თურქეთში, ადანას პროვინციაში, 18 პირი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვა. აღნიშნულის შესახებ თურქული მედია იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ოპერაცია გასულ კვირას ჩატარდა და მასში 300 პოლიციელი მონაწილეობდა.
როგორც თურქული მედია იუწყება, საქართველოს სამი მოქალაქე დაქორწინების ცრუ დაპირებით ჩაიყვანეს ადანას პროვინციაში. მათ პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ და შემდეგ იძულების წესით ჩართეს პროსტიტუციაში.
საქართველოს სამი მოქალაქე უკვე გათავისუფლებულია და ისინი ადანას პროვინციის საემიგრაციო სამმართველოში გადაიყვანეს.