ქედაში ავარიის დროს დაღუპულები მსუბუქი ავტომანქანიდან ამოიყვანეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუთივე გარდაცვლილის ცხედარი თითქმის ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს. ცხედრები ბათუმში, პროზექტურაში გადაასვენეს.
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.