პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 საქორწილო კაბა, რომელიც ისტორიას დარჩა - ნახეთ, ვინ იყვნენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარძლები
7 საქორწილო კაბა, რომელიც ისტორიას დარჩა - ნახეთ, ვინ იყვნენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარძლები

გა­მო­ცე­მა ELLE წერს 7 კა­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ეც­ვათ და დღემ­დე ბევ­რი დი­ზა­ი­ნე­რის მუ­ზაა.

ქეით მიდლტო­ნი (2011 წლის 29 აპ­რი­ლი)

კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნი­ის დი­ზა­ი­ნე­რი მო­დის სახ­ლის ალექ­სან­დრ მაკ­ქუ­ი­ნის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, სარა ბერ­ტო­ნი იყო. კაბა ინ­გლი­სუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა, სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლუ­რი ყვა­ვი­ლის ფორ­მით. ქე­ითს ამ­შვე­ნებ­და ბრი­ლი­ან­ტის ტი­ა­რა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე დე­დო­ფალს, ელი­სა­ბედ მე­ო­რეს ეკუთ­ვნო­და.

გრე­ის კელი (1956 წლის 19 აპ­რი­ლი)

გრე­ის კე­ლის ლე­გენ­და­რულ კა­ბა­ზე ჰე­ლენ რო­უზ­მა იმუ­შა­ვა, რო­უ­ზი კი­ნოს­ტუ­დია „მეტ­რო გოლ­დენ მა­ი­ე­რის“ კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი იყო. ზღვის მარ­გა­ლი­ტე­ბით გა­წყო­ბი­ლი ულა­მა­ზე­სი აბის შექ­მნა­ში 30-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მას 6 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კე­რავ­დნენ.

და­ი­ა­ნა სპენ­სე­რი (1981 წლის 20 ივ­ლი­სი)

ლედი დის კაბა ორმა ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნერ­მა შექ­მნა, ცოლ-ქმარ­მა ელი­სა­ბედ და დე­ვიდ ემა­ნუ­ე­ლებ­მა. მის შე­სა­კე­რად 6 სხვა­დას­ხვა ნა­ჭე­რი გა­მო­ი­ყე­ნეს. კაბა 10 ათა­სი ნა­ტუ­რა­ლუ­რი მარ­გა­ლი­ტით მორ­თეს.

ამალ ალა­მუდ­დინ კლუ­ნი (2014 წლის 27 სექ­ტემ­ბე­რი)

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კაბა ამალს ეკუთ­ვნო­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ოს­კარ დე ლა რენ­ტამ შექ­მნა. ამალ­მა თეთ­რი კაბა შე­არ­ჩია, არც ისე დიდი შლე­ი­ფით. ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი კა­ბა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

მე­გან ფოქ­სი (2010 წლის 24 ივ­ნი­სი)

მსა­ხი­ო­ბე­ბი მე­გან ფოქ­სი და ბრა­ი­ან ოს­ტინ გრი­ნი ჰა­ვა­ი­ზე სა­ი­დუმ­ლოდ და­ქორ­წინ­დნენ, ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე. პა­ტარ­ძლის ჩაც­მუ­ლო­ბა ისე­თი­ვე რო­მან­ტი­კუ­ლი იყო, რო­გორც თა­ვად ცე­რე­მო­ნია. მე­გა­ნის კა­ბა­ზე ჯორ­ჯო არ­მა­ნიმ იმუ­შა­ვა.

ქეით მოსი

მო­დე­ლის სა­ქორ­წი­ლო კაბა ჯონ გა­ლი­ა­ნომ შექ­მნა. დი­ზა­ი­ნე­რი მი­იჩ­ნევს, რომ კა­ბის შექ­მნა მისი, რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რის ერ­თგვა­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იყო. იმ დრო­ის­თვის სკან­და­ლუ­რი დი­ზა­ი­ნე­რი „დი­ო­რი­დან“ გა­უშ­ვეს და მო­დის სფე­რო­ში არც ისე კარ­გი პო­ზი­ცია ეკა­ვა.

სო­ფია ვერ­გა­რა (2015 წლის 22 ივ­ნი­სი)

მსა­ხი­ო­ბის ულა­მა­ზე­სი და უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ქორ­წი­ლო ჩაც­მუ­ლო­ბა ბა­რო­კოს სტილ­ში ლი­ბა­ნელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ზუ­ჰა­ირ მუ­რად­მა შექ­მნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დი­ზა­ი­ნე­რი და ვერ­გა­რა კა­ბის მო­სა­სინ­ჯად ქორ­წი­ლის წინ არ­ცერ­თხელ შეხ­ვედ­რი­ან ერ­თმა­ნეთს, მუ­რად­მა შეძ­ლო, ზუს­ტად შე­ე­კე­რა წი­ნას­წარ აღე­ბუ­ლი ზო­მის მი­ხედ­ვით კაბა, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს იდე­ა­ლუ­რად მო­ერ­გო.

დი­ზა­ი­ნერ­მა 3 კგ მარ­გა­ლი­ტი და 350 კრის­ტა­ლი გა­მო­ი­ყე­ნა. მუ­რა­დის მუზა კი რო­მის ფრეს­კე­ბი გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

7 საქორწილო კაბა, რომელიც ისტორიას დარჩა - ნახეთ, ვინ იყვნენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარძლები

7 საქორწილო კაბა, რომელიც ისტორიას დარჩა - ნახეთ, ვინ იყვნენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარძლები

გამოცემა ELLE წერს 7 კაბის შესახებ, რომელიც ცნობილ ადამიანებს საკუთარ ქორწილში ეცვათ და დღემდე ბევრი დიზაინერის მუზაა.

ქეით მიდლტონი (2011 წლის 29 აპრილი)

კემბრიჯის ჰერცოგინიის დიზაინერი მოდის სახლის ალექსანდრ მაკქუინის კრეატიული დირექტორი, სარა ბერტონი იყო. კაბა ინგლისური ტრადიციების მიხედვით შეიქმნა, სხვადასხვა სიმბოლური ყვავილის ფორმით. ქეითს ამშვენებდა ბრილიანტის ტიარა, რომელიც მანამდე დედოფალს, ელისაბედ მეორეს ეკუთვნოდა.

გრეის კელი (1956 წლის 19 აპრილი)

გრეის კელის ლეგენდარულ კაბაზე ჰელენ როუზმა იმუშავა, როუზი კინოსტუდია „მეტრო გოლდენ მაიერის“ კოსტიუმების მხატვარი იყო. ზღვის მარგალიტებით გაწყობილი ულამაზესი აბის შექმნაში 30-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მას 6 კვირის განმავლობაში კერავდნენ.

დაიანა სპენსერი (1981 წლის 20 ივლისი)

ლედი დის კაბა ორმა ახალგაზრდა დიზაინერმა შექმნა, ცოლ-ქმარმა ელისაბედ და დევიდ ემანუელებმა. მის შესაკერად 6 სხვადასხვა ნაჭერი გამოიყენეს. კაბა 10 ათასი ნატურალური მარგალიტით მორთეს.

ამალ ალამუდდინ კლუნი (2014 წლის 27 სექტემბერი)

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კაბა ამალს ეკუთვნოდა, რომელიც ამერიკელმა დიზაინერმა ოსკარ დე ლა რენტამ შექმნა. ამალმა თეთრი კაბა შეარჩია, არც ისე დიდი შლეიფით. ცნობილი იურისტი კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

მეგან ფოქსი (2010 წლის 24 ივნისი)

მსახიობები მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი ჰავაიზე საიდუმლოდ დაქორწინდნენ, ოკეანის სანაპიროზე. პატარძლის ჩაცმულობა ისეთივე რომანტიკული იყო, როგორც თავად ცერემონია. მეგანის კაბაზე ჯორჯო არმანიმ იმუშავა.

ქეით მოსი

მოდელის საქორწილო კაბა ჯონ გალიანომ შექმნა. დიზაინერი მიიჩნევს, რომ კაბის შექმნა მისი, როგორც დიზაინერის ერთგვარი რეაბილიტაცია იყო. იმ დროისთვის სკანდალური დიზაინერი „დიორიდან“ გაუშვეს და მოდის სფეროში არც ისე კარგი პოზიცია ეკავა.

სოფია ვერგარა (2015 წლის 22 ივნისი)

მსახიობის ულამაზესი და უძვირფასესი საქორწილო ჩაცმულობა ბაროკოს სტილში ლიბანელმა დიზაინერმა ზუჰაირ მურადმა შექმნა. აღსანიშნავია, რომ დიზაინერი და ვერგარა კაბის მოსასინჯად ქორწილის წინ არცერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს, მურადმა შეძლო, ზუსტად შეეკერა წინასწარ აღებული ზომის მიხედვით კაბა, რომელიც მსახიობს იდეალურად მოერგო.

დიზაინერმა 3 კგ მარგალიტი და 350 კრისტალი გამოიყენა. მურადის მუზა კი რომის ფრესკები გახდა.

"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა

ივლისის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."