საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება - რა იგეგმება სამომავლოდ?
ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება - რა იგეგმება სამომავლოდ?

კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში დღე­ი­დან შე­ვი­და, სწრაფ და ონ­ლა­ინ სეს­ხებ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ „ფე­ის­ბუ­ქის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბის პა­სუ­ხი­სას გა­ნა­ცხა­და. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის თქმით, ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თა­მა­შის ახა­ლი წე­სე­ბი ყვე­ლა ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ზე გავ­რცელ­დე­ბა. ბახ­ტა­ძის თქმით, ამ პრობ­ლე­მის წარ­მო­შო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ, ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის­თვის ერ­თი­ა­ნი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არ­ქო­ნა იყო.

„რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ სა­ერ­თო თა­მა­შის წე­სებ­ზე, ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა მთე­ლი ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რი, ვი­ნა­ი­დან პრობ­ლე­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი სწო­რედ ასი­მეტ­რი­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იყო, ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის. სა­ბან­კო სექ­ტორს ჰქონ­და თა­ვი­სი რე­გუ­ლა­ცია, არა­სა­ბან­კო სექ­ტორს, მიკ­რო­სა­ფო­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს თა­ვი­სი, ონ­ლა­ინ­სეს­ხებ­ზე სხვა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბო­და და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იყო ერ­თი­ან რე­გუ­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­უ­ლი და ეს რა თქმა უნდა, იქცა გარ­კვე­ულ­წი­ლად პრობ­ლე­მის ერთ-ერთ წყა­როდ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის თა­მა­შის წერ­სე­ბი, რომ­ლებ­ზეც მე ვსა­უბ­რობ, შე­ე­ხე­ბა ყვე­ლას, მათ შო­რის, რა თქმა უნდა, სწრა­ფი და ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც, ვი­ნა­ი­დან სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის მიერ შექ­მნილ­მა ასე­თი ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბებ­მა შექ­მნა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ის ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც დღეს ჩვენ ვხე­დავთ“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯის შე­სა­ხებ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. დღეს ამოქ­მე­დე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს მო­მა­ვალ­ში კი­დევ სხვა ნა­ბი­ჯე­ბი და­ე­მა­ტე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას, ის არის რის­კი და მის გა­და­საჭ­რე­ლად პრინ­ცი­პუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა, რო­მე­ლიც დღე­ი­დან ამოქ­მედ­და.

„ჩვენ დღეს მო­ვე­დით ამ პრობ­ლე­მამ­დე, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და ამ პრობ­ლე­მის დაგ­რო­ვე­ბა. დღეს მი­ვი­ღეთ მას­შტა­ბი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს პრინ­ცი­პულ გა­და­წყვე­ტას. ბევრ მო­ქა­ლა­ქეს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გან­ცდა, რომ ეს რე­ფორ­მა შუ­ა­ში გა­ჩერ­დეს ან ბო­ლომ­დე ვერ მი­ვი­დეს, მაგ­რამ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ გა­ვალთ ბო­ლო­ში. ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია არა მარ­ტო ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას უწევს თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლის დიდი ნა­წი­ლის გა­დახ­და კრე­დი­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში და ისე­თი ტრი­პის კრე­დი­ტე­ბის აღე­ბა, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კუ­რად მი­ზან­შე­უ­წო­ნე­ლი იყო, არა­მედ ეს იწ­ვევს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­წარ­მე­ო­ბის სურ­ვი­ლის და მე­წარ­მე­ო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის გარ­კვე­ულ­წი­ლად შემ­ცი­რე­ბას. ყვე­ლა რე­ფორ­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა ერთ მი­ზანს - სი­ღა­რი­ბის და­მარ­ცხე­ბას. ეს რე­ფორ­მე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თკავ­შირ­შია. ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა ამ­ცი­რებს მე­წარ­მე­ო­ბის პო­ტენ­ცი­ალს. რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ათა­სი ადა­მი­ა­ნი დღეს არის ე.წ. შავს სი­ა­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ არ აქვთ წვდო­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მარ­თვა­ზე. ნუ­რა­ვის ექ­ნე­ბა ილუ­ზია, რომ ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად უკან და­ვი­ხევთ. პი­რი­ქით, ამას გა­ვა­კე­თებთ ძა­ლი­ან სწრა­ფად და პრინ­ცი­პუ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღე­ი­დან კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­და. კერ­ძოდ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, 2018 წლის 7 მა­ი­სი­დან კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს მომ­ხმა­რე­ბელ­თა გა­დამ­ხდე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ანა­ლი­ზის გა­რე­შე სეს­ხე­ბის გა­ცე­მა ეზღუ­დე­ბათ. ასე­თი სეს­ხე­ბის სა­ერ­თო თან­ხა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო კა­პი­ტა­ლის 25%-ს.

ამას­თან, სებ-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსეს­ხებ­ლის გა­დამ­ხდე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ანა­ლი­ზის გა­რე­შე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სეს­ხე­ბის სა­ერ­თო თან­ხა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ბან­კის სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო კა­პი­ტა­ლის 15%-ს და სეს­ხის გა­ცე­მი­სას, სეს­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.

ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება - რა იგეგმება სამომავლოდ?

ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება - რა იგეგმება სამომავლოდ?

კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ მომხმარებლების მიერ დასმული კითხვების პასუხისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ჭარბვალიანობის საწინააღმდეგო თამაშის ახალი წესები ყველა ფინანსურ სექტორზე გავრცელდება. ბახტაძის თქმით, ამ პრობლემის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ, ფინანსური სექტორისთვის ერთიანი რეგულაციების არქონა იყო.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, ამაში იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, ვინაიდან პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ასიმეტრიული რეგულაციები იყო, ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. საბანკო სექტორს ჰქონდა თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორს, მიკროსაფონანსო ორგანიზაციებს თავისი, ონლაინსესხებზე სხვა რეგულაციები ვრცელდებოდა და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო ერთიან რეგულაციაში მოქცეული და ეს რა თქმა უნდა, იქცა გარკვეულწილად პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. აქედან გამომდინარე, ის თამაშის წერსები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ მიმართულების მიერ შექმნილმა ასეთი ტიპის მომსახურებებმა შექმნა უპირველეს ყოვლისა ის ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ნაბიჯის შესახებ გახდება ცნობილი. დღეს ამოქმედებულ რეგულაციებს მომავალში კიდევ სხვა ნაბიჯები დაემატება.

მისივე თქმით, ჭარბვალიანობა საქართველოში წარმოადგენს პრობლემას, ის არის რისკი და მის გადასაჭრელად პრინციპული ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

„ჩვენ დღეს მოვედით ამ პრობლემამდე, რადგან წლების განმავლობაში ხდებოდა ამ პრობლემის დაგროვება. დღეს მივიღეთ მასშტაბი, რომელიც საჭიროებს პრინციპულ გადაწყვეტას. ბევრ მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ ეს რეფორმა შუაში გაჩერდეს ან ბოლომდე ვერ მივიდეს, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გავალთ ბოლოში. ჭარბვალიანობამ გამოიწვია არა მარტო ის, რომ მოსახლეობას უწევს თავისი შემოსავლის დიდი ნაწილის გადახდა კრედიტების მომსახურებაში და ისეთი ტრიპის კრედიტების აღება, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეუწონელი იყო, არამედ ეს იწვევს საქართველოში მეწარმეობის სურვილის და მეწარმეობის პოტენციალის გარკვეულწილად შემცირებას. ყველა რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს - სიღარიბის დამარცხებას. ეს რეფორმები ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ჭარბვალიანობის პრობლემა ამცირებს მეწარმეობის პოტენციალს. რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი დღეს არის ე.წ. შავს სიაში და აქედან გამომდინარე მათ არ აქვთ წვდომა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე. ნურავის ექნება ილუზია, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად უკან დავიხევთ. პირიქით, ამას გავაკეთებთ ძალიან სწრაფად და პრინციპულად“, - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები