ქედაში ავარიის გამო, ბათუმი-ახალციხის მიმართულებით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. სამართლადმაცავები და სამაშველო ჯგუფის ბრიგადები მსუბუქი მანქანიდან დაღუპულების ამოყვანის სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებენ. უკვე ამოყვანილია სამი ადამიანის ცხედარი. დღეს, ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, „მერსედის“ მარკის ავტომობილში მყოფები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და სოფელ კვაშტასა და სოფელ ახოდან არიან. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.