საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭვიშტარი, გებჟალია, აჯაფსანდალი, შილა ფლავი - კიდევ რის ჭამას აპირებს ”გიკი გოგოს” ავტორი საქართველოში ვიზიტისას?
ჭვიშტარი, გებჟალია, აჯაფსანდალი, შილა ფლავი - კიდევ რის ჭამას აპირებს ”გიკი გოგოს” ავტორი საქართველოში ვიზიტისას?

თბი­ლისს 31 მა­ისს მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რის, ”გიკი გო­გოს” ავ­ტო­რი ჰოლი სმე­ი­ლი ეწ­ვე­ვა. მისი ვი­ზი­ტი თბი­ლი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალს უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქარ­თველ მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, საყ­ვა­რელ ავ­ტორს პი­რის­პირ გა­ე­სა­უბ­როს. მწე­რალს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს უცხო ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი და კულ­ტუ­რა, შე­სა­ბა­მი­სად, გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან შეხ­ვედ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ის და­ათ­ვა­ლი­ე­რებს თბი­ლი­სის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს და გა­იც­ნობს ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ას. იმის გამო, რომ ავ­ტო­რი ვე­გე­ტე­რი­ა­ნე­ლია და პლუს სპე­ცი­ა­ლურ, ე.წ. gluten-free დი­ე­ტა­ზეა, ჰოლი სმე­ილ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ და უკვე შე­არ­ჩია კერ­ძე­ბი, რო­მელ­თა გა­სინ­ჯვა­საც ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ისურ­ვებ­და. ესე­ნია: ჭვიშ­ტა­რი, ლო­ბიო, გებ­ჟა­ლია, ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი, ნიგვზი­ა­ნი ფხა­ლი, აჯაფ­სან­და­ლი, შილა ფლა­ვი, ღომი, ჭარხლის სა­ლა­თი, შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი სვა­ნუ­რი მა­რი­ლით.

ბრი­ტა­ნე­ლი ჰოლი სმე­ი­ლი ავ­ტო­რია ექ­ვსტო­მე­უ­ლის, სა­ხე­ლად „გიკი გოგო“. ეს არის სა­ინ­ტე­რე­სო და უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც წინა პლან­ზე ისეთ პრობ­ლე­მებს წა­მო­წევს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბუ­ლინ­გი სკო­ლა­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში. მთა­ვა­რი გმი­რი ჰე­რი­ე­ტი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი „გი­კია“, რაც ქარ­თუ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით წიგ­ნის ჭიას ნიშ­ნავს. გიკ­თან ასო­ცირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთელ დროს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში ხარ­ჯავს და სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჰე­რი­ე­ტი ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გო­გოა. ის ცდი­ლობს, და­ამ­ტკი­ცოს, რომ გი­კო­ბა ცუდი სუ­ლაც არ არის და ეს ფაქ­ტი ხელს არ უშ­ლის, რომ წარ­მა­ტე­ბებს, რაც უნდა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, მო­დის სამ­ყა­რო­შიც კი მი­აღ­წი­ოს. ავ­ტო­რი ცდი­ლობს, რომ გვიჩ­ვე­ნოს, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბოლო წლებ­ში მო­ცე­მუ­ლი პრობ­ლე­მის მი­მართ.

„სამ­ყა­რო­ში სი­ტყვა „გიკი“ მნიშ­ვნე­ლო­ბას იც­ვლის, ის და­სა­ცი­ნი­დან სა­ქე­ბარ სი­ტყვად გარ­და­იქ­მნა, სწო­რედ ამის მიღ­წე­ვა მინ­დო­და მეც. იყა­ვი ის ვინც ხარ, გი­კო­ბა არაა სირ­ცხვი­ლი“, ამ­ბობს ჰოლი სმე­ი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ის სე­რია ”ლი­ბერ­თინ­სის” ფარ­გლებ­შია გა­მო­ცე­მუ­ლი. გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით წიგ­ნი უამ­რა­ვი თი­ნე­ი­ჯე­რის­თვის გახ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი. წიგ­ნის მი­მართ ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა კი უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია თა­ვად ავ­ტორს. ჰოლი სმე­ი­ლი "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ას­თან" შეკ­რე­ბილ წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს "ტვი­ტერ­ზე" გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მათ ქარ­თუ­ლად გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა.

"დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის. დიდი მად­ლო­ბა, თქვენ გა­სა­ოც­რე­ბი ხართ!", - წერ­და ჰოლი სმე­ი­ლი.

ახლა კი ავ­ტო­რი ქარ­თველ მკით­ველ­თან პი­რა­დად შე­სახ­ვედ­რად ემ­ზა­დე­ბა. ჰოლი სმე­ი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის მოწ­ვე­ვი­თა და „წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ მხარ­და­ჭე­რით ჩა­მო­დის. ავ­ტორ­თან შეხ­ვედ­რე­ბი 31 მა­ისს, 14:00 სა­ათ­ზე თბი­ლი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე; ხოლო 1 ივ­ნისს, 19:00 სა­ათ­ზე „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები

ჭვიშტარი, გებჟალია, აჯაფსანდალი, შილა ფლავი - კიდევ რის ჭამას აპირებს ”გიკი გოგოს” ავტორი საქართველოში ვიზიტისას?

ჭვიშტარი, გებჟალია, აჯაფსანდალი, შილა ფლავი - კიდევ რის ჭამას აპირებს ”გიკი გოგოს” ავტორი საქართველოში ვიზიტისას?

თბილისს 31 მაისს მსოფლიო ბესტსელერის, ”გიკი გოგოს” ავტორი ჰოლი სმეილი ეწვევა. მისი ვიზიტი თბილისის წიგნის ფესტივალს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც ქართველ მკითხველს საშუალება მიეცემა, საყვარელ ავტორს პირისპირ გაესაუბროს. მწერალს ძალიან აინტერესებს უცხო ქვეყნების ტრადიციები და კულტურა, შესაბამისად, გულშემატკივართან შეხვედრის პარალელურად, ის დაათვალიერებს თბილისის ღირსშესანიშნაობებს და გაიცნობს ქალაქის ისტორიას. იმის გამო, რომ ავტორი ვეგეტერიანელია და პლუს სპეციალურ, ე.წ. gluten-free დიეტაზეა, ჰოლი სმეილმა დამოუკიდებლად მოიძია ინფორმაცია ქართული სამზარეულოს შესახებ და უკვე შეარჩია კერძები, რომელთა გასინჯვასაც ვიზიტის ფარგლებში ისურვებდა. ესენია: ჭვიშტარი, ლობიო, გებჟალია, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ნიგვზიანი ფხალი, აჯაფსანდალი, შილა ფლავი, ღომი, ჭარხლის სალათი, შემწვარი კარტოფილი სვანური მარილით.

ბრიტანელი ჰოლი სმეილი ავტორია ექვსტომეულის, სახელად „გიკი გოგო“. ეს არის საინტერესო და უნიკალური წიგნების სერია, რომელიც წინა პლანზე ისეთ პრობლემებს წამოწევს, როგორებიცაა: ბულინგი სკოლაში, საკუთარი თავის პოვნა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება გარდატეხის ასაკში. მთავარი გმირი ჰერიეტი ჩვეულებრივი „გიკია“, რაც ქართულად დაახლოებით წიგნის ჭიას ნიშნავს. გიკთან ასოცირდება ადამიანი, რომელიც მთელ დროს მეცადინეობაში ხარჯავს და სოციალური ცხოვრებით არ გამოირჩევა. ჰერიეტი ძალიან განათლებული გოგოა. ის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ გიკობა ცუდი სულაც არ არის და ეს ფაქტი ხელს არ უშლის, რომ წარმატებებს, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, მოდის სამყაროშიც კი მიაღწიოს. ავტორი ცდილობს, რომ გვიჩვენოს, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ბოლო წლებში მოცემული პრობლემის მიმართ.

„სამყაროში სიტყვა „გიკი“ მნიშვნელობას იცვლის, ის დასაცინიდან საქებარ სიტყვად გარდაიქმნა, სწორედ ამის მიღწევა მინდოდა მეც. იყავი ის ვინც ხარ, გიკობა არაა სირცხვილი“, ამბობს ჰოლი სმეილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

წიგნი საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის სერია ”ლიბერთინსის” ფარგლებშია გამოცემული. გამომცემლობის მიერ შეთავაზებული განსაკუთრებული ფასდაკლების საშუალებით წიგნი უამრავი თინეიჯერისთვის გახდა ხელმისაწვდომი. წიგნის მიმართ ქართველი თინეიჯერების დიდი დაინტერესება კი უყურადღებოდ არ დაუტოვებია თავად ავტორს. ჰოლი სმეილი "ბიბლუსი გალერეასთან" შეკრებილ წიგნის მოყვარულებს "ტვიტერზე" გამოეხმაურა და მათ ქართულად გადაუხადა მადლობა.

"დიდი მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა, თქვენ გასაოცრები ხართ!", - წერდა ჰოლი სმეილი.

ახლა კი ავტორი ქართველ მკითველთან პირადად შესახვედრად ემზადება. ჰოლი სმეილი საქართველოში გამომცემლობა პალიტრა L-ის მოწვევითა და „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით ჩამოდის. ავტორთან შეხვედრები 31 მაისს, 14:00 საათზე თბილისის წიგნის ფესტივალზე; ხოლო 1 ივნისს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს