა, ტექ­სტის ძი­რი­თა­დი აზ­რის წვდო­მა...წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბა სა­ბა­ზო უნა­რია. ის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ფუნ­და­მენ­ტია. ბავ­შვი ჯერ სწავ­ლობს კი­თხვას და შემ­დეგ კი­თხუ­ლობს იმის­თვის, რომ ის­წავ­ლოს. თუ ბავ­შვს არა აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კი­თხვის უნა­რი, უჭირს წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ მას პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბა სწავ­ლა­ში, ის ფაქ­ტობ­რი­ვად გან­წი­რუ­ლია აკა­დე­მი­უ­რი მარ­ცხის­თვის. ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2016 წლის კვლე­ვის მი­ხედ­ვით 14%-ია, 2006 წელს კი 18% იყო. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­ცირ­და იმ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზეც არა აქვს კი­თხვის უნა­რი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ეს ფაქ­ტი თა­ვის­თა­ვად პო­ზი­ტი­ურ დი­ნა­მი­კა­ზე მი­უ­თი­თებს, თუმ­ცა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მოს­წავ­ლე­თა 14%-ს უჭირს კი­თხვა, ბევ­რი რის­კის შემ­ცვე­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს; კი­თხვა არა მხო­ლოდ ბავ­შვის კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის და სწავ­ლის სა­ფუძ­ვე­ლია, არა­მედ ამ უნარს პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან აქვს ძა­ლი­ან მჭიდ­რო ბმა. კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც კი­თხვის უნა­რი არ აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ხში­რად ძა­ლა­დობ­რივ და აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს მი­მარ­თა­ვენ“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ტა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ კარ­გი მკი­თხვე­ლე­ბი გა­მო­დი­ან ის ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა მშობ­ლე­ბიც თა­ვად კი­თხუ­ლო­ბენ ბევ­რს.

„ამ კვლე­ვის ფარ­გლებ­ში ვსწავ­ლობთ იმ გა­რე­მოს, რო­მელ­შიც ყა­ლიბ­დე­ბა მოს­წავ­ლის კი­თხვის უნა­რი, ეს არის ოჯა­ხი, სკო­ლა, კლა­სი... შე­ვის­წავ­ლით იმ ფაქ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც აი­სა­ხე­ბა მოს­წავ­ლე­თა კი­თხვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ეს გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბი გა­ვა­კე­თოთ და შე­ვი­მუ­შა­ვოთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მოს­წავ­ლე­თა კი­თხვის უნა­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. მა­გა­ლი­თად, ბავ­შვის მიღ­წე­ვებ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აი­სა­ხე­ბა ოჯა­ხის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კარ­გი მკი­თხვე­ლე­ბი გა­მო­დი­ან ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა მშობ­ლე­ბიც თა­ვად კი­თხუ­ლო­ბენ ბევ­რს; მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლამ­დელ ასაკ­ში ეხ­მა­რე­ბი­ან ბავ­შვებს კი­თხვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, უკი­თხა­ვენ წიგ­ნებს, ესა­უბ­რე­ბი­ან წა­კი­თხულ­ზე, ხელს უწყო­ბენ ბავ­შვე­ბის კარგ მკი­თხვე­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას; სკო­ლამ­დელ ასაკ­ში მშობ­ლე­ბის მხრი­დან ასე­თი მხარ­და­ჭე­რის პი­რო­ბებ­ში, მე­ო­თხე კლას­ში მოს­წავ­ლე­ებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვთ - უფრო მე­ტად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კი­თხვის უნა­რი, ვიდ­რე იმ ბავ­შვებს ვი­საც ასე­თი მხარ­და­ჭე­რა არ ჰქო­ნი­ათ. ოჯახ­ში სას­წავ­ლო რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა, მშობ­ლის მხარ­და­ჭე­რა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი; ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა. ჩვე­ნი მე­ო­თხეკ­ლა­სე­ლე­ბის 16% არ და­დი­ო­და ბაღ­ში, მათ უფრო და­ბა­ლი შე­დე­გი აქვთ, ვიდ­რე იმ მოს­წავ­ლე­ებს, ვინც ისარ­გებ­ლა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სერ­ვი­სე­ბით. ბაღი და მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა სას­კო­ლო მზა­ო­ბის ფორ­მი­რე­ბას უწყობს ხელს. ეს კი თა­ვის­თა­ვად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია არა მხო­ლოდ და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, არამ­დე შემ­დე­გაც. სკო­ლებ­ში კი­თხვის­თვის სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე. სას­კო­ლო ფაქ­ტო­რე­ბის ანა­ლი­ზი გვიჩ­ვე­ნებს თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს რე­ფორ­მე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა კუ­ტა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო მო­ნა­წი­ლე­ობს, მათ შო­რის ეს კვლე­ვაც აჩ­ვე­ნებს, რომ ქა­ლა­ქის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი უფრო და­ბა­ლია, კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი. თუმ­ცა, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს სხვა­ო­ბე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ სო­ფელ­ში ბავ­შვებს ოჯახ­ში ნაკ­ლებ სას­წავ­ლო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სზე აქვთ წვდო­მა ვიდ­რე ქა­ლაქ­ში, ამას­თან, მათ სკო­ლა­შიც ნაკ­ლე­ბი რე­სურ­სი ხვდე­ბათ... მი­სი­ვე თქმით, სოფ­ლის მოს­წავ­ლე­თა და­ბა­ლი მიღ­წე­ვე­ბი სწო­რედ ოჯახ­სა და სკო­ლა­ში სოფ­ლის მოს­წავ­ლე­თა მწი­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბით აიხ­სნე­ბა და ამა­ში სკო­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. რე­სურ­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კერ­ძო და სა­ჯა­როს სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­ო­ბაც.

ამას­თან, კუ­ტა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის საკ­მა­ოდ დიდი პრო­ცენ­ტი მი­უ­თი­თებს, რომ მოს­წონს კი­თხვა, რაც მისი თქმით, უდა­ვოდ კვლე­ვის და­დე­ბი­თი და სა­სი­ა­მოვ­ნო შე­დე­გია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა 2016 წელს ჩა­ტარ­და და სამი დღის წინ გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­სა­ჯა­როვ­და. კვლე­ვა მო­ი­ცავს 200 სკო­ლას, 5741 მოს­წავ­ლეს, 5700 მშო­ბელს და 200 დი­რექ­ტორს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

წიგნიერების საერთაშორისო კვლევის საგანგაშო შედეგები - საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარი არ გააჩნია

წიგნიერების საერთაშორისო კვლევის საგანგაშო შედეგები - საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარი არ გააჩნია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია კუტალაძემ განუცხადა, საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარიც არ გააჩნია.

ია კუტალაძის შეფასებით, 2006 წელთან შედარებით ჩვენმა მოსწავლეებმა შედეგები გააუმჯობესეს, გაიზარდა მათი საშუალო მიღწევა, ამასთან, შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვისაც მინიმალურ დონეზე არა აქვს განვითარებული წაკითხულის გააზრების უნარი. თუმცა, 2016 წლის კვლევის მიხედვით, მეოთხეკლასელთა 14%-ს მაინც უჭირს წაკითხული ტექსტის გააზრება.

„ეს არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომელშიც საქართველომ მიიღო მონაწილეობა. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, გარკვეული პერიოდულობით, ხუთ წელიწდში ერთხელ ტარდება. პირველად ჩვენ ამ კვლევაში მონაწილეობა მივიღეთ 2006 წელს, ამჯერად ჩვენ 2016 წელს ჩატარებული წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები წარმოვადგინეთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლიდან 2011 წლამდე მოსწავლეთა მიღწევები გაუმჯობესდა, თუმცა კითხვაში ქართველი მოსწავლეების საშუალო მიღწევა საერთაშორისო საშუალო ნიშნულზე დაბალია. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს მინიმალურ დონეზეც არ აქვთ განვითარებული კითხვის, წაკითხულის გააზრების უნარი“, - განაცხადა ია კუტალაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის შეფასებით, მეოთხეკლასელ მოსწავლეს, რომელსაც უჭირს წაკითხულის გააზრება, სწავლების მომდევნო საფეხურზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, ის ფაქტობრივად განწირულია აკადემიური მარცხისთვის.

„ბევრი საინტერესო მიგნება აქვს კვლევას. კითხვის უნარის შეფასება ხდება საინფორმაციო და მხატვრული ტექსტებით. თითოეულ ტექსტს თან ახლავს შეკითხვები, რომლებზე პასუხებითაც ვაფასებთ რამდენად იგებს და იაზრებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებიდან მიღებულ ინფორმაციას მოსწავლე, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა...წაკითხულის გააზრება საბაზო უნარია. ის სწავლა-სწავლების პროცესის ფუნდამენტია. ბავშვი ჯერ სწავლობს კითხვას და შემდეგ კითხულობს იმისთვის, რომ ისწავლოს. თუ ბავშვს არა აქვს განვითარებული კითხვის უნარი, უჭირს წაკითხულის გააზრება, ეს ნიშნავს, რომ მას პრობლემები ექნება სწავლაში, ის ფაქტობრივად განწირულია აკადემიური მარცხისთვის. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 2016 წლის კვლევის მიხედვით 14%-ია, 2006 წელს კი 18% იყო. შესაბამისად, შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვისაც მინიმალურ დონეზეც არა აქვს კითხვის უნარი განვითარებული. ეს ფაქტი თავისთავად პოზიტიურ დინამიკაზე მიუთითებს, თუმცა ის გარემოება, რომ მოსწავლეთა 14%-ს უჭირს კითხვა, ბევრი რისკის შემცველია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს; კითხვა არა მხოლოდ ბავშვის კოგნიტური განვითარების და სწავლის საფუძველია, არამედ ამ უნარს პიროვნულ განვითარებასთან აქვს ძალიან მჭიდრო ბმა. კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვები, რომლებსაც კითხვის უნარი არ აქვს განვითარებული, ხშირად ძალადობრივ და აგრესიულ ქმედებებს მიმართავენ“, - განაცხადა კუტალაძემ.

მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კარგი მკითხველები გამოდიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც თავად კითხულობენ ბევრს.

„ამ კვლევის ფარგლებში ვსწავლობთ იმ გარემოს, რომელშიც ყალიბდება მოსწავლის კითხვის უნარი, ეს არის ოჯახი, სკოლა, კლასი... შევისწავლით იმ ფაქტორებს, რომლებიც აისახება მოსწავლეთა კითხვის უნარის განვითარებაზე. ეს გვაძლევს საშუალებას გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ და შევიმუშავოთ რეკომენდაციები მოსწავლეთა კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ბავშვის მიღწევებზე მნიშვნელოვნად აისახება ოჯახის საგანმანათლებლო რესურსი. კვლევის მიხედვით, კარგი მკითხველები გამოდიან ბავშვები, რომელთა მშობლებიც თავად კითხულობენ ბევრს; მშობლები, რომლებიც სკოლამდელ ასაკში ეხმარებიან ბავშვებს კითხვის უნარის განვითარებაში, უკითხავენ წიგნებს, ესაუბრებიან წაკითხულზე, ხელს უწყობენ ბავშვების კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას; სკოლამდელ ასაკში მშობლების მხრიდან ასეთი მხარდაჭერის პირობებში, მეოთხე კლასში მოსწავლეებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ - უფრო მეტად აქვთ განვითარებული კითხვის უნარი, ვიდრე იმ ბავშვებს ვისაც ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონიათ. ოჯახში სასწავლო რესურსებზე წვდომა, მშობლის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი; ასევე მნიშვნელოვანია სკოლამდელ განათლებაში ჩართულობა. ჩვენი მეოთხეკლასელების 16% არ დადიოდა ბაღში, მათ უფრო დაბალი შედეგი აქვთ, ვიდრე იმ მოსწავლეებს, ვინც ისარგებლა სკოლამდელი განათლების სერვისებით. ბაღი და მშობლების მხარდაჭერა სასკოლო მზაობის ფორმირებას უწყობს ხელს. ეს კი თავისთავად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე, არამდე შემდეგაც. სკოლებში კითხვისთვის საჭირო რესურსების ნაკლებობა უარყოფითად აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე. სასკოლო ფაქტორების ანალიზი გვიჩვენებს თუ რა მიმართულებებით უნდა განხორციელდეს რეფორმები“, - აღნიშნა კუტალაძემ.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო კვლევა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, მათ შორის ეს კვლევაც აჩვენებს, რომ ქალაქის სკოლის მოსწავლეებთან შედარებით სოფლის სკოლის მოსწავლეების მიღწევები უფრო დაბალია, კერძო სკოლის მოსწავლეების მიღწევები უფრო მაღალია, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიღწევები. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს სხვაობები გამოწვეულია იმით, რომ სოფელში ბავშვებს ოჯახში ნაკლებ სასწავლო, საგანმანათლებლო რესურსზე აქვთ წვდომა ვიდრე ქალაქში, ამასთან, მათ სკოლაშიც ნაკლები რესურსი ხვდებათ... მისივე თქმით, სოფლის მოსწავლეთა დაბალი მიღწევები სწორედ ოჯახსა და სკოლაში სოფლის მოსწავლეთა მწირი საგანმანათლებლო რესურსებით აიხსნება და ამაში სკოლის ადგილმდებარეობა არაფერ შუაშია. რესურსებთანაა დაკავშირებული კერძო და საჯაროს სკოლის მოსწავლეთა მიღწევებში არსებული სხვაობაც.

ამასთან, კუტალაძემ აღნიშნა, რომ ქართველი მოსწავლეების საკმაოდ დიდი პროცენტი მიუთითებს, რომ მოსწონს კითხვა, რაც მისი თქმით, უდავოდ კვლევის დადებითი და სასიამოვნო შედეგია.

აღნიშნული კვლევა 2016 წელს ჩატარდა და სამი დღის წინ გამართულ კონფერენციაზე გასაჯაროვდა. კვლევა მოიცავს 200 სკოლას, 5741 მოსწავლეს, 5700 მშობელს და 200 დირექტორს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ