მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძიუდოისტები 7 მაისიდან ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან
ძიუდოისტები 7 მაისიდან ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან

ძი­უ­დო­ის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათი პრო­ტეს­ტი 7 მა­ი­სი­დან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­ხეს მი­ი­ღებს. ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი დღეს ვა­კის პარკში შე­იკ­რიბ­ნენ და კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რეს თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია, რომ ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი უნდა გა­დად­გეს.

"ორ­შა­ბათს ამას მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ე­ცე­მა. ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მე­ბია ფე­დე­რა­ცი­ა­ში. გუნ­დი და ბი­ჭე­ბი ისევ ერთ აზ­რზე ვრჩე­ბით. გა­მო­ი­ჩი­ნოს ქევ­ხიშ­ვილ­მა კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა და და­ტო­ვოს და­კა­ვე­ბუ­ლი პოს­ტი", - გა­ნა­ცხა­და ძი­უ­დო­ის­ტმა ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვილ­მა.

ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ფე­დე­რა­ცი­ა­ში ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა და არა­ჯან­სა­ღი სი­ტუ­ა­ცი­აა.

"ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს აქვს ჩვენ გვერ­დით დგო­მის სურ­ვი­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ­ში სი­მარ­თლეს ხე­და­ვენ. ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ აქ იმის­თვის, რომ უბ­რა­ლოდ კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­როთ ჩვე­ნი აზრი. ვიდ­რე ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი არ გა­დად­გე­ბა, ჩვენ იქ მიმ­სვლე­ლე­ბი არ ვართ და ვერ შევ­ძლებთ ვარ­ჯიშს, რად­გან არა­ჯან­სა­ღი სი­ტუ­ა­ცია და ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბაა. მო­ვუ­წო­დებთ, რომ მან მი­ი­ღოს ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც დიდი ხნის წინ უნდა მი­ე­ღო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე ვერ შეძ­ლო", - გა­ნა­ცხა­და ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა.

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა და­ვით ქევ­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ეტაპ­ზე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას არ აპი­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ძიუდოისტები 7 მაისიდან ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან

ძიუდოისტები 7 მაისიდან ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან

ძიუდოისტების განცხადებით, მათი პროტესტი 7 მაისიდან ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. ქართველი სპორტსმენები დღეს ვაკის პარკში შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს.

"ორშაბათს ამას მასშტაბური სახე მიეცემა. ძალიან ბევრი პრობლემებია ფედერაციაში. გუნდი და ბიჭები ისევ ერთ აზრზე ვრჩებით. გამოიჩინოს ქევხიშვილმა კეთილგონიერება და დატოვოს დაკავებული პოსტი", - განაცხადა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

ძიუდოს ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ფედერაციაში ერთპიროვნული მმართველობა და არაჯანსაღი სიტუაციაა.

"ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჩვენ გვერდით დგომის სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენში სიმართლეს ხედავენ. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ჩვენ იქ მიმსვლელები არ ვართ და ვერ შევძლებთ ვარჯიშს, რადგან არაჯანსაღი სიტუაცია და ერთპიროვნული მმართველობაა. მოვუწოდებთ, რომ მან მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც დიდი ხნის წინ უნდა მიეღო, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე ვერ შეძლო", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

გუშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ