საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა, როდის ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - რეპროდუქტოლოგის რჩევები
რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა, როდის ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - რეპროდუქტოლოგის რჩევები

ბოლო დროს ქა­ლებ­ში ხში­რია საკ­ვერ­ცხის კის­ტა, რაც სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას უქ­მნის მათ. რა იწ­ვევს მას, რა უნდა გა­ა­კე­თოს ქალ­მა, რომ ამ პრობ­ლე­მას ას­ცდეს, რო­გორ ებ­რძო­ლოს და­ა­ვა­დე­ბას, - თე­მა­ზე ექი­მი რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და უშ­ვი­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- კის­ტა, იგი­ვე ცის­ტა, ერ­თგვა­რი სი­თხო­ვა­ნი წარ­მო­ნაქ­მნია, რო­მელ­საც თხე­ლი გარ­სი აქვს. ის შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე წარ­მო­იქ­მნას, მაგ­რამ ახლა საკ­ვერ­ცხის კის­ტა­ზე ვსა­უბ­რობთ - საკ­ვერ­ცხის კის­ტაც სი­თხის დაგ­რო­ვე­ბაა, რო­მე­ლიც თხე­ლი გარ­სი­თაა გა­რე­მო­ცუ­ლი. ის შე­საძ­ლოა, იყოს კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სით გა­ი­წო­ვე­ბა და არის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კის­ტაც. ამ­დე­ნად, არ­სე­ბობს პა­თო­ლო­გი­უ­რი კის­ტე­ბი და ფუნ­ქცი­უ­რი, ანუ რე­ტენ­ცი­უ­ლი. კის­ტა უმე­ტე­სად რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ასაკ­ში ჩნდე­ბა, რად­გან სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­შია ჰორ­მო­ნა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა.

- რის­გან ჩნდე­ბა?

- კის­ტა ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლა­სის გამო წარ­მო­იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ქალს ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა აქვს. უბ­რა­ლოდ, ჰორ­მო­ნებ­მა რა­ღაც ეტაპ­ზე შე­საძ­ლოა, არას­წო­რად იმუ­შა­ოს, რა­მაც, თა­ვის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა ფო­ნი­კუ­ლუ­რი კის­ტა გა­მო­იწ­ვი­ოს. საკ­ვერ­ცხე კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მა­რაგს წარ­მო­ად­გენს. საკ­ვერ­ცხე­ში, ე.წ. ფო­ლი­კუ­ლებ­ში კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ეს ფო­ლი­კუ­ლე­ბი თა­ვის­თა­ვად კის­ტაა, მაგ­რამ პა­ტა­რა კის­ტე­ბი. ყო­ველ მენსტრუ­ა­ლურ ციკლში ჰორ­მო­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ფო­ლი­კუ­ლი იზ­რდე­ბა და შემ­დეგ სკდე­ბა. მოკ­ლედ, პა­ტა­რა ფო­ლი­კუ­ლე­ბი იზ­რდე­ბა, აღ­წევს გარ­კვე­ულ ზო­მას 20-დან 24 მმ-მდე და მერე სკდე­ბა, რომ კვერ­ცხუ­ჯრე­დი გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდეს. ვი­მე­ო­რებ, ეს ჰორ­მო­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ხდე­ბა, მაგ­რამ თუ რა­ღაც დარ­ღვე­ვაა, იმ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა, ვერ გას­კდეს და კის­ტა­ში გა­და­ვი­დეს.

- 24 მმ-ს ის არ აღე­მა­ტე­ბა?

- 24 მმ-ზე ზე­მოთ, 50 მმ-მდე შე­იძ­ლე­ბა იყოს და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მას ფო­ლი­კუ­ლუ­რი კის­ტა ჰქვია. რო­გორც წესი, კის­ტა თა­ვი­სით გა­ი­წო­ვე­ბა. უბ­რა­ლოდ, არ­სე­ბობს რის­კე­ბი, რომ გას­კდეს, ან მისი გა­დაგ­რე­ხა მოხ­დეს, რაც სა­ში­შია და ამ დროს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა. რო­დე­საც ასეთ კის­ტას აღ­მო­ა­ჩე­ნენ, ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს და ასეთ დროს ისეთ პრე­პა­ტა­რებს ვუ­ნიშ­ნავთ, რო­მე­ლიც მის გა­წო­ვას ხელს უწყობს. ხოლო გა­წო­ვა თუ მა­ინც არ ხდე­ბა და ზო­მა­საც არ იც­ვლის, შე­საძ­ლოა, ზო­მებ­შიც გა­ი­ზარ­დოს, ამ დრო­საც ოპე­რა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლო­ბა დგე­ბა - უნდა ამო­იკ­ვე­თოს ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი მე­თო­დით.

- რო­დე­საც ის დიდი ზო­მის არის, პა­ცი­ენ­ტში სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს...

- დიახ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მუც­ლის არე­ში ტკი­ვილს გრძნო­ბენ. მა­შინ, რო­დე­საც კის­ტას აღ­მო­ვა­ჩენთ და მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რად ვერ გა­ნი­კურ­ნა, ვერც გა­ი­წო­ვა, უნდა ამო­იკ­ვე­თოს, თუმ­ცა თუ ოპე­რა­ცი­ამ­დე კის­ტა გას­კდა, ესეც ერთ-ერთი გარ­თუ­ლე­ბაა, ამ დრო­საც ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი აქვთ და ხდე­ბა საკ­ვერ­ცხის გა­დაგ­რე­ხაც. არ­სე­ბობს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კის­ტე­ბი, რომ­ლის წარ­მოქ­მნის ზუს­ტი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. თა­ვი­დან შე­საძ­ლოა ჰორ­მო­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი და არის კი­დევ კის­ტო­მაც. ისიც შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი, ასე­ვე ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი. კის­ტო­მა არ გა­ი­წო­ვე­ბა და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ დროს ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა.

- ე.ი. ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლის ერთ-ერთი მე­თო­დი ოპე­რა­ცი­აა.

- როცა არის კის­ტო­მა, კი. რო­დე­საც ეჭვი ავ­თვი­სე­ბი­ან­ზეა და ექოს­კო­პი­უ­რა­დაც შეგ­ვიძ­ლია ვა­რა­უ­დი (დი­აგ­ნოზს ხში­რად ზუს­ტად ვსვამთ), მაგ­რამ სა­ნამ კის­ტის ე.წ. ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, ანუ და­თეს­ვა (სპე­ცი­ა­ლუ­რი ანა­ლი­ზი) არ მოხ­დე­ბა, დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. არ­სე­ბობს ასე­ვე ენ­დო­მეტ­რი­უ­ლი კის­ტა, რო­მე­ლიც კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია. თუ ზო­მით 2-დან 3 სან­ტი­მეტ­რამ­დეა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, ოპე­რა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. თუ მე­ტია, სა­ო­პე­რა­ცი­ოა, ეს ხში­რად ხდე­ბა. თუმ­ცა მე­დი­ცი­ნა არ არის ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბა, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მა. ქა­ლის ასა­კი­დან, შვი­ლოს­ნო­ბის ის­ტო­რი­ი­დან და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ექი­მი წყვეტს პა­ცი­ენ­ტთან ერ­თად რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში.

- ამ ყვე­ლაფ­რის­თვის პრე­ვენ­ცია რა შე­იძ­ლე­ბა იყოს?

- პრე­ვენ­ცია არის ის, რაც არის ნე­ბის­მი­ე­რი გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის. ყვე­ლა ქალ­მა, აწუ­ხებს მას რა­ი­მე თუ არა, ყო­ველ­წლი­უ­რად უნდა ჩა­ი­ტა­როს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ექოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვა, ხოლო თუ რა­ი­მე დის­კომ­ფორ­ტი აქვს, ექიმს დრო­უ­ლად უნდა მი­მარ­თოს. ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრე­ვენ­ცია - პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვაა, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს რის­კის ჯგუ­ფი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა კის­ტა გან­ვი­თარ­დეს. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ.

ქალს გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, თუ ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და და ცალი საკ­ვერ­ცხე არ აქვს, მა­შინ ძალა ერთ საკ­ვერ­ცხეს ად­გე­ბა, ის 2-ის ნაც­ვლად მუ­შა­ობს. 2 საკ­ვერ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში კი ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბა. ამი­ტომ ერთი საკ­ვერ­ცხე ასე­თი დატ­ვირ­თვის დროს ვერ აძ­ლევს ადეკ­ვა­ტურ პა­სუხს ჰორ­მო­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე და წარ­მო­იქ­მნე­ბა კის­ტა. ასე­თი ქა­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად უნდა იყ­ვნენ დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ და ხშირდ მი­მარ­თონ ექიმს, რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად გა­ი­კე­თონ ექოს­კო­პი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა. უნდა ვთქვა, რომ მე­ნო­პა­უ­ზის დროს და კლი­მაქ­სის პე­რი­ოდ­ში ფუნ­ქცი­უ­რი კის­ტა თით­ქმის გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბით, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა
1

ვიმყოფები რომში აღმომაჩნდა ორივე საკვერცხეზე კისტა დაიწყეს დაკვირვება ყველანაირი პრეპარატის გარეშე მეგონა უამრავ წამალს დამინიშნავდენ მაგრამ არაფერი.მითხრეს რომ ყოველ 6 თვრში უნდა გაკონტროლდეს ან მისით უნდა გაიწოვოს ან ოპერაცია დაგჭირდებათო.მეორე მისვლაზე ცოტა მომარებული იყო და ისევ დამიბარეს ექვს თვეში თქვენ წარმოიხგინეთ გავოცდი როცა მითხრეს თითქმუს გამქრალიაო .ეხლა მიწევს კიდევ მისვლა .მაგრამ ტკივილს ვეღარ ვგრძნობ და არა მვონია ისევ მატებაში იყოს.

ავტორი:

რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა, როდის ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - რეპროდუქტოლოგის რჩევები

რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა, როდის ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - რეპროდუქტოლოგის რჩევები

ბოლო დროს ქალებში ხშირია საკვერცხის კისტა, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის მათ. რა იწვევს მას, რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ ამ პრობლემას ასცდეს, როგორ ებრძოლოს დაავადებას, - თემაზე ექიმი რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა მგალობლიშვილი გვესაუბრება.

- კისტა, იგივე ცისტა, ერთგვარი სითხოვანი წარმონაქმნია, რომელსაც თხელი გარსი აქვს. ის შეიძლება ყველა ორგანოზე წარმოიქმნას, მაგრამ ახლა საკვერცხის კისტაზე ვსაუბრობთ - საკვერცხის კისტაც სითხის დაგროვებაა, რომელიც თხელი გარსითაა გარემოცული. ის შესაძლოა, იყოს კეთილთვისებიანი, რომელიც თავისით გაიწოვება და არის ავთვისებიანი კისტაც. ამდენად, არსებობს პათოლოგიური კისტები და ფუნქციური, ანუ რეტენციული. კისტა უმეტესად რეპროდუქციულ ასაკში ჩნდება, რადგან სწორედ ამ პერიოდშია ჰორმონალური აქტივობა.

- რისგან ჩნდება?

- კისტა ჰორმონალური დისბალასის გამო წარმოიქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს ჰორმონალური პრობლემა, ჰორმონალური რაიმე დაავადება აქვს. უბრალოდ, ჰორმონებმა რაღაც ეტაპზე შესაძლოა, არასწორად იმუშაოს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ფონიკულური კისტა გამოიწვიოს. საკვერცხე კვერცხუჯრედების მარაგს წარმოადგენს. საკვერცხეში, ე.წ. ფოლიკულებში კვერცხუჯრედებია მოთავსებული. ეს ფოლიკულები თავისთავად კისტაა, მაგრამ პატარა კისტები. ყოველ მენსტრუალურ ციკლში ჰორმონების ზემოქმედებით ფოლიკული იზრდება და შემდეგ სკდება. მოკლედ, პატარა ფოლიკულები იზრდება, აღწევს გარკვეულ ზომას 20-დან 24 მმ-მდე და მერე სკდება, რომ კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდეს. ვიმეორებ, ეს ჰორმონების ზემოქმედებით ხდება, მაგრამ თუ რაღაც დარღვევაა, იმ პერიოდში შესაძლოა, ვერ გასკდეს და კისტაში გადავიდეს.

- 24 მმ-ს ის არ აღემატება?

- 24 მმ-ზე ზემოთ, 50 მმ-მდე შეიძლება იყოს და უმეტეს შემთხვევაში, მას ფოლიკულური კისტა ჰქვია. როგორც წესი, კისტა თავისით გაიწოვება. უბრალოდ, არსებობს რისკები, რომ გასკდეს, ან მისი გადაგრეხა მოხდეს, რაც საშიშია და ამ დროს გადაუდებელი ოპერაცია კეთდება. როდესაც ასეთ კისტას აღმოაჩენენ, ყურადღებას მოითხოვს და ასეთ დროს ისეთ პრეპატარებს ვუნიშნავთ, რომელიც მის გაწოვას ხელს უწყობს. ხოლო გაწოვა თუ მაინც არ ხდება და ზომასაც არ იცვლის, შესაძლოა, ზომებშიც გაიზარდოს, ამ დროსაც ოპერაციის აუცილებელობა დგება - უნდა ამოიკვეთოს ლაპარასკოპიული მეთოდით.

- როდესაც ის დიდი ზომის არის, პაციენტში სავარაუდოდ, გარკვეულ დისკომფორტს იწვევს...

- დიახ, ქალბატონები მუცლის არეში ტკივილს გრძნობენ. მაშინ, როდესაც კისტას აღმოვაჩენთ და მედიკამენტოზურად ვერ განიკურნა, ვერც გაიწოვა, უნდა ამოიკვეთოს, თუმცა თუ ოპერაციამდე კისტა გასკდა, ესეც ერთ-ერთი გართულებაა, ამ დროსაც ძლიერი ტკივილები აქვთ და ხდება საკვერცხის გადაგრეხაც. არსებობს ავთვისებიანი კისტები, რომლის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი უცნობია. თავიდან შესაძლოა ჰორმონების ზემოქმედებით იყოს გამოწვეული და არის კიდევ კისტომაც. ისიც შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი. კისტომა არ გაიწოვება და, რასაკვირველია, ამ დროს ლაპარასკოპიული ოპერაცია კეთდება.

- ე.ი. ამ პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი ოპერაციაა.

- როცა არის კისტომა, კი. როდესაც ეჭვი ავთვისებიანზეა და ექოსკოპიურადაც შეგვიძლია ვარაუდი (დიაგნოზს ხშირად ზუსტად ვსვამთ), მაგრამ სანამ კისტის ე.წ. ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა, ანუ დათესვა (სპეციალური ანალიზი) არ მოხდება, დიაგნოზის დადასტურების უფლება არ გვაქვს. არსებობს ასევე ენდომეტრიული კისტა, რომელიც კეთილთვისებიანია. თუ ზომით 2-დან 3 სანტიმეტრამდეა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ოპერაცია აუცილებელი არ არის. თუ მეტია, საოპერაციოა, ეს ხშირად ხდება. თუმცა მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და აქ მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა. ქალის ასაკიდან, შვილოსნობის ისტორიიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმი წყვეტს პაციენტთან ერთად რა სახის მკურნალობაა ჩასატარებელი კონკრეტულ შემთხვევაში.

- ამ ყველაფრისთვის პრევენცია რა შეიძლება იყოს?

- პრევენცია არის ის, რაც არის ნებისმიერი გინეკოლოგიური დაავადებებისთვის. ყველა ქალმა, აწუხებს მას რაიმე თუ არა, ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევები, პირველ რიგში, რასაკვირველია, ექოსკოპიური კვლევა, ხოლო თუ რაიმე დისკომფორტი აქვს, ექიმს დროულად უნდა მიმართოს. ერთ-ერთი მთავარი პრევენცია - პროფილაქტიკური გამოკვლევაა, რადგანაც არსებობს რისკის ჯგუფი, სადაც შეიძლება კისტა განვითარდეს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ქალს გარკვეული მიზეზების გამო, თუ ოპერაცია გაუკეთდა და ცალი საკვერცხე არ აქვს, მაშინ ძალა ერთ საკვერცხეს ადგება, ის 2-ის ნაცვლად მუშაობს. 2 საკვერცხის შემთხვევაში კი ისინი ერთმანეთს ენაცვლება. ამიტომ ერთი საკვერცხე ასეთი დატვირთვის დროს ვერ აძლევს ადეკვატურ პასუხს ჰორმონების ზემოქმედებაზე და წარმოიქმნება კისტა. ასეთი ქალები განსაკუთრებით ხშირად უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ და ხშირდ მიმართონ ექიმს, რაც შეიძლება ხშირად გაიკეთონ ექოსკოპიური გამოკვლევა. უნდა ვთქვა, რომ მენოპაუზის დროს და კლიმაქსის პერიოდში ფუნქციური კისტა თითქმის გამორიცხულია, რასაც ვაკვირდებით, ძალზე იშვიათია.

მოგებული ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მარინა კობახიძეს უკვე გადაეცა

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 27 წლის ექთნის საკითხის შესასწავლად საქართველოში "ასტრაზენეკას" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

"იქნება ქვათა ცვენა... მოძრაობაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს" - სპეციალისტების მონიტორინგის პირველადი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი