სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ერთ-ერთი გარდაცვლილი კულტურის სამინისტროს თანამშრომელი იყო
ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ერთ-ერთი გარდაცვლილი კულტურის სამინისტროს თანამშრომელი იყო

5 მა­ისს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბამ" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად თბი­ლის­ში კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

"მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ დღეს კი­დევ 2 ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა სა­კუ­თარ სახ­ლში მოხ­მა­რე­ბის შემ­დგო­მი ძი­ლის პე­რი­ოდ­ში. თი­თო­ე­ულ გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებთ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც არა­თუ არა­ფერს აკე­თებს ვი­თა­რე­ბის ცვლი­ლე­ბის­თვის, არა­მედ ხმა­საც არ იღებს შექ­მნილ სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე... მო­გი­წო­დებთ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც მო­იხ­მართ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, შე­წყვი­ტოთ და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად თავი შე­ი­კა­ვოთ ნე­ბის­მი­ე­რი სუბსტან­ცი­ის მი­ღე­ბის­გან, ვვა­რა­უ­დობთ, რომ არა მხო­ლოდ ე.წ "მე­ფედ­რო­ნია" ლე­ტა­ლო­ბის მი­ზე­ზი, არა­მედ ყვე­ლა სხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაც გან­გე­ბაა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი დღემ­დე უც­ნო­ბი ნივ­თი­ე­რე­ბით (კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­საძ­ლოა ეს იყოს ფენ­ტა­ლი­ნი, ჰე­რო­ინ­ზე 50-ჯერ, ხოლო მორფზე 80-ჯერ ძლი­ე­რი ოპი­ა­ტი)" - ნათ­ქვა­მია მოძ­რა­ო­ბის მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს, მათ შო­რის გა­ნი­ხი­ლე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის­გან ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში 2018 წლის 5 მა­ისს, შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში, ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.კ. (ლე­ვან კა­ლან­და­ძე) პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.კ.-ს. (კახა კიკ­ნა­ძე) გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გარ­დაც­ვლი­ლებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რომ­ლის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ორი­ვე შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 115-ე მუხ­ლით" - აცხა­დე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 38 წლის კახა კიკ­ნა­ძე და 39 წლის ლე­ვან კა­ლან­და­ძე. ლე­ვან კა­ლან­და­ძე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრო­ტო­კო­ლის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" მე­გობ­რე­ბი წე­რენ:

"ლე­ვან კა­ლან­და­ძე და კახა კიკ­ნა­ძე - მერე? ვისი ბრა­ლია ეს ტრა­გე­დია? ორი სი­ცო­ცხლე? კი­დევ 7 მო­ზარ­დის სი­ცო­ცხე!! არ მო­ვი­და დრო რომ გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ? რო­დემ­დე უნდა ვუ­სამ­ძიმ­როთ ერ­თმა­ნეთს მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის ესე ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა?ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ხომ არ ვი­ცით!!! უფალ­მა გა­ა­ნათ­ლოს და სა­სუ­ფე­ვე­ლი და­უმ­კვიდ­როს კა­ხას და ლე­ვანს, ჩვენ ძლი­ე­რი ერი ვარ და შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ჩე­როთ ეს მიზნ­მი­მარ­თუ­ლი გა­უ­ბე­დუ­რე­ბა ერის და მო­მა­ვა­ლი ტა­ო­ბის,მო­ვი­ფიქ­როთ მე­გობ­რე­ბო გა­მო­სა­ვა­ლი, მარ­ტო ვა­ი­მე... და გოდ­ვა არ გვი­შე­ლის!! ქვე­ყა­ნა გვექ­ცე­ვა თავ­ზე. მან­დი­ლოს­ნე­ბო ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი ძმე­ბის, დე­ბის, მა­მე­ბის, შვი­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, მე­ზობ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა,გა­დავ­დოთ ყვე­ლა­ფე­რი და ერ­თად დავ­ჯდეთ და გა­მო­სა­ვალ­ზე ვი­ფიქ­როდ!! მი­ვა­ბა­როთ ეს ორი ან­გე­ლო­ზი ქარ­თულ მი­წას და გთხოვთ გე­ჩო­ქე­ბით ყვე­ლას გა­მოვ­ნა­ხოთ დრო და შე­ვიკ­რი­ბოდ!! ისეთ ად­გილსც სა­დაც ბევ­რი ვიქ­ნე­ბით,გა­ვავ­რცე­ლოთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ უკან არა­ვინ და­ი­ხებ­ვა!! მი­ვი­დეტ ჭეშ­მა­რით გა­მო­სა­ვალ­ზე!!" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

"უკვე მე­რამ­დე­ნე ოჯა­ხი ნად­გურ­დე­ბა, მე­რამ­დე­ნე დედა მწარ­დე­ბა შვი­ლის სიკ­ვდი­ლით, მე­რამ­დე­ნე შვი­ლი ობ­ლდე­ბა და ქალი ქვრივ­დე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად დიდი ტრა­გე­დი­ის შემ­სწრე­ნი ვხვდე­ბით და ჩვე­ნი ყვე­ლას სი­ჩუ­მე სიკ­ვდი­ლი­ვით სა­ში­შია, ადა­მი­ა­ნე­ბი ხალ­ხის გე­ნო­ციდს აწყო­ბენ სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის ხარ­ჯზე, სხვი­სი უბე­დუ­რე­ბით ფუ­ლებს შო­უ­ლო­ბენ და გვარ­თმე­ვენ მე­გობ­რებს და ჩვენს ირ­გვლივ ხო­ცა­ვენ ახალ­გაზ­რდებს. მკვლე­ლო­ბა მხო­ლოდ ია­რა­ღით არ არის. ყვე­ლა ვინც ამ სა­საკ­ლა­ოს აწყობს და წამ­ლის ბა­რი­გო­ბით ცხოვ­რე­ბას იწყობს მკაც­რად უნდა და­ი­სა­ჯონ!!! მე­რამ­დე­ნე ახალ­გაზ­რდამ უნდა შე­წყვი­ტოს სი­ცო­ცხლე რომ გონს მო­ვე­გოთ. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­დე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი... გა­მოვ­ლენ მერე და სხვებს მო­რალს წა­უ­კი­თხა­ვენ მკვლე­ლე­ბი, "თეთ­რი სიკ­ვდი­ლით" მო­ვაჭ­რე­ე­ბი. ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნის ბრა­ლია ამ უკარ­გე­სი ბი­ჭე­ბის სიკ­ვდი­ლი!" - წერს ივენთ-მე­ნე­ჯე­რი თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე მე­გობ­რე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ერთ-ერთი გარდაცვლილი კულტურის სამინისტროს თანამშრომელი იყო

ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ერთ-ერთი გარდაცვლილი კულტურის სამინისტროს თანამშრომელი იყო

5 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად თბილისში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

"მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ 2 ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ სახლში მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე... მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ "მეფედრონია" ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ფენტალინი, ჰეროინზე 50-ჯერ, ხოლო მორფზე 80-ჯერ ძლიერი ოპიატი)" - ნათქვამია მოძრაობის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. (ლევან კალანდაძე) პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. (კახა კიკნაძე) გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არიან 38 წლის კახა კიკნაძე და 39 წლის ლევან კალანდაძე. ლევან კალანდაძე კულტურის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მათი გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქზე" მეგობრები წერენ:

"ლევან კალანდაძე და კახა კიკნაძე - მერე? ვისი ბრალია ეს ტრაგედია? ორი სიცოცხლე? კიდევ 7 მოზარდის სიცოცხე!! არ მოვიდა დრო რომ გამოვფხიზლდეთ? როდემდე უნდა ვუსამძიმროთ ერთმანეთს მეგობრების, ახლობლების ესე ტრაგიკული გარდაცვალება?ვინ იქნება შემდეგი ხომ არ ვიცით!!! უფალმა გაანათლოს და სასუფეველი დაუმკვიდროს კახას და ლევანს, ჩვენ ძლიერი ერი ვარ და შეგვიძლია შევაჩეროთ ეს მიზნმიმართული გაუბედურება ერის და მომავალი ტაობის,მოვიფიქროთ მეგობრებო გამოსავალი, მარტო ვაიმე... და გოდვა არ გვიშელის!! ქვეყანა გვექცევა თავზე. მანდილოსნებო ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ძმების, დების, მამების, შვილების, მეგობრების, ახლობლების, მეზობლების გადარჩენა,გადავდოთ ყველაფერი და ერთად დავჯდეთ და გამოსავალზე ვიფიქროდ!! მივაბაროთ ეს ორი ანგელოზი ქართულ მიწას და გთხოვთ გეჩოქებით ყველას გამოვნახოთ დრო და შევიკრიბოდ!! ისეთ ადგილსც სადაც ბევრი ვიქნებით,გავავრცელოთ და დარწმუნებული ვარ უკან არავინ დაიხებვა!! მივიდეტ ჭეშმარით გამოსავალზე!!" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი "ფეისბუქზე".

"უკვე მერამდენე ოჯახი ნადგურდება, მერამდენე დედა მწარდება შვილის სიკვდილით, მერამდენე შვილი ობლდება და ქალი ქვრივდება, ყოველდღიურად დიდი ტრაგედიის შემსწრენი ვხვდებით და ჩვენი ყველას სიჩუმე სიკვდილივით საშიშია, ადამიანები ხალხის გენოციდს აწყობენ საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე, სხვისი უბედურებით ფულებს შოულობენ და გვართმევენ მეგობრებს და ჩვენს ირგვლივ ხოცავენ ახალგაზრდებს. მკვლელობა მხოლოდ იარაღით არ არის. ყველა ვინც ამ სასაკლაოს აწყობს და წამლის ბარიგობით ცხოვრებას იწყობს მკაცრად უნდა დაისაჯონ!!! მერამდენე ახალგაზრდამ უნდა შეწყვიტოს სიცოცხლე რომ გონს მოვეგოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამდენი გარდაცვლილი... გამოვლენ მერე და სხვებს მორალს წაუკითხავენ მკვლელები, "თეთრი სიკვდილით" მოვაჭრეები. ყველა ჩვენთაგანის ბრალია ამ უკარგესი ბიჭების სიკვდილი!" - წერს ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე მეგობრების გარდაცვალების შესახებ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს