პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, ეს ქუმსიშვილზე განაწყენებული "რუხი კარდინალების" შურისძიება იყოს"
"შესაძლოა, ეს ქუმსიშვილზე განაწყენებული "რუხი კარდინალების" შურისძიება იყოს"

"კო­რუფ­ცი­ა­სა და გა­რი­გე­ბებ­ზე სა­უ­ბარს სა­ფუძ­ვე­ლი ექ­ნე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თვალ­სა­ჩი­ნო იქ­ნე­ბო­და, რომ კონ­კრე­ტულ ტენ­დერს ერთ კომ­პა­ნი­ას მო­არ­გებ­დნენ, ამით მოს­პობ­დნენ კონ­კუ­რენ­ცი­ას და კომ­პა­ნია გა­ი­მარ­ჯვებ­და ზუს­ტად იმ ფა­სად, რაც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო ტენ­დე­რის სა­წყის ღი­რე­ბუ­ლე­ბად" - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ „კვი­რის პა­ლიტ­რას“ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რო­დე­საც ვხე­დავთ, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტენ­დერ­ში კონ­კუ­რენ­ცია იყო, სა­ხელ­მწი­ფომ "ედ­ლა­ი­ნის" გა­მარ­ჯვე­ბით 177 ათა­სი ლარი და­ზო­გა, სუ­რა­თი იმ­დე­ნად ნა­თე­ლია, რომ სრუ­ლი­ად არა­ლო­გი­კუ­რი და აბ­სურ­დუ­ლია გა­რი­გე­ბებ­სა და შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბის თე­ო­რი­ებ­ზე ლა­პა­რა­კი. „ამას ცოტა სხვა სუნი დაჰ­კრავს“, - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

კი­თხვა­ზე, რა მი­ზა­ნი აქვს "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" წი­ნა­აღ­მდეგ ცრუ ბრალ­დე­ბებს, რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ „ამ კამ­პა­ნი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი უნდა ვე­ძე­ბოთ“.

„თავ­და­პირ­ვე­ლად ვფიქ­რობ­დი, რომ ამ კამ­პა­ნი­ა­ში სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შუ­რი­თაც იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი - "პა­ლიტ­რა­მე­დია", უკვე ორი ათე­უ­ლი წე­ლია, წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ბევრ მის კო­ლე­გას, რო­მელ­მაც ანა­ლო­გი­ურ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია, არ მოს­წონს. თუმ­ცა დღეს ვფიქ­რობ, რომ ამ კამ­პა­ნი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი უნდა ვე­ძე­ბოთ. შე­საძ­ლოა, დარ­ტყმის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი იყოს.

ვი­ცით, რომ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მი­ნის­ტრის ნა­თე­სა­ვია და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი წლე­ბის წინ ამ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და კი­დეც. შე­სა­ბა­მი­სად, მისი ოპო­ნენ­ტე­ბი "კომ­პრო­მა­ტად" ამ კავ­შირს იყე­ნე­ბენ. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ კამ­პა­ნი­ის უკან ქუმ­სიშ­ვილ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი "რუხი კარ­დი­ნა­ლი" იდ­გეს და ეს მათი შუ­რის­ძი­ე­ბა იყოს. თუმ­ცა ძა­ლი­ან სუს­ტი არ­გუ­მენ­ტე­ბი ჰქო­ნი­ათ, თუ სხვა ვე­რა­ფე­რი უპო­ვეს მი­ნისტრს იმის გარ­და, რომ მისი ნა­თე­სა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია... ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ კამ­პა­ნი­ის დამ­კვეთ­თა გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა“, -გა­ნა­ცხა­და რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"შესაძლოა, ეს ქუმსიშვილზე განაწყენებული "რუხი კარდინალების" შურისძიება იყოს"

"შესაძლოა, ეს ქუმსიშვილზე განაწყენებული "რუხი კარდინალების" შურისძიება იყოს"

"კორუფციასა და გარიგებებზე საუბარს საფუძველი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ თვალსაჩინო იქნებოდა, რომ კონკრეტულ ტენდერს ერთ კომპანიას მოარგებდნენ, ამით მოსპობდნენ კონკურენციას და კომპანია გაიმარჯვებდა ზუსტად იმ ფასად, რაც გამოცხადებული იყო ტენდერის საწყის ღირებულებად" - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

მისივე განმარტებით, როდესაც ვხედავთ, რომ კონკრეტულად ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებულ ტენდერში კონკურენცია იყო, სახელმწიფომ "ედლაინის" გამარჯვებით 177 ათასი ლარი დაზოგა, სურათი იმდენად ნათელია, რომ სრულიად არალოგიკური და აბსურდულია გარიგებებსა და შეთქმულებების თეორიებზე ლაპარაკი. „ამას ცოტა სხვა სუნი დაჰკრავს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

კითხვაზე, რა მიზანი აქვს "პალიტრამედიის" წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ „ამ კამპანიაში პოლიტიკური კონტექსტი უნდა ვეძებოთ“.

„თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ამ კამპანიაში სხვა მედიასაშუალებების მონაწილეობა შურითაც იყო გამოწვეული - "პალიტრამედია", უკვე ორი ათეული წელია, წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რაც, ბუნებრივია, ბევრ მის კოლეგას, რომელმაც ანალოგიურ წარმატებას ვერ მიაღწია, არ მოსწონს. თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ ამ კამპანიაში პოლიტიკური კონტექსტი უნდა ვეძებოთ. შესაძლოა, დარტყმის მთავარი ობიექტი დიმიტრი ქუმსიშვილი იყოს.

ვიცით, რომ "პალიტრამედიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მინისტრის ნათესავია და დიმიტრი ქუმსიშვილი წლების წინ ამ კომპანიაში მუშაობდა კიდეც. შესაბამისად, მისი ოპონენტები "კომპრომატად" ამ კავშირს იყენებენ. ეკონომიკის სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ამ კამპანიის უკან ქუმსიშვილზე განაწყენებული ზოგიერთი "რუხი კარდინალი" იდგეს და ეს მათი შურისძიება იყოს. თუმცა ძალიან სუსტი არგუმენტები ჰქონიათ, თუ სხვა ვერაფერი უპოვეს მინისტრს იმის გარდა, რომ მისი ნათესავი წარმატებული ბიზნესმენია... ვფიქრობ, საზოგადოებისთვის აუცილებელია ამ კამპანიის დამკვეთთა გამოაშკარავება“, -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები