პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთადერთი სალოცავი საქართველოში, რომელსაც კარი არ აქვს - ლეგენდა წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­არზე
ერთადერთი სალოცავი საქართველოში, რომელსაც კარი არ აქვს - ლეგენდა წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­არზე

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნავს წმინ­და გი­ორ­გის ხსე­ნე­ბის დღეს - 23 ნო­ემ­ბერს და 6 მა­ისს. ყო­ველ გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე ამ დღე­სას­წა­ულს გა­მორ­ჩე­უ­ლად იმე­რეთ­ში, თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ გოგ­ნ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ "კა­რუგ­დე­ბელ­ში" აღ­ნიშ­ნა­ვენ. ყო­ველ გი­ორ­გო­ბას ტა­ძარ­ში მრევ­ლი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­დის.

თერ­ჯო­ლა-ტყი­ბუ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზი­დან სა­ლო­ცა­ვამ­დე 4 კი­ლო­მეტ­რამ­დეა. 6 მა­ისს მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ­ში სა­თხოვ­ნე­ლად მი­დი­ან, 23 ნო­ემ­ბერს კი - მად­ლო­ბის სათ­ქ­მე­ლად. ეს ად­გი­ლი არა მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, დი­დი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლიც ყო­ფი­ლა.

რო­გორც ლე­გენ­და გად­მოგ­ვ­ცემს, სო­ფელ გოგ­ნ­ში ყვე­ლა მა­მა­კა­ცი და­ღუ­პუ­ლა და მი­ზე­ზი ვე­რა­ვის გა­უ­გია. სოფ­ლის ერთ მკვიდრს სიზ­მ­რად უნა­ხავს, თქვე­ნი უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზი მდი­ნა­რე­ში ეძე­ბე­თო. მარ­თ­ლაც, მდი­ნა­რი­დან წმინ­და გი­ორ­გის ხა­ტი ამო­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ და ურემ­ზე და­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ. ხა­რე­ბი ყვე­ლა­ზე მა­ღალ ად­გილ­ზე ასუ­ლან და იქ გა­ჩე­რე­ბუ­ლან. სწო­რედ იმ ად­გილ­ზე საყ­და­რი აუგი­ათ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ სა­ლო­ცავს კა­რი რამ­დენ­ჯერ­მე დაჰ­კი­დეს, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ჩა­მო­ვარ­და. სწო­რედ ამი­ტომ მას "კა­რუგ­დე­ბე­ლი" უწო­დეს.

თა­მარ მე­ფის 1188 წლით და­თა­რი­ღე­ბულ სი­გელ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია გოგ­ნის ცი­ხის­თა­ვი. 1778 წელს მე­ფე სო­ლო­მონ I-ის მე­უღ­ლემ, მა­რი­ამ დე­დო­ფალ­მა გოგ­ნ­ში ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია ააგო და და­ა­ფუძ­ნა მო­ნას­ტე­რი. სოფ­ლის ჩრდი­ლო­ე­თით, 3 კი­ლო­მეტ­რ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია ბერ­ცი­ხის ნან­გ­რე­ვე­ბი. ამ­ჟა­მად კი წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი შენ­დე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ჩუ­ქურ­თ­მე­ბით უნი­კა­ლუ­რი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მა­მა­თა მო­ნას­ტერ­თან ბე­რე­ბის­თ­ვის შენ­დე­ბა კე­ლი­ე­ბიც.

მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღო­ლი, დე­კა­ნო­ზი იო­ა­ნე რე­ვიშ­ვი­ლი:

"წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტე­რი VII სა­უ­კუ­ნე­ში აუშე­ნე­ბი­ათ. იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა გე­ლა­თის მო­ნას­ტერს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. აქ არის ძვე­ლი მო­ნას­ტე­რი, რო­მელ­საც ნა­საყ­დ­რალს ეძა­ხი­ან და გან­დე­გი­ლი ბე­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ამ სა­ლო­ცავ­ში წმინ­და გი­ორ­გის თა­ვის ქა­ლა იყო დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი.

და­ვით ულუ­სა და და­ვით ნა­რი­ნის მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­მო­ე­მა­ტა წმინ­და­ნის მენ­ჯის ძვა­ლი. აქ წირ­ვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღევ­ლი­ნე­ბო­და. მორ­წ­მუ­ნე­ებ­მა წი­ნაპ­რე­ბი­დან გად­მო­ცე­მით იცოდ­ნენ ტაძ­რის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ძა­ლის შე­სა­ხებ. აქ უშ­ვი­ლო წყვი­ლებს, დავ­რ­დო­მი­ლებს, და­სა­ო­ჯა­ხე­ბელ ახალ­გაზ­რ­დებს ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით. სა­ლო­ცა­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი ძვე­ლი ურ­თხ­მე­ლია, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ესეც ამ სა­ლო­ცა­ვის სიძ­ვე­ლე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. იშ­ვი­ა­თია,

ურ­თხ­მე­ლის ტყე ასე­თი სა­ხით სად­მე იყოს შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რად­გან ურ­თხ­მე­ლის მა­სა­ლა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია. ამ ტე­რი­ტო­რი­ას ვერ ეხე­ბოდ­ნენ.

- ტა­ძარს "კა­რუგ­დე­ბე­ლი" რო­გორ და­ერ­ქ­ვა?

- სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა მო­ინ­დო­მეს, ტაძ­რის­თ­ვის კა­რი და­ე­კი­დათ, წვი­მის დროს ტა­ძარ­ში პი­რუტყ­ვი თავ­შე­სა­ფა­რებ­ლად რომ არ შე­სუ­ლი­ყო. კა­რი შე­ა­ბეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იცოდ­ნენ მას "კა­რუგ­დე­ბელს" უწო­დებ­დ­ნენ. ერ­თხელ და­კი­დეს, ჩა­მო­ვარ­და, შემ­დეგ იგი­ვე გა­მე­ორ­და. და­უ­და­რაჯ­დ­ნენ, იქ­ნებ კარს ვინ­მე აგ­დებ­სო, დაღ­ლი­ლებს წა­მი­ე­რად წას­თ­ვ­ლი­მათ.

უეც­რად, ხმა გა­ი­გო­ნეს, და­ი­ნა­ხეს საყ­დარს კა­რი ჩა­მო­ვარ­დ­ნო­და, გარ­შე­მო ყველ­გან და­ი­ა­რეს და უცხო ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ღა­მოს ლოც­ვის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ე­ბი იკე­ტე­ბა. ამ სა­ლო­ცავ­ში ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ დროს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ვი­დეს, წმინ­და გი­ორ­გის შეს­თხო­ვოს მო­ი­ლო­ცოს და გუ­ლი მო­ი­ო­ხოს. "კა­რუგ­დე­ბე­ლის" და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ეს არის... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქაქუცა ზარნაძე
3

გახსნა ახალი ეკლესია 

რევაზი
3

გიორგობას გილოცავთ.გამიგია,რომ კახეთში არის ძველი ტაძარი,რომელსაც შესასვლელი არა აქვს,რადგან ყველა მხრიდან კედელია.ვარაუდობენ,რომ შესასვლელი მიწის ქვეშ არის,სიღრმეში. არის სამი ტაძარი,რომელიც წყლით არის დაფარული-ერთი წალკის წყალსაცავში,ერთი ჟინვალის წყალსაცავში და ერთი სიონის წყალსაცავში. არის ტაძრები,რომლებშიც კომუნისტების დროს შეასახლეს მუშა-მოსამსახურეების ოჯახები და მათში დღესაც ცხოვრობენ ეს ოჯახები.. პარლამენტის ადგილას ადრე ტაძარი ყოფილა.დაუნგრევიათ და ეს შენობა აუგიათ.იმის მერე არ არის მშვიდობა ამ შენობაში და მის გარშემო...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ერთადერთი სალოცავი საქართველოში, რომელსაც კარი არ აქვს - ლეგენდა წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­არზე

ერთადერთი სალოცავი საქართველოში, რომელსაც კარი არ აქვს - ლეგენდა წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­არზე

მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს წმინდა გიორგის ხსენების დღეს - 23 ნოემბერს და 6 მაისს. ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ამ დღესასწაულს გამორჩეულად იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოგნში, წმინდა გიორგის სახელობის სალოცავ "კარუგდებელში" აღნიშნავენ. ყოველ გიორგობას ტაძარში მრევლი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩადის.

თერჯოლა-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან სალოცავამდე 4 კილომეტრამდეა. 6 მაისს მორწმუნეები წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში სათხოვნელად მიდიან, 23 ნოემბერს კი - მადლობის სათქმელად. ეს ადგილი არა მხოლოდ სილამაზითაა გამორჩეული, დიდი მადლის მატარებელიც ყოფილა.

როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე საყდარი აუგიათ. იმასაც ამბობენ, რომ სალოცავს კარი რამდენჯერმე დაჰკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. სწორედ ამიტომ მას "კარუგდებელი" უწოდეს.

თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხისთავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ, მარიამ დედოფალმა გოგნში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ააგო და დააფუძნა მონასტერი. სოფლის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები. ამჟამად კი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი შენდება, რომელიც ქართული ჩუქურთმებით უნიკალური იქნება საქართველოში. მამათა მონასტერთან ბერებისთვის შენდება კელიებიც.

მონასტრის წინამძღოლი, დეკანოზი იოანე რევიშვილი:

"წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი VII საუკუნეში აუშენებიათ. იყო პერიოდი, როცა გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა. აქ არის ძველი მონასტერი, რომელსაც ნასაყდრალს ეძახიან და განდეგილი ბერების საცხოვრებელი ადგილი იყო. ამბობენ, რომ ამ სალოცავში წმინდა გიორგის თავის ქალა იყო დაბრძანებული.

დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის პერიოდში შემოემატა წმინდანის მენჯის ძვალი. აქ წირვა წლების განმავლობაში აღევლინებოდა. მორწმუნეებმა წინაპრებიდან გადმოცემით იცოდნენ ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. აქ უშვილო წყვილებს, დავრდომილებს, დასაოჯახებელ ახალგაზრდებს ხშირად შეხვდებით. სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ძველი ურთხმელია, გარკვეულწილად ესეც ამ სალოცავის სიძველეზე მიანიშნებს. იშვიათია,

ურთხმელის ტყე ასეთი სახით სადმე იყოს შემორჩენილი, რადგან ურთხმელის მასალა ძვირად ღირებულია. ამ ტერიტორიას ვერ ეხებოდნენ.

- ტაძარს "კარუგდებელი" როგორ დაერქვა?

- სოფლის მცხოვრებლებმა მოინდომეს, ტაძრისთვის კარი დაეკიდათ, წვიმის დროს ტაძარში პირუტყვი თავშესაფარებლად რომ არ შესულიყო. კარი შეაბეს, მიუხედავად იმისა, იცოდნენ მას "კარუგდებელს" უწოდებდნენ. ერთხელ დაკიდეს, ჩამოვარდა, შემდეგ იგივე გამეორდა. დაუდარაჯდნენ, იქნებ კარს ვინმე აგდებსო, დაღლილებს წამიერად წასთვლიმათ.

უეცრად, ხმა გაიგონეს, დაინახეს საყდარს კარი ჩამოვარდნოდა, გარშემო ყველგან დაიარეს და უცხო ვერავინ შენიშნეს. მოგეხსენებათ, საღამოს ლოცვის შემდეგ, ეკლესიები იკეტება. ამ სალოცავში ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს, წმინდა გიორგის შესთხოვოს მოილოცოს და გული მოიოხოს. "კარუგდებელის" დანიშნულება ეს არის... განაგრძეთ კითხვა