პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მწვანე ალმასი” - საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ბინები დათქმულ დროზე ადრე ბარდება
“მწვანე ალმასი” - საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ბინები დათქმულ დროზე ადრე ბარდება

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პლექ­სი ”მწვა­ნე ალ­მა­სი” თბი­ლის­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­დე­გე­ბით მო­მა­ვა­ლი მო­ბი­ნად­რე­ე­ბის გა­ო­ცე­ბას აგ­რძე­ლებს. მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე 9 თვით ადრე გა­ყი­დუ­ლი 731-ივე ბი­ნის ჩა­ბა­რე­ბა დათ­ქმულ­ზე ერთი თვით ადრე, აპ­რილ­ში და­ი­წყო.

თუმ­ცა, დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია ”მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნის­თვის”, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ კომ­პლექსს აშე­ნებს, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა. 2016 წელს მან ”მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტი” მო­ბი­ნად­რე­ებს დათ­ქმულ ვა­დამ­დე 5 თვით ადრე ჩა­ა­ბა­რა.

”ჩვენ­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვა­დე­ბის დაც­ვა და მათი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მრა­ვალ­მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ერთი მხრივ, ეს კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღალ ხა­რისხს უს­ვამს ხაზს. მე­ო­რე მხრივ კი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მო­მა­ვა­ლი მო­ბი­ნად­რე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს. ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით ”მწვა­ნე ალ­მა­სი” თბი­ლის­ში უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია. ეს არ არის უბ­რა­ლოდ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი, არა­მედ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ცხოვ­რე­ბის სტი­ლია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სიმწვა­ნეს, სუფ­თა ჰა­ერს, ლა­მაზ ბა­ღებს, სტა­დი­ო­ნებს, სპორ­ტულ ტე­რი­ტო­რი­ებს, სა­ცუ­რაო აუზს... ”მწვა­ნე ალ­მას­ში” ცხოვ­რე­ბა მო­ბი­ნად­რე­ე­ბის ცხოვ­რე­ბის სტილს სრუ­ლად შეც­ვლის. მეც მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი "მწვა­ნე ალ­მას­ში“ ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას” - გან­მარ­ტავს ოღუზ ქაან ქა­რა­ე­რი, „მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

გა­და­ბა­რე­ბის პრო­ცე­სი აპ­რილ­ში და­ი­წყო და რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­დე­ბა. ალექ­სან­დრე ფი­რა­ნიშ­ვი­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ბინა გა­და­ი­ბა­რა.

”მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნის” მიერ აშე­ნე­ბუ­ლი კომ­პლექ­სის ”მწვა­ნე ალ­მა­სის” ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მო­ი­ნად­რე ვარ. ბინა უკვე შე­ვა­მოწ­მე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ას­თან მო­მი­წია. მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა წესი და­ცუ­ლი იყო. პრო­ცესს ლაივ კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ქვე­ყა­ნა­ში სპონ­ტა­ნუ­რად ჩა­მო­ვე­დი და მათ ბი­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე მომ­ცეს. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა,” - აცხა­დებს ალექ­სან­დრე ფი­რა­ნიშ­ვი­ლი.

მო­მა­ვა­ლი მო­ბი­ნად­რე­ე­ბი დათ­ქმულ­ზე ადრე ჩა­ბა­რე­ბის ფაქტს დიდი კმა­ყო­ფი­ლე­ბით ხვდე­ბი­ან. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ნინო ტუ­რაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას გეგ­მავს და ამ ოც­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სწო­რედ ”მწვა­ნე ალ­მას­ში” გა­და­წყვი­ტა.

”ბი­ნის ყიდ­ვას დიდი ხანი ვგეგ­მავ­დი, თუმ­ცა ”მწვა­ნე ალ­მას­ში” ყიდ­ვა სპონ­ტა­ნუ­რად გა­დავ­წყვი­ტე. მა­კე­ტი და შო­უ­რუ­მი, რო­მე­ლიც გა­ყიდ­ვე­ბის ოფი­ში ვნა­ხე, იმ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლი იყო, რომ ყიდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 15 წუთ­ში მი­ვი­ღე. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­დავ­წყვი­ტე მშე­ნებ­ლო­ბის ნახ­ვა და იქ მი­სულს სრუ­ლი შოკი მქონ­და, რად­გან ად­გი­ლი ჯერ შე­მო­სა­ზღვუ­ლიც კი არ იყო. თუმ­ცა არ მი­ნერ­ვი­უ­ლია, რად­გან ვენ­დო­ბო­დი კომ­პა­ნი­ას და ვი­ცო­დი, რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლეს ”მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტის” გეგ­მა. ზუს­ტად 2 კვი­რა­ში კი­დევ მი­ვე­დი სა­ნა­ხა­ვად და მშე­ნებ­ლო­ბის ისე­თი აქ­ტი­უ­რი პრო­ცე­სი დამ­ხვდა, რომ გა­ვოც­დი. მა­შინ დავ­რწმუნ­დი, რომ 2 წელი ძა­ლი­ან მალე გა­ვი­დო­და და ჩემი ბინა ჩამ­ბარ­დე­ბო­და. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ოც­რად მოქ­ნი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი იყო კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ჩემ­თვის ხელ­საყ­რე­ლი გა­დახ­დის პი­რო­ბე­ბი შე­მომ­თა­ვა­ზეს. კი­დევ ერთი სი­ურპრი­ზი იყო ბი­ნის დრო­ზე ადრე ჩა­ბა­რე­ბა. ახლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისევ ისე­თი ემო­ცია მექ­ნე­ბა მისი ნახ­ვი­სას, რო­გო­რი ემო­ცი­ი­თაც 15 წუთ­ში გა­დავ­წყვი­ტე ყიდ­ვა,” - გან­მარ­ტავს ნინო ტუ­რაშ­ვი­ლი.

ბი­ნე­ბის გა­და­ბა­რე­ბის პრო­ცეს­თან ერ­თად სრულ­დე­ბა ინფრას­ტუქ­ტუ­რის შექ­მნაც. „მწვა­ნე ალ­მა­სი“ პირ­ვე­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კომ­პლექ­სია, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ცენ­ტრის მახ­ლობ­ლად, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს.

ამ მხრივ „მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნი“ პი­ო­ნე­რი იყო და ამ ახალ­მა მიდ­გო­მამ გა­ა­მარ­თლა. თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქებ­ში სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­დეს ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან მო­შო­რე­ბით, რათა თავი აა­რი­დოს ხმა­ურ­სა და და­ბინ­ძუ­რე­ბულ ჰა­ერს. „მწვა­ნე ალ­მა­სის“ მა­ცხოვ­რებ­ლებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისი­ა­მოვ­ნონ სუფ­თა ჰა­ე­რი­თა და სიმ­შვი­დით.

კომ­პლექ­სის მე­სა­მე ეტა­პის მშე­ნებ­ლო­ბა 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მსურ­ვე­ლებს კი­დევ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ”მწვა­ნე ალ­მა­სის” მო­ბი­ნად­რე­ე­ბის რი­გებს შე­უ­ერ­თდნენ და ისი­ა­მოვ­ნონ ჯან­სა­ღი და მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

“მწვანე ალმასი” - საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ბინები დათქმულ დროზე ადრე ბარდება

“მწვანე ალმასი” - საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ბინები დათქმულ დროზე ადრე ბარდება

სამშენებლო კომპლექსი ”მწვანე ალმასი” თბილისში უპრეცედენტო შედეგებით მომავალი მობინადრეების გაოცებას აგრძელებს. მშენებლობის დასრულებამდე 9 თვით ადრე გაყიდული 731-ივე ბინის ჩაბარება დათქმულზე ერთი თვით ადრე, აპრილში დაიწყო.

თუმცა, დეველოპერული კომპანია ”მაქრო ქონსთრაქშენისთვის”, რომელიც აღნიშნულ კომპლექსს აშენებს, ეს პირველი შემთხვევა არაა. 2016 წელს მან ”მწვანე ბუდაპეშტი” მობინადრეებს დათქმულ ვადამდე 5 თვით ადრე ჩააბარა.

”ჩვენთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადების დაცვა და მათი გაუმჯობესება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ეს კომპანიის სანდოობასა და მომსახურების მაღალ ხარისხს უსვამს ხაზს. მეორე მხრივ კი, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომავალი მობინადრეების ინტერესებს. ინფრასტრუქტურისა და ხარისხის თვალსაზრისით ”მწვანე ალმასი” თბილისში უნიკალური პროექტია. ეს არ არის უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ განსხვავებულია ცხოვრების სტილია, რომელიც მოიცავს სიმწვანეს, სუფთა ჰაერს, ლამაზ ბაღებს, სტადიონებს, სპორტულ ტერიტორიებს, საცურაო აუზს... ”მწვანე ალმასში” ცხოვრება მობინადრეების ცხოვრების სტილს სრულად შეცვლის. მეც მოუთმენლად ველოდები "მწვანე ალმასში“ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადასვლას” - განმარტავს ოღუზ ქაან ქარაერი, „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

გადაბარების პროცესი აპრილში დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდება. ალექსანდრე ფირანიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბინა გადაიბარა.

”მაქრო ქონსთრაქშენის” მიერ აშენებული კომპლექსის ”მწვანე ალმასის” ერთ-ერთი პირველი მოინადრე ვარ. ბინა უკვე შევამოწმე და ძალიან მომეწონა. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობა სწორედ ამ კომპანიასთან მომიწია. მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იყო. პროცესს ლაივ კამერების საშუალებით ვაკვირდებოდი. მადლობელი ვარ, რომ ქვეყანაში სპონტანურად ჩამოვედი და მათ ბინის დათვალიერების საშუალება პრობლემების გარეშე მომცეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,” - აცხადებს ალექსანდრე ფირანიშვილი.

მომავალი მობინადრეები დათქმულზე ადრე ჩაბარების ფაქტს დიდი კმაყოფილებით ხვდებიან. ერთ-ერთი მათგანი ნინო ტურაშვილია, რომელიც დიდი ხანია დამოუკიდებლად საცხოვრებლად გადასვლას გეგმავს და ამ ოცნების განხორციელება სწორედ ”მწვანე ალმასში” გადაწყვიტა.

”ბინის ყიდვას დიდი ხანი ვგეგმავდი, თუმცა ”მწვანე ალმასში” ყიდვა სპონტანურად გადავწყვიტე. მაკეტი და შოურუმი, რომელიც გაყიდვების ოფიში ვნახე, იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ყიდვის გადაწყვეტილება 15 წუთში მივიღე. ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში გადავწყვიტე მშენებლობის ნახვა და იქ მისულს სრული შოკი მქონდა, რადგან ადგილი ჯერ შემოსაზღვულიც კი არ იყო. თუმცა არ მინერვიულია, რადგან ვენდობოდი კომპანიას და ვიცოდი, როგორი წარმატებით შეასრულეს ”მწვანე ბუდაპეშტის” გეგმა. ზუსტად 2 კვირაში კიდევ მივედი სანახავად და მშენებლობის ისეთი აქტიური პროცესი დამხვდა, რომ გავოცდი. მაშინ დავრწმუნდი, რომ 2 წელი ძალიან მალე გავიდოდა და ჩემი ბინა ჩამბარდებოდა. ამ დროის განმავლობაში საოცრად მოქნილი და კომფორტული იყო კომპანიასთან თანამშრომლობა. ჩემთვის ხელსაყრელი გადახდის პირობები შემომთავაზეს. კიდევ ერთი სიურპრიზი იყო ბინის დროზე ადრე ჩაბარება. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ისეთი ემოცია მექნება მისი ნახვისას, როგორი ემოციითაც 15 წუთში გადავწყვიტე ყიდვა,” - განმარტავს ნინო ტურაშვილი.

ბინების გადაბარების პროცესთან ერთად სრულდება ინფრასტუქტურის შექმნაც. „მწვანე ალმასი“ პირველი ფართომასშტაბიანი კომპლექსია, რომელიც ქალაქის ცენტრის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს.

ამ მხრივ „მაქრო ქონსთრაქშენი“ პიონერი იყო და ამ ახალმა მიდგომამ გაამართლა. თანამედროვე ქალაქებში სულ უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული საცხოვრებლად გადავიდეს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რათა თავი აარიდოს ხმაურსა და დაბინძურებულ ჰაერს. „მწვანე ალმასის“ მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა, ისიამოვნონ სუფთა ჰაერითა და სიმშვიდით.

კომპლექსის მესამე ეტაპის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დაიწყება. შესაბამისად, მსურველებს კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ ”მწვანე ალმასის” მობინადრეების რიგებს შეუერთდნენ და ისიამოვნონ ჯანსაღი და მხიარული ცხოვრების სტილით.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი