ავტორი:

ულამაზესი ქვეყანა, სადაც შუა საუკუნეებსა და თანამედროვეობას კილომეტრები აშორებს - გიდობას ქართველი ჟურნალისტი გიწევთ

ულამაზესი ქვეყანა, სადაც შუა საუკუნეებსა და თანამედროვეობას კილომეტრები აშორებს - გიდობას ქართველი ჟურნალისტი გიწევთ

თუ ევროპული კულტურის, შუა საუკუნეების ისტორიის, მწვანე და სუფთა ქვეყანაში მოგზაურობა გსურთ, მაშინ სლოვაკეთი ზედგამოჭრილი ადგილია. თბილისიდან პირდაპირი რეისით ქვეყნის სიმწვანით განთქმულ დედაქალაქ ბრატისლავაში 3-საათნახევარში აღმოჩნდებით. ქალაქის ვრცელ ტერიტორიაზე პარკები, ტყეები და ვენახებია. 11 ნაციონალური პარკიდან კი, 4 სლოვაკეთის ჩრდილოეთში, ჟილინას რეგიონში გვხვდება და ტურისტებისთვის საყვარელია დგილია.

ქვეყნის დათვალიერებას თუ ბრატისლავადან დაიწყებთ, მაშინ სლოვაკეთის მოგზაურობიდან დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ბრატისლავას ციხე დაგიტოვებთ, რომელიც ცენტრალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეა მთელ ქალაქში. ციხე დუნაის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და სლოვაკური ეროვნული ძეგლების სიაში შედის. გორა, რომელზეც ბრატისლავას ციხედგას, ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულში ყოფილა დასახლებული. 1000 წელს ის ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული. მე-16 საუკუნეში, როდესაც ბრატისლავა უნგრეთის დედაქალაქი გახდა, მეფეთა რეზიდენციად გადაკეთდა. მე-18 საუკუნეში კი, ბრატისლავას ციხეში დიდი ხნის განმავლობაში დედოფალი მარია ტერეზია ცხოვრობდა. 1983 წელს, მას შემდეგ, რაც ბრატისლავა უნგრეთის დედაქალაქს აღარ წარმოადგენდა, ციხე კათოლიკურ ეკლესიას გადაეცა, მომდევნო საუკუნის დასაწყისში კი, აქ სამხედრო ყაზარმები იყო განთავსებული. მოგვიანებით ციხე დაიწვა; მისი აღდგენა კი მე-20 საუკუნის მეორენახევარში დაიწყოდა 2000 წელს დასრულდა.

ბრატისლავაში ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი უფო-ს სადამკვირვებლო ბორტია, რომელიც ბრატისლავას სიმბოლო, საკულტო შენობაა. შენობის ლიფტით 45 წამში ნული სართულიდან შთამბეჭდავ სანახაობაში აღმოჩნდებით. 95 მეტრის სიმაღლიდან ბრატისლავას ულამაზესი ხედი იშლება; პეიზაჟის მთავარი ხიბლი კი მდინარე დუნაია, რომელიც ევროპის მასშტაბით, ვოლგის შემდეგ ყველაზე გრძელი მდინარეა და საერთო ჯამში 10 ქვეყნის ტერიტორიას კვეთს. უფო-ს სადამკვირვებლო ბორტი 10:00 საათიდან 23:00 საათამდე დამთვალიერებლისთვის ღიაა. შესვლა 7.30 ევრო დაგიჯდებათ, ხოლო თუ გინდათ ხედით დღისითაც დატკბეთ და ღამითაც, 9.90 ევროდ 24 საათის განმავლობაში ორჯერ შეხვალთ. შენობიდან იდეალური ხედი იშლება მზის ჩასვლისას და ღამით.

ბრატისლავის ცენტრიდან 8 კილომეტრის მოშორებით დევინის რაიონი მდებარეობს, ცნობილი დევინის ციხესიმაგრით. მდინარეების დუნაისა და მორავას შესართავთან, სადაც ასევე ავსტრია სლოვაკეთის საზღვარია, ციცაბო კლდეზე აღმართული ეს ციხე 212 მეტს აღწევს. ეს სლოვაკეთის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა და ქვეყნის კულტურის ეროვნული ძეგლების სიაში შედის. ციხესიმაგრე პირველად ისტორიულ წყაროებში, 864 წელს მოიხსენიება. დასავლეთის კარიბჭიდან შესვლის შემდეგ გზა ორად იყოფა, მარცხენა განშტოებას იქეთ მივყავართ, სადაც მე-9 საუკუნეში დიდი მორავის ეკლესია იდგა. მეორე მხრიდან კი, შუა საუკუნეების ციხის შუა და ზედა ნაწილების შემონახული ნანგრევებისკენ მივდივართ. პირველები ვინც ამ ადგილის სტრატეგიული მნიშვნელობა გაიარა კელტები ყოფილან, შემდეგ რომაელები, მათ შემდეგ სლავები. ტურისტული სეზონის დროს აქ ისტორიული ფარიკაობის სპექტაკლები ტარდება. ტურისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ნაჯახის და შუბის სროლიში. სასახლესთან არსებული პორტიდან ნავით ბრატისლავაში და ავსტრიაში - ჰაინბურგში წასვლაა შესაძლებელი. ნავით ასევე შეგიძლიათ მდინარე მორავაზე გაისეირნოთ, რომელიც დუნაისთან შედარებით საოცრად მუქი ფერისაა. დევინის ციხიდან პორტამდე გზას ფეხით 15 წუთი სჭირდება.

თუ შუა საუკუნეების ისტორიიდან თანამედროვე ეპოქაში დაბრუნებას მოისურვებთ, მაშინ ბრატისლავას სამხრეთით, დაახლოებით, 20 კილომეტრში, ევროპაში თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ მუზეუმს Danubiana Meulensteen Art Museum-ს შეგიძლიათ ესტუმროთ. მისი დამფუძნებელი ჰოლანდიელი კოლექციონერი და მეცენატი ჰერარდ მილენსტინია. მუზეუმი 2000 წელს გაიხსნა და უნიკალური მდებარეობა აქვს, ის სლოვაკეთის უნგრეთის და ავსტრიის საზღვარზეა აშენებული. შენობის არქიტექტურისა და მდინარე დუნაის ლანდშაფტის ჰარმონიული ერთიანობა ვიზიტორებს როგორც უნიკალურ ნამუშევრებს, ასევე სეზონის მიხედვით ცვალებადი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას სთავაზობს. აქ ერთ-ერთი გამორჩული ადგილი შენობის სახურავია,საიდანაც ბრატილავას, კარპატების და მდინარე დუნაის ულამაზესი ხედები იშლება.

ბრატილავადან რამდენიმე ათეულიკილომეტრის დაშორებით, მცირე კარპატებში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ციხესიმაგრე ჩეერნი კამენი მდებარეობს. ეს ციხე მე-16 საუკუნეში სლოვაკეთის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო-თავდაცვით სისტემას წარმოადგენდა, ახლა ციხესიმაგრეს ტურისტული დანიშნულება აქვს. აქ სტუმრებს ძველ დროში დაბრუნება, ფარიკაობის ფესტივალზე და ნადირობის შოუზე დასწრებაცშეუძლიათ. მისი უნიკალური ხიბლიდან გამომდინარე, ციხესიმაგრე სხვადასხვა ფილმისა და ზღაპრის გადასაღებ მოედნად არაერთხელ იქცა, ისეთების, როგორებიცაა The Princess Fantagiró, the Dragon Heart or Cinka Panna. დღეს კი მსურველებს ციხესიმაგრის ულამაზეს დარბაზში ხელმოწერის ცერემონიალის გამართვა შეუძლიათ. ციხეში ასევე განლაგებულია ღვინის ტავერნა, რესტორანიდა კაფე. ციხესიმაგრეში 9 მეტრის სიმაღლისა და 80 მეტრის სიგანის სარდაფია, სადაც წელიწადის ყველა დროს ერთიდაიგივე ტემპერატურაა.

სლოვაკეთში მოგზაურობისას ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი ხელოვნების ნიმუშად აღიარებული თანამედროვე ბეთლემია, რომელიც ბრატისლავადან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, სოფელ რეცკა ლესნა-ში მდებარეობს. ეს მთელს ევროპაში ხისგან შექმნილი მოძრავი სიმბოლოებიანი ყველაზე დიდი ნაკეთობაა, რომლის დამზადებას იოსეფ პეკარამ 15 წელი მოანდომა და 1990 წელს დაასრულა. ხელოვნების ეს ნამუშევარი 8,5 მეტრი სიგრძის, 2.5 მეტრის სიგანისა და სამ მეტრამდე სიმაღლისაა. მას დაახლოებით 300 სხვადასხვა სიმბოლო აქვს, აქედან 200-მდე ფიგურა მოძრავია.

რეცკა ლესნადან 15 წუთში კიდევ ერთ დაუვიწყარ ადგილზე აღმოჩნდებით, სოფელ ჩიჩმანში (ČIČMANY), სადაც ორიგინალური ხის სახლები თეთრი დეკორატიული გაფორმებითაა მორთული. სოფელში 136 სახლი გეოგრაფიული, ერთნაირი ფორმისა და ზომის ფიგურებითაა მოხატული და ულამაზეს სანახაობას ქმნის. ორნამენტების ავტორები, ქალები იყვნენ, რომლებიც თავდაპირველად სახლების კუთხეებს ტალახით, შემდეგ კი კირით ხატავდნენ ხის მორების მზის სხივებისგან დასაცავად, თუმცა, მე-19 საუკუნიდან სახლები გარედან სრულიად მოიხატა. ასეთი გეომეტრიული ორნამენტები ასევე, ტანსაცმელზე, ტილოებზე და სუფრებზე გამოიყენებოდა და დღესაც იყენებენ. სოფლის ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული გამოფენაის ნახვაც შეგიძლიათ, სადაც ამ ადგილის ისტორისაა და ფოლკლორის შესახებ მეტის გაგების საშუალება გექნებათ.

თუ ნაციონალური სლოვაკური არქიტექტურის და მთიანი რეგიონებისცხოვრების წესის ნახვა გსურთ, სოფელ ვიხილოვკაში, Museum of the Kysuce village-ს უნდ ა ესტუმროთ. ღია ცის ქვეშ განთავსებულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილია მწყემსების სეზონური საცხოვრებელი, რომელთაგანაც ყველაზე ძველი 1806 წლით თარიღდება. სოფლის ცენტრში კი, წმინდა მარია რეჟენცოვას კაპელაა. ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე ნაძვნარით გაშენებული სარკინიგზო გზით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომელსაც გასულ საუკუნეებში ხის მჭრელები იყენებდნენ. აქტური ტურისტული სეზონი მაისიდან-ოქტომბრამდეა, ამ პერიოდში მუზეუმში ტურისტული ღონიძებები ტარდება. დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ნახოს შინაური ცხოველების მოვლის პოცედურები, დაესწროს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის საქმიანობებს და ძველ, ბებიების რეცეპტებით მომზადებული კერძები დააგემოვნოს. სლოვაკური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი წვნიანით და თაფლისგან დამზადებული უგემრიელესი სასმელით ძველ სკლოვაკურ პაბში გაგიმასპინძლდებიან.

ვიხილოვკადან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, სტარა ბისტრიცაში, მსოფლიოში ერთ-ერთი თანამედროვე კურანტია, რომელიც ზუსტ ევროპულ და ასტრონომიულ დროს აჩვენებს. საათი ქალაქის რეკონსტუქციის დროს 2009 წელს აშენდა და დღემდე, ყველაზე ახალგაზრდა კურანტია მსოფლიოში. კურანტს ღვთისმშობლის ფორმა აქვს, რომელიც სლოვაკების რელიგიური წმინდანიცაა. ყოველი საათის შესრულებისას კურანტის საათი ზარს რეკავს, მასზე დამაგრებული კარიდან კი, წმინდანების ქანდაკებები გამოდის.

სლოვაკეთის ჩრდილოეთით, ვახის მდინარის გასწვრივ, ჟილინას რეგიონში ბუდატინის ციხეა, რომლის მშენელობა მე -13 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ციხესიმაგრსი უძველეს ნაწილი ოთხსართულიანი ცილინდრული რომანესკის კოშკია ადრეული გოთური არქიტექტურის ელემენტებით, რომელიც მოგვიანებით რენესანსის სტილში შეიცვალა. კოშკის უმაღლეს წერტილში რომ მოხვდეთ დახვეული კიბის 125 საფეხურის ავლა მოგიწევთ, საიდანაც ჟილინას რეგიონის და ბუდატინის ციხის ულამაზესი ხედი იშლება. თავდაპირველად ციხე სამეფო ქონება იყო, მოგვიანებით რამდენიმე კეთილშობილურ ოჯახს ეკუთვნოდა. ბუდატინეს ციხეში მოწყობილი გამოფენები მთელი წლის განმავლობაში ღიაა დამთვალიერებლისთვის. ციხის ეზოში 270 წლის ჭადრის ხეა, პარკის ტერიტორია კი 5 ჰექტარზეა გადაჭიმული.

რაც შეეხება სლოვაკურ სამზარეულს, როგორც ქვეყნისდედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც სლოვაკური ტრადიციული კერძებისა და სასმელების დაგემოვნებას ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ. ბრატისლავას ცხოვრება 7:00 საათიდან იწყება და ქალაქის ცენტრში ყველა მაღაზია 21:00 საათისთვის იკეტება. ბარებსა და რესტორნებში კი, გვიან ღამემდე შეგიძლიათ იყოთ. როგორც ევროპის უმრავლეს ქალაქში, ბრატისლავაშიც ღამის ცხოვრება ყველაზე აქტიური პარასკევს და შაბათსაა.

ფოტო: თამთა კაკაურიძე, Ambebi.ge

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ