პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა
თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა

თბი­ლის­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით, კი­დევ ორი ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა ცოტა ხნის წინ "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბამ" გა­ავ­რცე­ლა. მათი ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდე­ბი სა­კუ­თარ სახ­ლში, ძილ­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

"მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ დღეს კი­დევ ორი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა სა­კუ­თარ სახ­ლში, მოხ­მა­რე­ბის შემ­დგო­მი ძი­ლის პე­რი­ოდ­ში. მო­გი­წო­დებთ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც მო­იხ­მართ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, შე­წყვი­ტოთ და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად თავი შე­ი­კა­ვოთ ნე­ბის­მი­ე­რი სუბსტან­ცი­ის მი­ღე­ბის­გან, ვვა­რა­უ­დობთ, რომ არა მხო­ლოდ ე.წ "მე­ფედ­რო­ნია" ლე­ტა­ლო­ბის მი­ზე­ზი, არა­მედ ყვე­ლა სხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაც გან­გე­ბაა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი დღემ­დე უც­ნო­ბი ნივ­თი­ე­რე­ბით“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

Ambebi.ge აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კო­მენ­ტარს რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღეს ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ახალ­გაზ­რდე­ბის მძი­მე ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა "მე­ფედ­რო­ნით". გა­სულ კვი­რას სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ასე­ვე ორი ახალ­გაზ­რდა - 22 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნა და ბიჭი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით, კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა. მათი ცნობით, ახალგაზრდები საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალნენ.

"მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ ორი ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში. მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ "მეფედრონია" ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

Ambebi.ge აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

თბილისში რამდენიმე დღეს ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდების მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "მეფედრონით". გასულ კვირას სავარაუდოდ, აღნიშნული ნივთიერების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა ასევე ორი ახალგაზრდა - 22 წლამდე ასაკის გოგონა და ბიჭი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს