პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობო "შეაჩერე კორუფცია", რომლის სამი დამფუძნებლიდან ერთი - კორუფციის, მეორე კი ფინანსური მაქინაციებისთვის არის ნასამართლევი
არასამთავრობო "შეაჩერე კორუფცია", რომლის სამი დამფუძნებლიდან ერთი - კორუფციის, მეორე კი ფინანსური მაქინაციებისთვის არის ნასამართლევი

"შე­ა­ჩე­რე კო­რუფ­ცია" - ამ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მეს­ვე­უ­რე­ბი ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ძი­რი­თა­დად, "ალი­ას" და "რუს­თა­ვი 2"-ის მეშ­ვე­ო­ბით ავ­რცე­ლე­ბენ შეც­დო­მა­ში შემყვან, და­მა­ხინ­ჯე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ. ყვე­ლა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში "კომ­პრო­მა­ტად" მოყ­ვა­ნი­ლია ის ფაქ­ტი, რომ მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი 2011-12 წლებ­ში მუ­შა­ობ­და "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში" და რომ მისი მე­უღ­ლე არის "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ორ­გა­ნი­ზა­ცია "შე­ა­ჩე­რე კო­რუფ­ცია" სა­ჯა­რო რე­ესტრში 2017 წლის 26 ივ­ნისს და­რე­გის­ტრირ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სამი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჰყავს, მათ­გან ორი - ქე­თე­ვან ენუ­ქი­ძე და გი­ორ­გი ბა­ჯე­ლი­ძე - აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია, დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ვა­ლე­რი­ან (ვატო) გე­ლაშ­ვი­ლი.

"კო­რუფ­ცი­ას­თან მებ­რძო­ლი" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ორი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვია და რაც უნდა უც­ნა­უ­რი იყოს, ერთი - კო­რუფ­ცი­ის­თვის. აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბა­ჯე­ლი­ძე შსს-ს სა­ფი­ნან­სო-სა­მე­ურ­ნეო დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, თუმ­ცა 2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში ქრთა­მის აღე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დე­რის შე­სა­ხებ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლე­რი­ან გე­ლაშ­ვილს, ნა­სა­მარ­თლე­ვია ბი­უ­ჯე­ტის­თვის თან­ხე­ბის და­მალ­ვის ბრალ­დე­ბით.

"შე­ა­ჩე­რე კო­რუფ­ცი­ას" სა­კუ­თარ ვებგ­ვერ­დზე არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბი, რის გა­სარ­კვე­ვა­დაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს, ქე­თე­ვან ენუ­ქი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით: "და­ფი­ნან­სე­ბა სა­ერ­თოდ არ გვაქვს, ამი­ტო­მაც და­ფი­ნან­სე­ბა­ზე არა­ფე­რია არ­სად მი­თი­თე­ბუ­ლი" - გვი­პა­სუ­ხა ენუ­ქი­ძემ.

- ორ­გა­ნი­ზა­ცია ენ­თუ­ზი­აზმზე მუ­შა­ობს?

- დიახ. ფი­ლო­ლო­გი, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე ვარ. ჩემი სურ­ვი­ლი იყო, ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­მე­კე­თე­ბი­ნა ეს საქ­მე. არ მჭირ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა, თა­ვად ვა­ფი­ნან­სებ ჩემს საქ­მეს.

- მოქ­მე­დი ფი­ლო­ლო­გი ხართ?

- დიახ, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი მაქვს, ვმუ­შა­ობ, ძი­რი­თა­დად, მო­დერ­ნის­ტებ­ზე; პა­ო­ლო იაშ­ვილ­ზე მაქვს და­წე­რი­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი. ამა­ვე დროს, ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუტ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. პე­რი­ო­დუ­ლად ვიკ­ვლევ პო­ე­ტე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას, შე­მიძ­ლია ნაშ­რო­მე­ბიც გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ...

მე­ლი­ე­ბის სა­კი­თხა­ვი

რო­დე­საც კამ­პა­ნია მთლი­ა­ნად სიც­რუ­ე­ზეა აგე­ბუ­ლი, შენი ე.წ. არ­გუ­მენ­ტე­ბი შენს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს და რბი­ლად რომ ვთქვათ, სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბი. სა­ნამ რა­მეს იტყოდ­ნენ ან და­წერ­დნენ, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას, ზო­გი­ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას თუ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ზე" და­გე­შილ უც­ნა­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "შე­ა­ჩე­რე კო­რუფ­ცი­ას" კარ­გად რომ ეფიქ­რათ, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის უცო­დინ­რე­ბად არ წარ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ.

უპირ­ვე­ლე­სად ის, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენდ­ერში "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" კომ­პა­ნია "ედ­ლა­ინს" საქ­მე რომ ჩა­ე­წყო, 20%-ით ფასს და­აკ­ლებ­და?!

რომ არა ტენ­დერ­ში "ედ­ლა­ი­ნის" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ბი­უ­ჯეტს მო­უ­წევ­და 177.000 ლა­რით მე­ტის გა­დახ­და, ანუ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ბი­უ­ჯეტ­მა დიდი თან­ხა და­ზო­გა. ეს მსხვი­ლი შრიფ­ტით მო­ი­ნიშ­ნონ კო­ლექ­ტი­ურ­მა მე­ლი­ებ­მა და ჩა­ი­ხე­დონ ხოლ­მე, სა­ნამ კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ზე ალა­პა­რაკ­დე­ბი­ან.

"პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ბიზ­ნეს­წარ­მა­ტე­ბის და­კავ­ში­რე­ბა იმას­თან, რომ თურ­მე მე­დი­ა­სახ­ლის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის ცო­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია, ისე­ვე აბ­სურ­დუ­ლია, რო­გორც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ტენ­დე­რის "უკონ­კუ­რენ­ცი­ოდ" წარ­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­მოდ­გა. სხვა­თა შო­რის, მას შემ­დეგ, რაც სი­მარ­თლე გა­ირ­კვა, ნი­კა­ნო­რი ისე ემა­ლე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტებს, რო­გორც მე­ლია - მო­ნა­დი­რე­ებს.

ესეც მსხვი­ლი შრიფ­ტით მო­ი­ნიშ­ნონ კო­ლექ­ტი­ურ­მა მე­ლი­ებ­მა - "პა­ლიტ­რა­მე­დია" 23 წე­ლია, არ­სე­ბობს, ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სორ­გა­ნი­ზა­ცია იყო დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის გა­მი­ნის­ტრე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მას შემ­დე­გაც, როცა ქუმ­სიშ­ვი­ლი მი­ნის­ტრი აღარ იქ­ნე­ბა.

მი­ნის­ტრის ნა­თე­სა­ვი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის ტენ­დერებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მო­გე­ბა თუ "კომ­პრო­მა­ტია", მა­შინ "ვა­ღი­ა­რებთ", რომ 2017-2018 წლებ­ში "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ამ 426 ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო და 171-ში გა­ი­მარ­ჯვა.

რაც მთა­ვა­რია, კო­ლექ­ტი­ურ­მა ნი­კა­ნო­რებ­მა და­ი­მახ­სოვ­რონ, რომ ტყუ­ილს მარ­თლაც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს და სა­ხე­ლის გა­ტე­ხას თა­ვის გა­ტე­ხა სჯო­ბია. ისე, ნი­კა­ნორს ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში სა­ხე­ლი კარ­გა ხა­ნია გა­ტე­ხი­ლი აქვს. თუმ­ცა, თუ ცი­ლის­წა­მე­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ, თა­ვის რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ სა­ხელ­ზე გა­სა­ტე­ხი "ად­გი­ლი" აღარ შერ­ჩე­ბათ წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

არასამთავრობო "შეაჩერე კორუფცია", რომლის სამი დამფუძნებლიდან ერთი - კორუფციის, მეორე კი ფინანსური მაქინაციებისთვის არის ნასამართლევი

არასამთავრობო "შეაჩერე კორუფცია", რომლის სამი დამფუძნებლიდან ერთი - კორუფციის, მეორე კი ფინანსური მაქინაციებისთვის არის ნასამართლევი

"შეაჩერე კორუფცია" - ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურები ბოლო რამდენიმე კვირაა, ძირითადად, "ალიას" და "რუსთავი 2"-ის მეშვეობით ავრცელებენ შეცდომაში შემყვან, დამახინჯებულ ინფორმაციას "პალიტრამედიის" ხელმძღვანელების შესახებ. ყველა ამ ინფორმაციაში "კომპრომატად" მოყვანილია ის ფაქტი, რომ მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 2011-12 წლებში მუშაობდა "პალიტრამედიაში" და რომ მისი მეუღლე არის "პალიტრამედიის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ბიძაშვილი.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფცია" საჯარო რეესტრში 2017 წლის 26 ივნისს დარეგისტრირდა. ორგანიზაციას სამი დამფუძნებელი ჰყავს, მათგან ორი - ქეთევან ენუქიძე და გიორგი ბაჯელიძე - აღმასრულებელი დირექტორია, დირექტორის პოზიციაზეა რეგისტრირებული ვალერიან (ვატო) გელაშვილი.

"კორუფციასთან მებრძოლი" ორგანიზაციის ორი ხელმძღვანელი ნასამართლევია და რაც უნდა უცნაური იყოს, ერთი - კორუფციისთვის. აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჯელიძე შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი იყო, თუმცა 2014 წლის თებერვალში ქრთამის აღებისა და სახელმწიფო ტენდერის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ბრალდებით დააკავეს.

რაც შეეხება ვალერიან გელაშვილს, ნასამართლევია ბიუჯეტისთვის თანხების დამალვის ბრალდებით.

"შეაჩერე კორუფციას" საკუთარ ვებგვერდზე არ აქვს მითითებული დაფინანსების წყაროები, რის გასარკვევადაც ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ენუქიძეს დავუკავშირდით: "დაფინანსება საერთოდ არ გვაქვს, ამიტომაც დაფინანსებაზე არაფერია არსად მითითებული" - გვიპასუხა ენუქიძემ.

- ორგანიზაცია ენთუზიაზმზე მუშაობს?

- დიახ. ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე ვარ. ჩემი სურვილი იყო, ენთუზიაზმით გამეკეთებინა ეს საქმე. არ მჭირდება დაფინანსება, თავად ვაფინანსებ ჩემს საქმეს.

- მოქმედი ფილოლოგი ხართ?

- დიახ, სამეცნიერო ნაშრომები მაქვს, ვმუშაობ, ძირითადად, მოდერნისტებზე; პაოლო იაშვილზე მაქვს დაწერილი სამეცნიერო ნაშრომი. ამავე დროს, ლიტერატურის ინსტიტუტთან ვთანამშრომლობ. პერიოდულად ვიკვლევ პოეტების შემოქმედებას, შემიძლია ნაშრომებიც გამოგიგზავნოთ...

მელიების საკითხავი

როდესაც კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული, შენი ე.წ. არგუმენტები შენს წინააღმდეგ მუშაობს და რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო მდგომარეობაში ვარდები. სანამ რამეს იტყოდნენ ან დაწერდნენ, ნიკანორ მელიას, ზოგიერთ მედიასაშუალებას თუ "პალიტრამედიაზე" დაგეშილ უცნაური შემადგენლობისა და წარმომავლობის არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციას" კარგად რომ ეფიქრათ, ელემენტარული ჭეშმარიტების უცოდინრებად არ წარმოჩნდებოდნენ.

უპირველესად ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში "პალიტრამედიის" კომპანია "ედლაინს" საქმე რომ ჩაეწყო, 20%-ით ფასს დააკლებდა?!

რომ არა ტენდერში "ედლაინის" მონაწილეობა, ბიუჯეტს მოუწევდა 177.000 ლარით მეტის გადახდა, ანუ ამ ორგანიზაციის ტენდერში მონაწილეობით ბიუჯეტმა დიდი თანხა დაზოგა. ეს მსხვილი შრიფტით მოინიშნონ კოლექტიურმა მელიებმა და ჩაიხედონ ხოლმე, სანამ კორუფციულ გარიგებებზე ალაპარაკდებიან.

"პალიტრამედიის" ბიზნესწარმატების დაკავშირება იმასთან, რომ თურმე მედიასახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილია, ისევე აბსურდულია, როგორც ზემოხსენებული ტენდერის "უკონკურენციოდ" წარმოჩენა, რომელიც საბოლოოდ კონკურენტული გამოდგა. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, ნიკანორი ისე ემალება "კვირის პალიტრის" ჟურნალისტებს, როგორც მელია - მონადირეებს.

ესეც მსხვილი შრიფტით მოინიშნონ კოლექტიურმა მელიებმა - "პალიტრამედია" 23 წელია, არსებობს, ის წარმატებული ბიზნესორგანიზაცია იყო დიმიტრი ქუმსიშვილის გამინისტრებამდე დიდი ხნით ადრე, წარმატებული იქნება მას შემდეგაც, როცა ქუმსიშვილი მინისტრი აღარ იქნება.

მინისტრის ნათესავი ბიზნესმენებისთვის ტენდერებში მონაწილეობა და მოგება თუ "კომპრომატია", მაშინ "ვაღიარებთ", რომ 2017-2018 წლებში "პალიტრამედიის" სხვადასხვა კომპანიამ 426 ტენდერში მონაწილეობა მიიღო და 171-ში გაიმარჯვა.

რაც მთავარია, კოლექტიურმა ნიკანორებმა დაიმახსოვრონ, რომ ტყუილს მართლაც ძალიან, ძალიან მოკლე ფეხები აქვს და სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობია. ისე, ნიკანორს ამომრჩეველთა უმრავლესობაში სახელი კარგა ხანია გატეხილი აქვს. თუმცა, თუ ცილისწამებას გააგრძელებენ, თავის რა მოგახსენოთ, მაგრამ სახელზე გასატეხი "ადგილი" აღარ შერჩებათ წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრაში"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ