პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია "ფრეშ ფილდი" დაიქირავა
"სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია "ფრეშ ფილდი" დაიქირავა

კომ­პა­ნია „სითი პარ­კმა“ თბი­ლი­სის მე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრი­ტა­ნუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია „ფრეშ ფილ­დი“ და­ი­ქი­რა­ვა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „სითი პარ­კის“ იუ­რის­ტმა თა­მარ შუ­ბი­თი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

შუ­ბი­თი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნია „ფრეშ ფილ­დი“ სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ობს.

„კომ­პა­ნია „ფრეშ ფილ­დის“ მიერ უკვე გაგ­ზავ­ნი­ლია მო­თხოვ­ნა მე­რი­ა­ში საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­და­ცე­მი­სა და შეხ­ვედ­რე­ბის ჩა­ნიშ­ვნის მო­თხოვ­ნით, რათა დე­ტა­ლუ­რად გა­ერ­კვნენ საქ­მის ვი­თა­რე­ბა­ში და ჩა­ერ­თონ პრო­ცეს­ში. ეს არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მი­უღ­წევ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იქ­ნე­ბა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რაჟ­ში.

კომ­პა­ნი­ის მიერ ერთი წე­რი­ლი 17 აპ­რილს გა­იგ­ზავ­ნა თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში, რა­ზეც მე­რი­ამ კომ­პა­ნი­ის მხრი­დან მინ­დო­ბი­ლო­ბის წარ­დგე­ნა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მზად არი­ან ნე­ბის­მი­ე­რი შეხ­ვედ­რის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო წე­რილს, ის 4 მა­ისს არის გაგ­ზავ­ნი­ლი და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს შეხ­ვედ­რის თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და შუ­ბი­თი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვას, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ თბი­ლი­სის მე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში „სითი პარ­კმა“ შე­ი­ტა­ნა, რო­გორც შუ­ბი­თი­ძე აცხა­დებს, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გან­ცხა­დე­ბა „სითი პარ­კის“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით 13 მარტს გა­ა­კე­თა. კომ­პა­ნი­ას დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას 2018 წლის 10 აპი­რი­ლი­დან შე­უ­წყვი­ტა და მის ფუნ­ქცი­ებს პარ­კი­რე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია ას­რუ­ლებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია "ფრეშ ფილდი" დაიქირავა

"სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია "ფრეშ ფილდი" დაიქირავა

კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სითი პარკის“ იურისტმა თამარ შუბითიძემ განუცხადა.

შუბითიძის განცხადებით, კომპანია „ფრეშ ფილდი“ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს.

„კომპანია „ფრეშ ფილდის“ მიერ უკვე გაგზავნილია მოთხოვნა მერიაში საქმის მასალების გადაცემისა და შეხვედრების ჩანიშვნის მოთხოვნით, რათა დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და ჩაერთონ პროცესში. ეს არის კომპანია, რომელიც შემდგომში, მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, იქნება კომპანიის წარმომადგენელი საერთაშორისო არბიტრაჟში.

კომპანიის მიერ ერთი წერილი 17 აპრილს გაიგზავნა თბილისის მერიაში, რაზეც მერიამ კომპანიის მხრიდან მინდობილობის წარდგენა მოითხოვა, თუმცა დაადასტურეს, რომ მზად არიან ნებისმიერი შეხვედრისთვის. რაც შეეხება ბოლო წერილს, ის 4 მაისს არის გაგზავნილი და უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით“, - განაცხადა შუბითიძემ.

რაც შეეხება სარჩელის განხილვას, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში „სითი პარკმა“ შეიტანა, როგორც შუბითიძე აცხადებს, საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება „სითი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპირილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები