3 მაისს თბილისში თბილისში საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi გაიხსნა. 4 დღის მანძილზე გაიმართება ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები და მასტერკლასები.
მოდის კვირეულს ტრადიციულად მსოფლიო მედიის ასობით წარმომადგენელი ესწრება, რომლებიც აქტიურად აშუქებენ სხვადასხვა მოდურ გამოცემებში კვირეულს. ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Wmagazine-მა, თბილისის მოდის კვირეულზე ქუჩის მოდაზე გაამახვილა ყურადღება. "თბილისის ქუჩის მოდა ამტკიცებს, რომ 90-იანების სტილი არსად წასულა" - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა სტატიას, რომელსაც ფოტოგრაფ ადამ კატზის ფოტოები ახლავს თან.
"არ აქვს მნიშვნელობა, რა დროც უნდა გავიდეს, 90-იანების მოდა და სტილი დიდხანს არსად მიდის - სწორედ ამას ამტკიცებს Mercedes-Benz Fashion Week-ის დამსწრეების 90-იანი წლებით ინსპირირებული ჩაცმულობა. ამ ფოტოებზე საუკეთესო 90-იანების ლუქებს იხილავთ, რომელიც თბილისის ქუჩებში დავაფისქირეთ" - ვკითხულობთ Wmagazine-ის საიტზე.
photo: Adam Katz