პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი კიკნა აღარ მყავს..." - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლა
"ჩემი კიკნა აღარ მყავს..." - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლა

ცოტა ხნის წინ, "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბამ" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად კი­დევ 2 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მათი ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდე­ბი სა­კუ­თარ სახ­ლში, ძილ­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ახა­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც გან­გებ არის და­ბიძ­ნუ­რე­ბუ­ლი უც­ნო­ბი ნივ­თი­ე­რე­ბით.

რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს, მათ შო­რის გა­ნი­ხი­ლე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის­გან ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში 2018 წლის 5 მა­ისს, შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში, ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.კ. პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.კ.-ს. გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ცხად­დნენ. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, გარ­დაც­ვლი­ლებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რომ­ლის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ორი­ვე შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 115-ე მუხ­ლით. ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს. მათ შო­რის გა­ნი­ხი­ლე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის­გან ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი" - აცხა­დე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი 38 წლის კახა კიკ­ნა­ძეა. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კიკ­ნა­ძის მე­გობ­რე­ბი წე­რენ:

ბექა ჩხა­ი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

"ჩემი კიკ­ნა აღარ მყავს, ემო სი­ცო­ცხლე ძმა­კა­ცო...".

თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე, ივენთ მე­ნე­ჯე­რი:

"მე­რამ­დე­ნე ადამ­ნი­ა­ნის სი­ცო­ცხლე უნდა შე­ე­წი­როს. ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე იყი­დე­ბა. მთელ­მა ქა­ლაქ­მა იცის, რას აკე­თებთ, პატ­რო­ნი არ ჰყავს ამ ქვე­ყა­ნას?!".

მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე:

"არ შე­იძ­ლე­ბა, რომ თან მოგ­წონ­დეს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა კლუ­ბის და გარ­თო­ბის ხარ­ჯზე, და თან ესე­თი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა გქონ­დეს. გუ­შინ ჩემი ახ­ლო­ბე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა. მა­ნამ­დე კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის შვი­ლი, და და მე­გო­ბა­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მო­ნი­ტო­რინგს არ უწევ­დეს იმას, თუ რა იყი­დე­ბა ქა­ლაქ­ში?".

თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღეს ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ახალ­გაზ­რდე­ბის მძი­მე ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა "მე­ფედ­რო­ნით". გა­სულ კვი­რას, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ასე­ვე ორი ახალ­გაზ­რდა - 22 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნა და ბიჭი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ჩემი კიკნა აღარ მყავს..." - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლა

"ჩემი კიკნა აღარ მყავს..." - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლა

ცოტა ხნის წინ, "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. მათი ცნობით, ახალგაზრდები საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალნენ. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ახალი ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომლებიც განგებ არის დაბიძნურებული უცნობი ნივთიერებით.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთი გარდაცვლილი 38 წლის კახა კიკნაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიკნაძის მეგობრები წერენ:

ბექა ჩხაიძე, მომღერალი:

"ჩემი კიკნა აღარ მყავს, ემო სიცოცხლე ძმაკაცო...".

თაკო დოლაბერიძე, ივენთ მენეჯერი:

"მერამდენე ადამნიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს. ყველა ქუჩაზე იყიდება. მთელმა ქალაქმა იცის, რას აკეთებთ, პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას?!".

მარიამ გეგუჩაძე:

"არ შეიძლება, რომ თან მოგწონდეს ტურიზმის განვითარება კლუბის და გართობის ხარჯზე, და თან ესეთი ნარკოპოლიტიკა გქონდეს. გუშინ ჩემი ახლობელიც გარდაიცვალა. მანამდე კიდევ ბევრი ადამიანის შვილი, და და მეგობარი. როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო მონიტორინგს არ უწევდეს იმას, თუ რა იყიდება ქალაქში?".

თბილისში რამდენიმე დღეს ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდების მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "მეფედრონით". გასულ კვირას, სავარაუდოდ, აღნიშნული ნივთიერების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა ასევე ორი ახალგაზრდა - 22 წლამდე ასაკის გოგონა და ბიჭი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს